კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენიმე დღის წინ პირველი სიტყვა თქვა..." - უმძიმეს ავარიაში გადარჩენილ ფეხბურთელ გიორგი თექთურმანიძეს დახმარება სჭირდება
"რამდენიმე დღის წინ პირველი სიტყვა თქვა..." - უმძიმეს ავარიაში გადარჩენილ ფეხბურთელ გიორგი თექთურმანიძეს დახმარება სჭირდება

გო­რის "დი­ლას" ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი თექთურ­მა­ნი­ძე 8 ივ­ნისს უმ­ძი­მეს ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა ლან­ჩხუ­თის სი­ახ­ლო­ვეს მოხ­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ჩი­ო­რას (თექთურ­მა­ნი­ძის მეტ­სა­ხე­ლი) ავ­ტო­მო­ბი­ლი ნაწ­ვი­მარ გზა­ზე მო­ცურ­და, რამ­დენ­ჯერ­მე გა­დაბ­რუნ­და და ბო­ლოს სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რავ სა­მარ­შრუ­ტო და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნებს და­ე­ჯა­ხა. ფეხ­ბურ­თე­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უმ­ძი­მე­სი ტრავ­მე­ბით მო­ა­თავ­სეს, ის 23 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში იყო.

გი­ორ­გის მე­უღ­ლე, მომ­ღე­რა­ლი ანი ღონ­ღა­ძე ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ფეხ­ბურ­თე­ლის ამ­ჯა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ბა:

"როცა გა­აღ­ვი­ძეს, პირ­ვე­ლად მე ვნა­ხე. მხო­ლოდ თვა­ლე­ბი ჰქონ­და გა­ხე­ლი­ლი და უაზ­რო მზე­რით იყუ­რე­ბო­და. ლა­პა­რა­კის მცდე­ლო­ბაც არ ჰქონ­და. რამ­დე­ნი­მე კვი­რის მერე კი "არა"-ზე თა­ვის ოდ­ნავ ამოძ­რა­ვე­ბა და "კი"-ზე თვა­ლე­ბის და­ხუჭ­ვა და­ი­წყო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ პირ­ვე­ლი სი­ტყვა თქვა, მაგ­რამ რთუ­ლია, გა­არ­კვიო, რას ამ­ბობს, მხო­ლოდ ჩურ­ჩუ­ლებს.

ტვინ­ში სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი ბო­ლომ­დე გა­ი­წო­ვა, უბ­რა­ლოდ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ტვი­ნის უჯრე­დე­ბის აღ­დგე­ნა უნდა მოხ­დეს. ცო­ცხალს რომ ვუ­ყუ­რებ, ყვე­ლაფ­რის სტი­მუ­ლი მეძ­ლე­ვა. ახლა სჭირ­დე­ბა ჩი­ო­რას გვერ­დში დგო­მა და არ მინ­და, ჩემს თვლა­ზე ცრემ­ლი და­ი­ნა­ხოს...

ძა­ლი­ან გახ­და. ხან­და­ხან სკამ­ზე დავ­სვამთ ხოლ­მე, და­მო­უ­კი­დებ­ლად ამას ვერ ახერ­ხებს. მა­სა­ჟის­ტი, ლო­გო­პე­დი, ნევ­რო­ლო­გი, ფსი­ქო­ლო­გი სახ­ლში და­დი­ან და მკურ­ნა­ლო­ბენ. გი­ორ­გის სა­ზღვარ­გა­რეთ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სჭირ­დე­ბა. მო­ნა­ცე­მე­ბი გერ­მა­ნი­ის რამ­დე­ნი­მე კლი­ნი­კა­ში გა­და­ვაგ­ზავ­ნეთ და პა­სუ­ხე­ბიც მო­ვი­და. ერთი კურ­სი 40 000 ევრო ჯდე­ბა, თუმ­ცა, წი­ნას­წარ ვე­რა­ვინ იტყვის, რამ­დე­ნი კურ­სი იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო მისი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის. იმე­დი მაქვს, მკურ­ნა­ლო­ბის სრუ­ლი კურ­სის მერე თა­მაშს გა­აგ­რძე­ლებს.

გი­ორ­გი თექთურ­მა­ნი­ძის და­სახ­მა­რებ­ლად "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" ან­გა­რი­შის ნო­მე­რია გახ­სნი­ლი:

GE45BG0000000647804800 მიმ­ღე­ბი: გი­ორ­გი თექთურ­მა­ნი­ძე

"მაგ­თის" და "ჯე­ო­სე­ლის" აბო­ნენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ დარ­ე­კონ ნო­მერ­ზე 0 901 801 935, "ბი­ლა­ი­ნის" - 0 901 701 126

სო­ფიო ბო­ჭო­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"რამდენიმე დღის წინ პირველი სიტყვა თქვა..." - უმძიმეს ავარიაში გადარჩენილ ფეხბურთელ გიორგი თექთურმანიძეს დახმარება სჭირდება

"რამდენიმე დღის წინ პირველი სიტყვა თქვა..." - უმძიმეს ავარიაში გადარჩენილ ფეხბურთელ გიორგი თექთურმანიძეს დახმარება სჭირდება

გორის "დილას" ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე 8 ივნისს უმძიმეს ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთის სიახლოვეს მოხდა. თვითმხილველების თქმით, ჩიორას (თექთურმანიძის მეტსახელი) ავტომობილი ნაწვიმარ გზაზე მოცურდა, რამდენჯერმე გადაბრუნდა და ბოლოს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო და სატვირთო ავტომანქანებს დაეჯახა. ფეხბურთელი საავადმყოფოში უმძიმესი ტრავმებით მოათავსეს, ის 23 დღის განმავლობაში ხელოვნურ კომაში იყო.

გიორგის მეუღლე, მომღერალი ანი ღონღაძე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ფეხბურთელის ამჯამინდელი მდგომარეობის შესახებ ყვება:

"როცა გააღვიძეს, პირველად მე ვნახე. მხოლოდ თვალები ჰქონდა გახელილი და უაზრო მზერით იყურებოდა. ლაპარაკის მცდელობაც არ ჰქონდა. რამდენიმე კვირის მერე კი "არა"-ზე თავის ოდნავ ამოძრავება და "კი"-ზე თვალების დახუჭვა დაიწყო. რამდენიმე დღის წინ პირველი სიტყვა თქვა, მაგრამ რთულია, გაარკვიო, რას ამბობს, მხოლოდ ჩურჩულებს.

ტვინში სისხლჩაქცევები ბოლომდე გაიწოვა, უბრალოდ დაზიანებული ტვინის უჯრედების აღდგენა უნდა მოხდეს. ცოცხალს რომ ვუყურებ, ყველაფრის სტიმული მეძლევა. ახლა სჭირდება ჩიორას გვერდში დგომა და არ მინდა, ჩემს თვლაზე ცრემლი დაინახოს...

ძალიან გახდა. ხანდახან სკამზე დავსვამთ ხოლმე, დამოუკიდებლად ამას ვერ ახერხებს. მასაჟისტი, ლოგოპედი, ნევროლოგი, ფსიქოლოგი სახლში დადიან და მკურნალობენ. გიორგის საზღვარგარეთ რეაბილიტაცია სჭირდება. მონაცემები გერმანიის რამდენიმე კლინიკაში გადავაგზავნეთ და პასუხებიც მოვიდა. ერთი კურსი 40 000 ევრო ჯდება, თუმცა, წინასწარ ვერავინ იტყვის, რამდენი კურსი იქნება საჭირო მისი გამოჯანმრთელებისთვის. იმედი მაქვს, მკურნალობის სრული კურსის მერე თამაშს გააგრძელებს.

გიორგი თექთურმანიძის დასახმარებლად "საქართველოს ბანკში" ანგარიშის ნომერია გახსნილი:

GE45BG0000000647804800 მიმღები: გიორგი თექთურმანიძე

"მაგთის" და "ჯეოსელის" აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 0 901 801 935, "ბილაინის" - 0 901 701 126

სოფიო ბოჭორიძე

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი