მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის რეალიზაცია დაიწყო
აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის რეალიზაცია დაიწყო

ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ტუ­რის­ტულ სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრებ­ში ახა­ლი სერ­ვი­სე­ბი ამოქ­მედ­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან აც­ნო­ბეს, ვი­ზი­ტო­რებს ცენ­ტრებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და სუ­ვე­ნი­რე­ბის, მათ შო­რის ქე­და­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი მუ­რა­ბე­ბის, სი­გა­რის, მა­რა­დი­დის, პეტ­რას ჩაის, ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის თაფ­ლი­სა და მა­ჭა­ხე­ლას თო­ფის სუ­ვე­ნი­რე­ბის შე­ძე­ნა შე­ეძ­ლე­ბათ.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­და ამი­სა, ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სტუმ­რებს გა­ნახ­ლე­ბულ რუ­კებ­სა და გზამ­კვლე­ვებ­თან ერ­თად ქა­ლა­ქის ტრან­სპორ­ტის რუ­კა­საც სთა­ვა­ზობს, რაც ტუ­რის­ტებს ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბას გა­უ­მარ­ტი­ვებს. გა­ნახ­ლდა ფას­დაკ­ლე­ბე­ბის ბა­რა­თი Batumi Card -იც, რო­მელ­შიც 40-მდე ტუ­რის­ტულ ობი­ექ­ტზე 10%-დან 33%-მდე ფას­დაკ­ლე­ბე­ბია შე­ტა­ნი­ლი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, შემ­დე­გი კვი­რი­დან კი აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო ტუ­რის­ტებს მა­ჭა­ხე­ლას ტუ­რის­ტუ­ლი პა­კეტს შეს­თა­ვა­ზებს. სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბი­დან კვი­რა­ში ერთხელ და­ი­ნიშ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ტური მა­ჭა­ხე­ლას ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი მარ­შრუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც ხელს შე­უ­წყობს მა­ჭა­ხე­ლას ხე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. ტუ­რის რე­ლი­ა­ზა­ცი­ა­ში ჩარ­თვა სპე­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბით ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ებ­საც შე­ეძ­ლე­ბათ.

სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სერ­ვი­სია ტუ­რის­ტუ­ლად აქ­ტი­უ­რი ქა­ლა­ქის­თვის, რა­საც ცენ­ტრებ­ში ვი­ზი­ტორ­თა მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბაც მი­უ­თი­თებს. მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 110 % -ით გა­ი­ზარ­და ვი­ზი­ტორ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რაც 17 221 ადა­მი­ანს გუ­ლის­ხმობს. ცენ­ტრე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით რუსი, პო­ლო­ნე­ლი, უკ­რა­ი­ნე­ლი და ებ­რა­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ. ისი­ნი ძი­რი­თა­დათ მა­ღალმთი­ა­ნი აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან.

ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს რე­გი­ონ­ში სულ რვა ტუ­რის­ტუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი აქვს, რო­მელ­საც წელს კი­დევ ერთი "ბა­თუ­მი ცენ­ტრა­ლის" შე­ნო­ბა­ში შე­ე­მა­ტე­ბა. სა­ინ­ფორ­მა­ციო ტუ­რის­ტულ ცენ­ტრებ­ში ვი­ზი­ტო­რებს კონ­კრე­ტუ­ლი მარ­შრუ­ტის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის, ბრო­შუ­რე­ბი­სა და რუ­კე­ბის მი­ღე­ბის გარ­და ტუ­რე­ბის შე­ძე­ნაც შე­უძ­ლი­ათ. ცენ­ტრებ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ცხე­ლი ხაზი 577 90 90 93 (91), რო­მელ­ზე­დაც ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის რეალიზაცია დაიწყო

აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის რეალიზაცია დაიწყო

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ახალი სერვისები ამოქმედდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ვიზიტორებს ცენტრებში ადგილობრივი წარმოების ტურისტული პროდუქტებისა და სუვენირების, მათ შორის ქედაში წარმოებული მურაბების, სიგარის, მარადიდის, პეტრას ჩაის, ბოტანიკური ბაღის თაფლისა და მაჭახელას თოფის სუვენირების შეძენა შეეძლებათ.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო სტუმრებს განახლებულ რუკებსა და გზამკვლევებთან ერთად ქალაქის ტრანსპორტის რუკასაც სთავაზობს, რაც ტურისტებს ქალაქში გადაადგილებას გაუმარტივებს. განახლდა ფასდაკლებების ბარათი Batumi Card -იც, რომელშიც 40-მდე ტურისტულ ობიექტზე 10%-დან 33%-მდე ფასდაკლებებია შეტანილი.

მათივე ცნობით, შემდეგი კვირიდან კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტურისტებს მაჭახელას ტურისტული პაკეტს შესთავაზებს. საინფორმაციო ცენტრებიდან კვირაში ერთხელ დაინიშნება სპეციალური ტური მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს მაჭახელას ხეობის პოპულარიზაციას. ტურის რელიაზაციაში ჩართვა სპეციალური პირობებით ტურისტულ სააგენტოებსაც შეეძლებათ.

საინფორმაციო ცენტრების მომსახურება მნიშვნელოვანი სერვისია ტურისტულად აქტიური ქალაქისთვის, რასაც ცენტრებში ვიზიტორთა მზარდი რაოდენობაც მიუთითებს. მიმდინარე წლის ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 110 % -ით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა, რაც 17 221 ადამიანს გულისხმობს. ცენტრების მომსახურებით განსაკუთრებით რუსი, პოლონელი, უკრაინელი და ებრაელი ტურისტები სარგებლობენ. ისინი ძირითადათ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტებით ინტერესდებიან.

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს რეგიონში სულ რვა ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აქვს, რომელსაც წელს კიდევ ერთი ”ბათუმი ცენტრალის” შენობაში შეემატება. საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებში ვიზიტორებს კონკრეტული მარშრუტის შესახებ დეტალური ინფორმაციის, ბროშურებისა და რუკების მიღების გარდა ტურების შეძენაც შეუძლიათ. ცენტრებში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 577 90 90 93 (91), რომელზედაც ტურიზმის მიმართულებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი