საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება ეს იმ ძალების პოლიტიკური თამაშია, რომელთაც აგვისტოს ომის დროს დანაშაული აქვთ ჩადენილი" - სამხედრო საიდუმლო მართლაც გამჟღავნდა?
"შეიძლება ეს იმ ძალების პოლიტიკური თამაშია, რომელთაც აგვისტოს ომის დროს დანაშაული აქვთ ჩადენილი" - სამხედრო საიდუმლო მართლაც გამჟღავნდა?

რუს­თა­ვი 2"-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, გე­ნე­რა­ლი გიგი კა­ლან­და­ძე ამ­ტკი­ცებს, რომ აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აშე­ნე­ბუ­ლი სა­ი­დუმ­ლო სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი და მთე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძის მი­ნის­ტრო­ბის დროს, სხვა ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა. ამა­ში კი კა­ლან­და­ძე პოლ­კოვ­ნიკ ტრის­ტან წი­თე­ლაშ­ვილს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

მისი თქმით, წი­თე­ლაშ­ვი­ლი სა­ცე­ცხლე წერ­ტი­ლებ­ზე მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძის მი­ნის­ტრო­ბის დროს და­ნიშ­ნულ­მა, გე­ნინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა გო­დერ­ძი ორ­მო­ცა­ძემ შე­იყ­ვა­ნა, რო­მელ­მაც სა­ი­დუმ­ლო ბა­ზა­ზე შეს­ვლა სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი საშ­ვით შეძ­ლო.

სა­ი­დუმ­ლო ობი­ექ­ტე­ბი წი­თე­ლაშ­ვილ­მა ფირ­ზე გა­და­ი­ღო. გა­და­ღე­ბის დროს წი­თე­ლაშ­ვილს ხელი სამ­ხედ­რო­ებ­მა შე­უ­შა­ლეს, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. სამ­ხედ­რო­ებ­მა კა­ლან­და­ძის ინ­ფორ­მა­ცით, მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია ზემ­დგო­მებს, თუმ­ცა მი­ნის­ტრმა სა­ბო­ლო­ოდ აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა არ და­ი­წყო, რის გა­მოც კა­ლან­და­ძე ჯა­ნე­ლი­ძეს რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში სდებს ბრალს.

თა­ვად წი­თე­ლაშ­ვი­ლი სა­ი­დუმ­ლო ობი­ექ­ტებ­ზე ყოფ­ნას უარ­ყოფს: "მე სა­ი­დუმ­ლო ობი­ექ­ტებ­ზე არ ვყო­ფილ­ვარ და შე­სა­ბა­მი­სად, არც გა­და­ღე­ბა და არც ჩა­წე­რა არ მი­წარ­მო­ე­ბია. მე ვი­ყა­ვი თე­ლე­თის მთა­ზე, სა­დაც გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სო­ბის დროს გიგი კა­ლან­და­ძეს გა­დაყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­და მო­პა­რუ­ლი ტექ­ნი­კა. მზად ვარ ვი­თა­ნამ­შრომ­ლო პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან და მი­ვა­წო­დო ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მო­პა­რულ თან­ხებ­თან, რო­მე­ლიც მო­ი­პა­რა სა­ა­კაშ­ვილ­მა, კე­ზე­რაშ­ვილ­მა, ახა­ლა­ი­ამ, კა­ლან­და­ძემ და ა.შ.".

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, თინა ხი­და­შე­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­სა და აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი­სად­მი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წვდო­მის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვის დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია და გა­მო­ძი­ე­ბა მა­შინ­ვე უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო.

"მე არ ვიცი ვინ ვის რას უგ­ზავ­ნი­და. ვიცი ის, რომ იყო კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა. ამ ადა­მი­ან­მა (გო­დერ­ძი ორ­მო­ცა­ძე) თა­ვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­და­ა­მე­ტა. ის მუ­შა­ობ­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში და მას არა­ვი­თა­რი უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ან ნე­ბის­მი­ე­რი მან­ქა­ნით სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებ­ზე მი­ეყ­ვა­ნა გა­რე­შე პირი, ვინც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ის, სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს იმ პი­რის სა­ხე­ლი და გვა­რი... ჩემი აზ­რით, გა­მო­ძი­ე­ბა მა­შინ­ვე უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. ეს ამ­ბა­ვი ახა­ლი არ არის, თქვენ გა­ი­გეთ გუ­შინ, თო­რემ ამის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა უკვე ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია იცი­ან".

ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი, სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი:

- აგ­ვის­ტოს ომის შემ­დგომ მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­წყო თავ­დაც­ვი­თი ზღუ­დე­ე­ბის აგე­ბა თბი­ლი­სი­დან რო­გორც და­სავ­ლეთ, ისე სამ­ხრეთ - გო­რის, მცხე­თი­სა და თე­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თვი­თონ ეს მშე­ნებ­ლო­ბე­ბი იმ დო­ნის იყო, რომ ად­ვი­ლად ფიქ­სირ­დე­ბო­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზი­და­ნაც და მა­შინ­ვე ბევ­რი და­ინ­ტე­რეს­და თუ რა შენ­დე­ბო­და. კოს­მო­სუ­რი დაზ­ვერ­ვის გარ­და, Google Map-შიც ხდე­ბა ამ ტე­რი­ტო­რი­ის ფო­ტო­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბა, მოკ­ლედ, იმის თქმა, რომ ეს გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა იყო, ძნე­ლია, რად­გან და­ინ­ტე­რეს­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის, იქ­ნე­ბო­და ეს უცხო ქვეყ­ნის დაზ­ვერ­ვა თუ უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე, კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი ცნო­ბი­ლი იყო. ის, თუ სად არის ეს ზღუ­დე­ე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლი, სა­ი­დუმ­ლოს არ წარ­მო­ად­გენ­და.

შე­იძ­ლე­ბა სა­ი­დუმ­ლოს წარ­მო­ად­გენ­დეს ის ფაქ­ტი, თუ რო­გორ არის ეს შე­ნო­ბა შიგ­ნი­დან მო­წყო­ბი­ლი, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დაც­ვის ზღუ­დე­ე­ბის ეს ობი­ექ­ტე­ბი და­უმ­თავ­რე­ბე­ლია და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი არ არის.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­თა­და­რი­გო მარ­თვის პუნ­ქტებს, თა­ვის დრო­ზე მისი ად­გი­ლი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო, ახ­ლაც ასე ით­ვლე­ბა, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ ამ ეტაპ­ზე არც ეს წარ­მო­ად­გენს დიდ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას.

გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"შეიძლება ეს იმ ძალების პოლიტიკური თამაშია, რომელთაც აგვისტოს ომის დროს დანაშაული აქვთ ჩადენილი" - სამხედრო საიდუმლო მართლაც გამჟღავნდა?

"შეიძლება ეს იმ ძალების პოლიტიკური თამაშია, რომელთაც აგვისტოს ომის დროს დანაშაული აქვთ ჩადენილი" - სამხედრო საიდუმლო მართლაც გამჟღავნდა?

რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. ამაში კი კალანდაძე პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილს ადანაშაულებს.

მისი თქმით, წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო.

საიდუმლო ობიექტები წითელაშვილმა ფირზე გადაიღო. გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროებმა კალანდაძის ინფორმაცით, მიაწოდეს ინფორმაცია ზემდგომებს, თუმცა მინისტრმა საბოლოოდ აღნიშნულის გამოძიება არ დაიწყო, რის გამოც კალანდაძე ჯანელიძეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს.

თავად წითელაშვილი საიდუმლო ობიექტებზე ყოფნას უარყოფს: "მე საიდუმლო ობიექტებზე არ ვყოფილვარ და შესაბამისად, არც გადაღება და არც ჩაწერა არ მიწარმოებია. მე ვიყავი თელეთის მთაზე, სადაც გენერალური შტაბის უფროსობის დროს გიგი კალანდაძეს გადაყვანილი ჰყავდა მოპარული ტექნიკა. მზად ვარ ვითანამშრომლო პროკურატურასთან და მივაწოდო ის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია მოპარულ თანხებთან, რომელიც მოიპარა სააკაშვილმა, კეზერაშვილმა, ახალაიამ, კალანდაძემ და ა.შ.".

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებასა და აღნიშნული ინფორმაციებისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცავებისთვის დიდი ხანია ცნობილია და გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო.

"მე არ ვიცი ვინ ვის რას უგზავნიდა. ვიცი ის, რომ იყო კანონის დარღვევა. ამ ადამიანმა (გოდერძი ორმოცაძე) თავის უფლებამოსილებას გადაამეტა. ის მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში და მას არავითარი უფლება არ ჰქონდა სამსახურებრივი ან ნებისმიერი მანქანით სამხედრო ობიექტებზე მიეყვანა გარეშე პირი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, საერთოდ არ მაინტერესებს იმ პირის სახელი და გვარი... ჩემი აზრით, გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო. ეს ამბავი ახალი არ არის, თქვენ გაიგეთ გუშინ, თორემ ამის შესახებ სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე ძალიან დიდი ხანია იციან".

ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი:

- აგვისტოს ომის შემდგომ მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო თავდაცვითი ზღუდეების აგება თბილისიდან როგორც დასავლეთ, ისე სამხრეთ - გორის, მცხეთისა და თელეთის მიმართულებით. თვითონ ეს მშენებლობები იმ დონის იყო, რომ ადვილად ფიქსირდებოდა საავტომობილო გზიდანაც და მაშინვე ბევრი დაინტერესდა თუ რა შენდებოდა. კოსმოსური დაზვერვის გარდა, Google Map-შიც ხდება ამ ტერიტორიის ფოტოების განახლება, მოკლედ, იმის თქმა, რომ ეს გასაიდუმლოებული მშენებლობა იყო, ძნელია, რადგან დაინტერესბული პირებისთვის, იქნებოდა ეს უცხო ქვეყნის დაზვერვა თუ უბრალო მოქალაქე, კოორდინატები ცნობილი იყო. ის, თუ სად არის ეს ზღუდეები განლაგებული, საიდუმლოს არ წარმოადგენდა.

შეიძლება საიდუმლოს წარმოადგენდეს ის ფაქტი, თუ როგორ არის ეს შენობა შიგნიდან მოწყობილი, რას ემსახურება, თუმცა არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ზღუდეების ეს ობიექტები დაუმთავრებელია და განსაკუთრებული ტექნიკით აღჭურვილი არ არის.

რაც შეეხება სათადარიგო მართვის პუნქტებს, თავის დროზე მისი ადგილი გასაიდუმლოებული იყო, ახლაც ასე ითვლება, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე არც ეს წარმოადგენს დიდ საიდუმლოებას.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."