სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად საგამოფენო ცენტრში გაიხადეს

სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად საგამოფენო ცენტრში გაიხადეს

სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად გაიხადეს. როგორც AMBEBI.GE-ს აკადემიის ერთ-ერთი სტუდენტი უყვება, ინციდენტი აკადემიის მეოთხე კურსის ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტების ბაკალავრის დიპლომის დაცვის დღეს მოხდა. ღონისძიება "ქარვასლის" საგამოფენო ცენტრში მიმდინარეობდა.

"დიპლომის "დაცვას" ესწრებოდა სტუდენტების ჯგუფი, დაინტერესებული დამოუკიდებელი პირები, ჟიურის წევრები: რექტორი, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, აკადემიის "პროფესორ-ლექტორები".

ჩემი ერთ ერთი მეგობარი, რომელიც "იცავდა" დიპლომს დაიძრა პრეზენტატორებისთვის განკუთვნილი ადგილისკენ, ამ დროს გია გუგუშვილმა (აკადემიის რექტორი) უხმო მას თავისთან და უთხრა: "მოგცემ ტაქსის ფულს, წადი სახლში და შარვალი ჩაიცვი" (ჩემს მეგობარს "შორტი" ეცვა). აღნიშნულმა სტუდენტმა, პროტესტის ნიშნად დატოვა სივრცე. რამდენიმე სტუდენტი შეუერთდა მის პროტესტს და დატოვეს დარბაზი მასთან ერთად. რამდენიმე წუთში სივრცეში დაბრუნდა ორი სტუდენტი, საცვლებით და ფეხსაცმლებით.

ეს იყო მყისიერი პროტესტი ამ კონკრეტულ და ზოგადად აკადემიაში მიმდინარე მარაზმატიკულ, არაჯანსაღ პროცესებთან დაკავშირებით. ეს იყო აგრეთვე სოლიდარობა ჩემი მეგობრის მიმართ. უნდა დასრულდეს აკადემიის დღევანდელი სახით არსებობა. უმოკლეს დროში მოყვეს ამ ფაქტს ფართო და ადეკვატური გამოხმაურება ქართული საზოგადოების მხრიდან" - ამბობს აკადემიის სტუდენტი, რომელმაც "შიშველი პერფორმანსის" ამსახველი კადრები palitratv.ge-ს მიაწოდა.

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE

დიდთოვლობის გამო ვერტმფრენის სადგომი ჩაინგრა - ფოტოები ბახმაროდან, სადაც 3-მეტრამდე თოვლია

მეუფე ნიკოლოზი - " მოვემზადოთ ქრისტესთან შესახვედრად... უნდა ვიჩქაროთ, უნდა მოვაგროვოთ კეთილი საქმეები"

პატრიარქი - "შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მსოფლიოს მოედო, საქართველოში არ არის..."