პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-მა შსს-ს მიმართა, ვალერი კვარაცხელიას მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები გაატაროს
სუს-მა შსს-ს მიმართა, ვალერი კვარაცხელიას მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები გაატაროს

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თავს, "სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს" მიერ და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან შე­საძ­ლოა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს კო­მუ­ნის­ტუ­რი ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სიმ­ბო­ლი­კა, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­როს.

რო­გორც სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სუს-ის კო­მი­სია "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქარ­ტია" მი­მარ­თავს ასე­ვე "სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სა­ქარ­თვე­ლო"-ს თავ­მჯდო­მა­რეს, ვა­ლე­რი კვა­რა­ცხე­ლი­ას, რათა სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში არ და­უშ­ვას და აღ­მო­ფხვრას კო­მუ­ნის­ტუ­რი ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სიმ­ბო­ლი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზო­მე­ბი.

"სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში არ­სე­ბულ­მა კო­მი­სი­ამ, "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქარ­ტი­ამ", სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, 2016 წლის 4 აგ­ვის­ტოს ქა­ლაქ თე­ლავ­ში ააიპ "სა­ხალ­ხო

მოძ­რა­ო­ბა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სა­ქარ­თვე­ლო"-ს მიერ და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან შე­საძ­ლოა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს კო­მუ­ნის­ტუ­რი ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სიმ­ბო­ლი­კა. კო­მი­სია მი­მარ­თავს შსს-ს, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ("თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქარ­ტია") მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უზ­რუნ­ველ­ყოს კო­მუ­ნის­ტუ­რი ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის სა­ფუძ­ვლე­ბის გაღ­ვი­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­სა­ბა­მი­სი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და მი­ი­ღოს სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბი. კო­მი­სი­ამ ასე­ვე გა­უგ­ზავ­ნა მი­მარ­თვა ააიპ "სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სა­ქარ­თვე­ლო"-ს თავ­მჯდო­მა­რე ვა­ლე­რი კვა­რა­ცხე­ლი­ას, რათა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის, "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქარ­ტი­ის" მე-7 მუხ­ლის მე-6 პუნ­ქტის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში არ და­უშ­ვას და აღ­მო­ფხვრას კო­მუ­ნის­ტუ­რი ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სიმ­ბო­ლი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით

გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზო­მე­ბი", - ნათ­ქვა­მია სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სუს-მა შსს-ს მიმართა, ვალერი კვარაცხელიას მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები გაატაროს

სუს-მა შსს-ს მიმართა, ვალერი კვარაცხელიას მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები გაატაროს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, "სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს" მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სადაც ორგანიზაციის მხრიდან შესაძლოა გამოყენებული იყოს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა, პრევენციული ღონისძიებები გაატაროს.

როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სუს-ის კომისია "თავისუფლების ქარტია" მიმართავს ასევე "სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო"-ს თავმჯდომარეს, ვალერი კვარაცხელიას, რათა საჯარო ღონისძიებაში არ დაუშვას და აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებულმა კომისიამ, "თავისუფლების ქარტიამ", საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წერილობით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2016 წლის 4 აგვისტოს ქალაქ თელავში ააიპ "სახალხო

მოძრაობა სოციალისტური საქართველო"-ს მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სადაც ორგანიზაციის მხრიდან შესაძლოა გამოყენებული იყოს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა. კომისია მიმართავს შსს-ს, საქართველოს კანონმდებლობის ("თავისუფლების ქარტია") მიზნებიდან გამომდინარე უზრუნველყოს კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და მიიღოს სათანადო ზომები. კომისიამ ასევე გაუგზავნა მიმართვა ააიპ "სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო"-ს თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელიას, რათა საქართველოს კანონის, "თავისუფლების ქარტიის" მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საჯარო ღონისძიებაში არ დაუშვას და აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით

გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ