პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გოგოს გამო თავს არ მოიკლავდა, ზღვაში გული გაუსკდა!" - რამ შეიწირა 19 წლის დათა მღებრიშვილი
"გოგოს გამო თავს არ მოიკლავდა, ზღვაში გული გაუსკდა!" - რამ შეიწირა 19 წლის დათა მღებრიშვილი

"სიყ­ვა­რუ­ლი" - 19 წლის დათა მღებ­რიშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ ფო­ტოს ეს სი­ტყვა და­ა­წე­რა. სამ­წუ­ხა­როდ, ეს მისი უკა­ნას­კნე­ლი ფოტო აღ­მოჩ­ნდა. სუ­რა­თი 25 ივ­ნისს ბა­თუ­მი­და­ნაა ატ­ვირ­თუ­ლი. დათა იქ ის­ვე­ნებ­და. იმ დღი­დან მას ახ­ლობ­ლე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ეძებ­დნენ, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ მისი ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა ბა­თუმ­ში, ზღვა­ში დამ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­ით, დათა მღებ­რიშ­ვილ­მა თავი მო­იკ­ლა. ამას მისი ახ­ლობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი გა­მო­რი­ცხა­ვენ და ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ის უბე­დურ შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა. და­თას მე­გობ­რე­ბის თქმით, ექ­სპერ­ტი­ზით დად­გინ­და, რომ მას წყალ­ში გული გა­უს­კდა და სწო­რედ ამის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლის მე­გობ­რე­ბი ჟურ­ლან "სარ­კეს" ესა­უბრნენ.

იხი­ლეთ ვი­დეო| "მე წა­ვალ მალე, დარ­ჩე­ბი მარ­ტო" - დათა მღებ­რიშ­ვი­ლის უკა­ნას­კნე­ლი ლექ­სი

თამო, და­თას მე­გო­ბა­რი: და­თას ერთი წელი ვიც­ნობ­დი. ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი, თბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. გარ­თო­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ხში­რად არ ვნა­ხუ­ლობ­დი, რად­გან ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და, თუმ­ცა ყვე­ლას­თვის სა­თა­ნა­დოდ ანა­წი­ლებ­და დროს. სულ უნ­დო­და, მე­ლა­პა­რა­კა, ღამე გვი­ან და­მი­რე­კავ­და ხოლ­მე, თამო, მე­ლა­პა­რა­კეო.

- რა იცით, რა შე­ემ­თხვა და­თას?

- ზღვა­ში შე­ვი­და და, რო­გორც ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, გული გა­უს­კდა. ცურ­ვა არ იცო­და, თან ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო.

- ამ­ბო­ბენ, შე­საძ­ლოა თავი მო­იკ­ლაო. "ფე­ის­ბუქ­ზე" თა­ვი­სი ფო­ტოც აქვს და­დე­ბუ­ლი, რო­მელ­საც აწე­რია _ "სიყ­ვა­რუ­ლი". ბევ­რს გა­უჩ­ნა ეჭვი, რომ წი­ნას­წარ გეგ­მავ­და ამას...

- არ ვიცი, არ მინ­და ის ვი­ფიქ­რო, რა­საც ყვე­ლა ფიქ­რობს. და­თას იმ­დე­ნად უყ­ვარ­და ცხოვ­რე­ბა, მე­გობ­რე­ბი, გარ­თო­ბა, არ მგო­ნია ეს გან­ზრახ გა­ე­კე­თე­ბი­ნა ან შე­იძ­ლე­ბა არ მინ­და, მე­გო­ნოს.

- რამე პრობ­ლე­მა ხომ არ ჰქონ­და თქვენს მე­გო­ბარს?

- არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი ჰყავს, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყო ყვე­ლაფ­რით.

- ვინ არი­ან მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი?

- დედა, მამა და ორი უფ­რო­სი და. სახ­ლი­დან ყო­ველ დი­ლით ისე არ გა­ვი­ო­და, დე­დის­თვის რომ არ ეკოც­ნა, არ დამ­შვი­დო­ბე­ბო­და. არა­ვინ ფიქ­რობს იმა­ზე, რომ ეს და­თამ გან­ზრახ ჩა­ი­დი­ნა.

და­თას მე­გო­ბა­რი: მე და დათა მე­სა­მე კლა­სი­დან ერ­თად მოვ­დი­ო­დით. ფაქ­ტობ­რი­ვად სულ ერ­თად ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან სხვა­ნა­ი­რი იყო, ყვე­ლაფ­რის თქმა პირ­და­პირ იცო­და.

მამა თე­ი­მუ­რა­ზის მრევ­ლი იყო. მამა თე­ი­მუ­რა­ზი ახლა ძა­ლი­ან ცუ­და­დაა. მათ ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, მო­ძღვა­რი ყვე­ლა­ნა­ი­რად ედგა გვერ­დში. ერთი პე­რი­ო­დი დათა სტი­ქა­რო­სა­ნიც იყო. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია თით­ქოს და­თამ გო­გოს გამო მო­იკ­ლა თავი. ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ თავი კი არ მო­იკ­ლა, გული გა­უს­კდა. მით უმე­ტეს, გო­გოს გამო თავს არ მო­იკ­ლავ­და.

ეკა ლე­მონ­ჯა­ვა

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"გოგოს გამო თავს არ მოიკლავდა, ზღვაში გული გაუსკდა!" - რამ შეიწირა 19 წლის დათა მღებრიშვილი

"გოგოს გამო თავს არ მოიკლავდა, ზღვაში გული გაუსკდა!" - რამ შეიწირა 19 წლის დათა მღებრიშვილი

"სიყვარული" - 19 წლის დათა მღებრიშვილმა "ფეისბუქში" საკუთარ ფოტოს ეს სიტყვა დააწერა. სამწუხაროდ, ეს მისი უკანასკნელი ფოტო აღმოჩნდა. სურათი 25 ივნისს ბათუმიდანაა ატვირთული. დათა იქ ისვენებდა. იმ დღიდან მას ახლობლები და ოჯახის წევრები ეძებდნენ, მაგრამ უშედეგოდ. რამდენიმე დღის შემდეგ მისი ცხედარი მაშველებმა ბათუმში, ზღვაში დამხრჩვალი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციიით, დათა მღებრიშვილმა თავი მოიკლა. ამას მისი ახლობლები და მეგობრები გამორიცხავენ და ვარაუდობენ, რომ ის უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. დათას მეგობრების თქმით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ მას წყალში გული გაუსკდა და სწორედ ამის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილის მეგობრები ჟურლან "სარკეს" ესაუბრნენ.

იხილეთ ვიდეო| "მე წავალ მალე, დარჩები მარტო" - დათა მღებრიშვილის უკანასკნელი ლექსი

თამო, დათას მეგობარი: დათას ერთი წელი ვიცნობდი. ძალიან მხიარული, თბილი ადამიანი იყო. გართობა ძალიან უყვარდა. ხშირად არ ვნახულობდი, რადგან ბევრი მეგობარი ჰყავდა, თუმცა ყველასთვის სათანადოდ ანაწილებდა დროს. სულ უნდოდა, მელაპარაკა, ღამე გვიან დამირეკავდა ხოლმე, თამო, მელაპარაკეო.

- რა იცით, რა შეემთხვა დათას?

- ზღვაში შევიდა და, როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, გული გაუსკდა. ცურვა არ იცოდა, თან ნასვამ მდგომარეობაში იყო.

- ამბობენ, შესაძლოა თავი მოიკლაო. "ფეისბუქზე" თავისი ფოტოც აქვს დადებული, რომელსაც აწერია _ "სიყვარული". ბევრს გაუჩნა ეჭვი, რომ წინასწარ გეგმავდა ამას...

- არ ვიცი, არ მინდა ის ვიფიქრო, რასაც ყველა ფიქრობს. დათას იმდენად უყვარდა ცხოვრება, მეგობრები, გართობა, არ მგონია ეს განზრახ გაეკეთებინა ან შეიძლება არ მინდა, მეგონოს.

- რამე პრობლემა ხომ არ ჰქონდა თქვენს მეგობარს?

- არანაირი პრობლემა არ ჰქონია. არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს, უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით.

- ვინ არიან მისი ოჯახის წევრები?

- დედა, მამა და ორი უფროსი და. სახლიდან ყოველ დილით ისე არ გავიოდა, დედისთვის რომ არ ეკოცნა, არ დამშვიდობებოდა. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ეს დათამ განზრახ ჩაიდინა.

დათას მეგობარი: მე და დათა მესამე კლასიდან ერთად მოვდიოდით. ფაქტობრივად სულ ერთად ვიყავით. ძალიან სხვანაირი იყო, ყველაფრის თქმა პირდაპირ იცოდა.

მამა თეიმურაზის მრევლი იყო. მამა თეიმურაზი ახლა ძალიან ცუდადაა. მათ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, მოძღვარი ყველანაირად ედგა გვერდში. ერთი პერიოდი დათა სტიქაროსანიც იყო. გავრცელდა ინფორმაცია თითქოს დათამ გოგოს გამო მოიკლა თავი. ეს გამორიცხულია. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ თავი კი არ მოიკლა, გული გაუსკდა. მით უმეტეს, გოგოს გამო თავს არ მოიკლავდა.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

"ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი თქვენი სიყვარულია, ვიყო, ყოველთვის მიგულეთ თქვენ სამსახურში" - რას წერს იუბილარი კალაძე "ფეისბუქზე"?

ხვალ საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

"საია-ში სტუდენტებს ვარჩევდით სტაჟირებაზე და თინიც ასე მოვიდა... მომეწონა, შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა" - კახა კოჟორიძე ოჯახზე, პოლიტიკასა და პროფესიაზე