პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფინალში სამი ძლიერი სპორტსმენია. ღირსეული მეტოქეები არიან, მაგრამ ოქროს მედალის ჩამოტანისთვის ვიბრძოლებ"
"ფინალში სამი ძლიერი სპორტსმენია. ღირსეული მეტოქეები არიან, მაგრამ ოქროს მედალის ჩამოტანისთვის ვიბრძოლებ"

"სა­ნამ ლი­ცენ­ზი­ას მო­ვი­პო­ვებ­დი, იყო ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, სა­დაც ვი­ყა­ვი, და­ვა­ფიქ­სი­რე ჩემი შე­დე­გი და რომ ჩა­მო­ვე­დი, ერთი თვე არ იყო გა­სუ­ლი, და­მი­რე­კეს და მი­თხრეს რომ პა­რა­ლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა მო­ვი­პო­ვე. თან იმ დღეს და­ბა­დე­ბის დღე მქონ­და და სა­ჩუ­ქა­რი გა­მი­კე­თეს" - იხ­სე­ნებს მო­ცუ­რა­ვე ლიკა ჩა­ჩი­ბა­ია და სა­კუ­თა­რი სპორ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე სა­უ­ბა­რი უჭირს. სულ რა­ღაც 5-6 თვეა, რაც ცუ­რავს და უკვე რიოს 2016 წლის ზა­ფხუ­ლის პა­რა­ლიმ­პი­ა­და­ზე წა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბა - ის ზა­ფხუ­ლის პა­რა­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის მო­ნა­წი­ლეა.

"დიდი ხანი არ არის რაც ვცუ­რავ, და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 თვეა. რო­გორც მი­თხრეს, ამ დრო­ში ძა­ლი­ან დიდ შე­დე­გებს მი­ვაღ­წიე. ახლა სა­დაც მივ­დი­ვარ მე­ტო­ქე­ე­ბი ძლი­ე­რი მყავს. არი­ან სპორ­ტსმე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცუ­რა­ვენ 20-25 წელი. მე კი ახალ­ბე­და სპორ­ტსმე­ნი ვარ. ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია ასეთ მე­ტო­ქე­ებ­თან ბრძო­ლა. მთა­ვა­რია, რომ გავ­დი­ვარ პა­რა­ლიმ­პი­ა­და­ზე, რაც სპორ­ტში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მო­ტი­ვა­ცია მა­ღა­ლი მაქვს - ვა­პი­რებ ბრძო­ლა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვი­ხარ­ჯო. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მივ­დი­ვარ და უნდა და­ვიც­ვა მისი სა­ხე­ლი. შე­დე­გი რო­გო­რიც უნდა იყოს, გა­ვარგრძე­ლებ ცურ­ვას და საპ­რი­ზო­ზეც გა­ვალ. ამის­თვის, ალ­ბათ 10 წელი დამ­ჭირ­დე­ბა", - ამ­ბობს ლიკა ჩა­ჩი­ბა­ია AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

არა­ნაკ­ლე­ბი ემო­ცი­ით სა­უბ­რობს ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი, ძი­უ­დო­ის­ტი ზვი­ად გო­გო­ჭუ­რი სა­კუ­თარ სპორ­ტულ მიღ­წე­ვებ­ზე. რომ არა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და მონ­დო­მე­ბა, ალ­ბათ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და ორი შვი­ლის მა­მას სა­კუ­თა­რი დრო­ის უდი­დე­სი ნა­წი­ლის ვარ­ჯი­შის­თვის დათ­მო­ბა.

"2015 წელს კო­რე­ა­ში გა­ი­მარ­თა მსოფ­ლიო ჩემ­პო­ი­ო­ნა­ტი, მხედ­ვე­ლო­ბა­დაქ­ვე­ი­თე­ბულ­თა პა­რა­ლიმ­პი­ურ სა­ხე­ო­ბა ძი­უ­დო­ში ვი­ას­პა­რე­ზე. აქ მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პირ­ვე­ლად. ახლა ვემ­ზა­დე­ბი. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ რიოს პა­რა­ო­ლიმ­პი­ა­და­ზე ოქ­როს მე­და­ლი მო­ვი­პო­ვო. დიდი დატ­ვირ­თვაა. დიდი ძა­ლის­ხმე­ვაა სა­ჭი­რო, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წიო. დღე­შო სამ­ჯე­რა­დი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ვარ­ჯი­შე­ბი მაქვს. მთელ დროს ვარ­ჯიშს ვუთ­მობ. მძი­მე ვარ­ჯი­შე­ბია. ყვე­ლა­ფერს მო­წყვე­ტი­ლი ვარ, მათ შო­რის ოჯახ­საც. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი სპორ­ტსმე­ნი ვარ, 90 კგ-იან კა­ტე­გო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც პა­რა­ო­ლიმ­პი­ურ ძი­უ­დო­ზე იბ­რძო­ლებს. ფი­ნალ­ში სამი ძლი­ე­რი სპორ­ტსმე­ნია. ღირ­სე­უ­ლი მე­ტო­ქე­ე­ბი არი­ან, მაგ­რამ ოქ­როს მე­და­ლის ჩა­მო­ტა­ნის­თვის ვიბ­რძო­ლებ", - ამ­ბობს ზვი­ად გო­გო­ჭუ­რი.

ქარ­თვე­ლი პა­რა­ლიმ­პი­ე­ლე­ბი ზვი­ად გო­გო­ჭუ­რი და მო­ცუ­რა­ვე ლია ჩა­ჩი­ბა­ია რიოს 2016 წლის ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ა­და­ზე კომ­პა­ნია BP-ის მხარ­და­ჭე­რით გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან.

"ჩვე­ნი პირ­ვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შედ­გა მა­შინ, რო­დე­საც ლონ­დონ­ში 2012 წლის ოლიმ­პი­ა­და გა­ი­მარ­თა. მა­შინ BP-მ ხელი მო­ა­წე­რა პა­რა­ლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­თან პარტნი­ო­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში და, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში. პა­რა­ლიმ­პი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა თა­ვის­თა­ვად არის წინსვლის­კენ სწრაფ­ვის სტი­მუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და BP-ის მი­აჩ­ნია, რომ ის ში­ნა­გა­ნი ენერ­გია, რო­მე­ლიც პა­რას­პორ­ტსმე­ნებს აქვთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი ეფექ­ტის მქო­ნეა", - ამ­ბობს BP-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი თა­მი­ლა ჩანტლა­ძე და დას­ძენს, რომ BP-ის მხარ­და­ჭე­რის მო­ტი­ვი იმ წინსვლის, წარ­მა­ტე­ბის­კენ სწრაფ­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა, რომ­ლე­ბიც პა­რა­ლიმ­პი­ელ სპორ­ტსმე­ნებ­შია.

სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში BP-ის დი­რექ­ტო­რი, გია ღვა­ლა­ძე რიოს თა­მა­შებ­ზე მო­ას­პა­რე­ზე სპორ­ტსმე­ნებ­ზე დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებს:

"კომ­პა­ნია BP მო­ხა­რუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პა­რა­ლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტს 2012 წლი­დან მხარს უჭერს. ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მხარ­ში და­ვუდ­გეთ სპორ­ტსმე­ნებს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­გვარ შე­ქე­ბას იმ­სა­ხუ­რე­ბენ და მი­სა­ბა­ძე­ბი არი­ან. ჩვენ დიდი იმე­დი გვაქვს, რომ ჩვე­ნი ე.წ. ელ­ჩე­ბი წარ­მა­ტე­ბით გა­მოვ­ლენ ოლიმ­პი­ა­და­ზე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, ძი­უ­დო­ის­ტი ოქ­როს მე­დალს ჩა­მო­ი­ტანს. ჩვენ ლონ­დო­ნის პა­რა­ლიმ­პი­ა­და­ზეც მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ პა­რა­ლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტს, რიოს პა­რა­ლიმ­პი­ა­და­ზეც მხარს ვუ­ჭერთ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­მა­ვალ­შიც ასე გა­ვაგ­რძე­ლებთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სხვა ბიზ­ნეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბი­ან და ყვე­ლა ერ­თობ­ლი­ვად შე­უ­წყობს ხელს ამ მოძ­რა­ო­ბას" - აღ­ნიშ­ნავს გია ღვა­ლა­ძე.

2 აგ­ვის­ტოს თბი­ლი­სის პა­რას­პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრში ზვი­ად გო­გო­ჭურს და ლიკა ჩა­ჩი­ბა­ი­ას თბი­ლი­სის მერი და­ვით ნარ­მა­ნია, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი, მე­რი­ის გა­ან­თლე­ბის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რულ საქ­მე­თა სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ირაკ­ლი გვი­ლა­ვა, კომ­პა­ნია BP-ის დი­რექ­ტო­რი სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში, გია ღვა­ლა­ძე და პა­რას­პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი შალ­ვა მა­ი­სუ­რა­ძე შეხ­ვდნენ.

თბილ­სის მე­რის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას თქმით, დი­დია მო­ლო­დი­ნი, რომ პა­რა­ლიმ­პი­ე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი ქვე­ყა­ნას ღირ­სე­უ­ლად წა­რად­გე­ნენ: "ჩვე­ნი პა­რა­ლიმ­პი­ე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი დღე და ღამე ვარ­ჯი­შო­ბენ იმის­თვის, რომ ასა­ხე­ლონ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ჩვე­ნი ქა­ლა­ქი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ შე­სა­ბა­მი­სი შე­დე­გიც ექ­ნე­ბათ. თი­თო­ე­ულ პა­რა­ლიმ­პი­ელს ჩვე­ნი, სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს და სპონ­სო­რე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა აქვს" - აღ­ნიშ­ნა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ სპორ­ტსმე­ნებ­თან შეხ­ვედ­რი­სას.

სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრმა ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვილ­მა სა­ხელ­მწი­ფო­სა და კერ­ძო სექ­ტო­რის პა­რას­პორ­ტის­თვის მხარ­და­ჭე­რის მნიშ­ვნე­ლო­ბას გა­უს­ვა ხაზი და პა­რა­ლიმ­პი­ე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი და­ა­ფიქ­სი­რა:

"კი­დევ ერთხელ და­ვი­ნა­ხეთ, რომ ჩვენ ვართ ერ­თნი. სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რაა რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს, ასე­ვე კერ­ძო სექ­ტო­რის­გან, რის გა­მოც მათ მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. ვფიქ­რობ, ასე­თი ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით შევ­ძლებთ, რომ ქარ­თვე­ლი პა­რა­ლიმ­პი­ე­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ", - აღ­ნიშ­ნა ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვილ­მა.

თბი­ლი­სის პა­რა­ცენ­ტრი ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ის და­ფი­ნან­სე­ბით აშენ­და და მო­ე­წყო. ის შშმ პი­რებ­ზე სრუ­ლად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი პა­რას­პორ­ტუ­ლი არე­ნაა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ფინალში სამი ძლიერი სპორტსმენია. ღირსეული მეტოქეები არიან, მაგრამ ოქროს მედალის ჩამოტანისთვის ვიბრძოლებ"

"ფინალში სამი ძლიერი სპორტსმენია. ღირსეული მეტოქეები არიან, მაგრამ ოქროს მედალის ჩამოტანისთვის ვიბრძოლებ"

"სანამ ლიცენზიას მოვიპოვებდი, იყო ევროპის ჩემპიონატი პორტუგალიაში, სადაც ვიყავი, დავაფიქსირე ჩემი შედეგი და რომ ჩამოვედი, ერთი თვე არ იყო გასული, დამირეკეს და მითხრეს რომ პარალიმპიადაში მონაწილეობის უფლება მოვიპოვე. თან იმ დღეს დაბადების დღე მქონდა და საჩუქარი გამიკეთეს" - იხსენებს მოცურავე ლიკა ჩაჩიბაია და საკუთარი სპორტული საქმიანობის შესახებ ემოციების გარეშე საუბარი უჭირს. სულ რაღაც 5-6 თვეა, რაც ცურავს და უკვე რიოს 2016 წლის ზაფხულის პარალიმპიადაზე წასასვლელად ემზადება - ის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების მონაწილეა.

"დიდი ხანი არ არის რაც ვცურავ, დაახლოებით 5-6 თვეა. როგორც მითხრეს, ამ დროში ძალიან დიდ შედეგებს მივაღწიე. ახლა სადაც მივდივარ მეტოქეები ძლიერი მყავს. არიან სპორტსმენები, რომლებიც ცურავენ 20-25 წელი. მე კი ახალბედა სპორტსმენი ვარ. ჩემთვის დიდი პატივია ასეთ მეტოქეებთან ბრძოლა. მთავარია, რომ გავდივარ პარალიმპიადაზე, რაც სპორტში ყველაზე მნიშვნელოვანია. მოტივაცია მაღალი მაქვს - ვაპირებ ბრძოლაში მაქსიმალურად დავიხარჯო. საქართველოს სახელით მივდივარ და უნდა დავიცვა მისი სახელი. შედეგი როგორიც უნდა იყოს, გავარგრძელებ ცურვას და საპრიზოზეც გავალ. ამისთვის, ალბათ 10 წელი დამჭირდება", - ამბობს ლიკა ჩაჩიბაია AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

არანაკლები ემოციით საუბრობს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური საკუთარ სპორტულ მიღწევებზე. რომ არა განსაკუთრებული სიყვარული და მონდომება, ალბათ გაუჭირდებოდა ორი შვილის მამას საკუთარი დროის უდიდესი ნაწილის ვარჯიშისთვის დათმობა.

"2015 წელს კორეაში გაიმართა მსოფლიო ჩემპოიონატი, მხედველობადაქვეითებულთა პარალიმპიურ სახეობა ძიუდოში ვიასპარეზე. აქ მივიღე მონაწილეობა პირველად. ახლა ვემზადები. ყველაფერს გავაკეთებ, რომ რიოს პარაოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოვიპოვო. დიდი დატვირთვაა. დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ წარმატებას მიაღწიო. დღეშო სამჯერადი მოსამზადებელი ვარჯიშები მაქვს. მთელ დროს ვარჯიშს ვუთმობ. მძიმე ვარჯიშებია. ყველაფერს მოწყვეტილი ვარ, მათ შორის ოჯახსაც. საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენი ვარ, 90 კგ-იან კატეგორიაში, რომელიც პარაოლიმპიურ ძიუდოზე იბრძოლებს. ფინალში სამი ძლიერი სპორტსმენია. ღირსეული მეტოქეები არიან, მაგრამ ოქროს მედალის ჩამოტანისთვის ვიბრძოლებ", - ამბობს ზვიად გოგოჭური.

ქართველი პარალიმპიელები ზვიად გოგოჭური და მოცურავე ლია ჩაჩიბაია რიოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე კომპანია BP-ის მხარდაჭერით გაემგზავრებიან.

"ჩვენი პირველი თანამშრომლობა შედგა მაშინ, როდესაც ლონდონში 2012 წლის ოლიმპიადა გაიმართა. მაშინ BP-მ ხელი მოაწერა პარალიმპიურ კომიტეტთან პარტნიორობის ხელშეკრულებას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში. პარალიმპიური მოძრაობა თავისთავად არის წინსვლისკენ სწრაფვის სტიმული საზოგადოებაში და BP-ის მიაჩნია, რომ ის შინაგანი ენერგია, რომელიც პარასპორტსმენებს აქვთ, საზოგადოებისთვის მასტიმულირებელი ეფექტის მქონეა", - ამბობს BP-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამილა ჩანტლაძე და დასძენს, რომ BP-ის მხარდაჭერის მოტივი იმ წინსვლის, წარმატებისკენ სწრაფვისა და განვითარების ხელშეწყობაა, რომლებიც პარალიმპიელ სპორტსმენებშია.

საგარეო ურთიერთობების საკითხებში BP-ის დირექტორი, გია ღვალაძე რიოს თამაშებზე მოასპარეზე სპორტსმენებზე დიდ იმედებს ამყარებს:

"კომპანია BP მოხარულია, რომ საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს 2012 წლიდან მხარს უჭერს. ეს არის შესაძლებლობა, მხარში დავუდგეთ სპორტსმენებს, რომლებიც ყოველგვარ შექებას იმსახურებენ და მისაბაძები არიან. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ე.წ. ელჩები წარმატებით გამოვლენ ოლიმპიადაზე. დარწმუნებული ვართ, ძიუდოისტი ოქროს მედალს ჩამოიტანს. ჩვენ ლონდონის პარალიმპიადაზეც მხარი დავუჭირეთ პარალიმპიურ კომიტეტს, რიოს პარალიმპიადაზეც მხარს ვუჭერთ და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. კარგი იქნება, თუ სხვა ბიზნეს ორგანიზაციებიც შემოგვიერთდებიან და ყველა ერთობლივად შეუწყობს ხელს ამ მოძრაობას" - აღნიშნავს გია ღვალაძე.

2 აგვისტოს თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ზვიად გოგოჭურს და ლიკა ჩაჩიბაიას თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მერიის გაანთლების, სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, კომპანია BP-ის დირექტორი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, გია ღვალაძე და პარასპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი შალვა მაისურაძე შეხვდნენ.

თბილსის მერის, დავით ნარმანიას თქმით, დიდია მოლოდინი, რომ პარალიმპიელი სპორტსმენები ქვეყანას ღირსეულად წარადგენენ: "ჩვენი პარალიმპიელი სპორტსმენები დღე და ღამე ვარჯიშობენ იმისთვის, რომ ასახელონ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი და დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი შედეგიც ექნებათ. თითოეულ პარალიმპიელს ჩვენი, სპორტის სამინისტროს და სპონსორების მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს" - აღნიშნა დავით ნარმანიამ სპორტსმენებთან შეხვედრისას.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარასპორტისთვის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და პარალიმპიელი სპორტსმენების საქმიანობასთან დაკავშირებით სპორტის სამინისტროს პოზიტიური მოლოდინები დააფიქსირა:

"კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩვენ ვართ ერთნი. სრული მხარდაჭერაა როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორისგან, რის გამოც მათ მინდა მადლობა გადავუხადო. ვფიქრობ, ასეთი ერთობლივი მუშაობით შევძლებთ, რომ ქართველი პარალიმპიელები განსაკუთრებით წარმატებულები იყვნენ", - აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

თბილისის პარაცენტრი ქალაქ თბილისის მერიის დაფინანსებით აშენდა და მოეწყო. ის შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული ერთადერთი პარასპორტული არენაა საქართველოში.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"