კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზესტაფონის ბაზრის მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, მოწილეები კი ხანძრის განზრახ გაჩენას ერთმანეთს აბრალებენ
ზესტაფონის ბაზრის მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, მოწილეები კი ხანძრის განზრახ გაჩენას ერთმანეთს აბრალებენ

ზეს­ტა­ფო­ნის ე.წ. შავი ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხან­ძრით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ვაჭ­რე­ე­ბი არი­ან შეკ­რე­ბი­ლე­ბი. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იტყო­ბი­ნე­ბა, ისი­ნი ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბას ითხო­ვენ. მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზა­რა­ლის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს.

ცოტა ხნის წინ ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ წუ­ხელ დამ­წვა­რი ობი­ექ­ტის შპს "სა­ირ­ხეს" მე­წი­ლე­ე­ბი და­ვით ხუს­კი­ვა­ძე და ბაზ­რის დი­რექ­ტო­რი ცე­ზარ მაღ­ლა­კე­ლი­ძე. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ხან­ძრის გან­ზრახ გა­ჩე­ნა­ში ერ­თმა­ნეთს სდე­ბენ ბრალს. რო­გორც ირ­კვე­ვა მე­წი­ლე­ებს შო­რის დავა 17 წე­ლია გრძელ­დე­ბა და პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და სა­სა­მარ­თლოს არა ერთ ინ­სტან­ცი­ა­ში სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის მი­უ­ხე­და­ვად, პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა ამ დრომ­დე ვერ მო­ხერ­ხდა.

ხან­ძრის გან­ზრახ გა­ჩე­ნის ვერ­სია აქვთ მო­ვაჭ­რე­ებ­საც. მათი თქმით, ობი­ექ­ტის დი­რექ­ტო­რი ცე­ზარ მაღ­ლა­კე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის გამო რამ­დე­ნი­მე დღის წინ იმუქ­რე­ბო­და, რომ სა­ვაჭ­რო ობი­ექტს გა­დაწ­ვავ­და.

ერთ-ერთი მო­ვაჭ­რე რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ცუ­დად გახ­და და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვა ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ჩა­რე­ვის შე­დე­გად გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ზესტაფონის ბაზრის მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, მოწილეები კი ხანძრის განზრახ გაჩენას ერთმანეთს აბრალებენ

ზესტაფონის ბაზრის მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, მოწილეები კი ხანძრის განზრახ გაჩენას ერთმანეთს აბრალებენ

ზესტაფონის ე.წ. შავი ბაზრის ტერიტორიაზე ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეები არიან შეკრებილები. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იტყობინება, ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მონაწილეების ინფორმაციით, ზარალის საერთო რაოდენობა დაახლოებით 2 მილიონ ლარს შეადგენს.

ცოტა ხნის წინ ბაზრის ტერიტორიაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ წუხელ დამწვარი ობიექტის შპს „საირხეს“ მეწილეები დავით ხუსკივაძე და ბაზრის დირექტორი ცეზარ მაღლაკელიძე. აღნიშნული პირები ხანძრის განზრახ გაჩენაში ერთმანეთს სდებენ ბრალს. როგორც ირკვევა მეწილეებს შორის დავა 17 წელია გრძელდება და პროკურატურასა და სასამართლოს არა ერთ ინსტანციაში სამართლებრივი დავის მიუხედავად, პრობლემის მოგვარება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ხანძრის განზრახ გაჩენის ვერსია აქვთ მოვაჭრეებსაც. მათი თქმით, ობიექტის დირექტორი ცეზარ მაღლაკელიძე აღნიშნული დაპირისპირების გამო რამდენიმე დღის წინ იმუქრებოდა, რომ სავაჭრო ობიექტს გადაწვავდა.

ერთ-ერთი მოვაჭრე რამდენიმე წუთის წინ ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. დაპირისპირებულ მხარეებს შორის ვითარების განმუხტვა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავების ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი