პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნების" გორის მაჟორიტარობის კანდიდატი "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდა
"ქართული ოცნების" გორის მაჟორიტარობის კანდიდატი "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდა

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა, 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტად მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის 2-2 გზის ჩემ­პი­ო­ნი ძი­უ­დო­ში თენ­გიზ ხუ­ბუ­ლუ­რი წა­რად­გი­ნა, ქა­რელ­ში - ასე­ვე ძი­უ­დოს­ტი გი­ორ­გი თოთ­ლა­ძე, ხა­შურ­ში - ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი, კას­პში - ირაკ­ლი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი, ხოლო ქა­ლაქ გორ­ში - იო­სებ მაკ­რა­ხი­ძე.

სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დის მო­ნა­ცე­მე­ბით, იგი ამ­ჟა­მად 3 სა­მე­წარ­მეო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის დი­რექ­ტო­რია - შპს "ებო­ლია", შპს "მათა" და შპს "იმე­დი". გარ­და ამი­სა, იო­სებ მაკ­რა­ხი­ძე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია ინდმე­წარ­მედ, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ა­ში ფლობს სხვა­დას­ხვა ოდე­ნო­ბის წი­ლებს - შპს "იბო­ლია" (40 %), შპს "მათა" (50 %), შპს "რი­კო­თი" (50 %), შპს "ლა­მუ­რი" და სხვა.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯერ კი­დევ 2011 წლის 21 თე­ბერ­ვალს შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ბეჭ­დუ­რი ვერ­სია "ქარ­თლის ხმა" წერ­და, რომ შპს "იბო­ლი­ამ" და მის­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­შინ­დელ მმარ­თველ პარ­ტი­ას - "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" იმ პე­რი­ოდ­ში 50 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით შე­წი­რუ­ლო­ბა გა­და­უ­რი­ცხეს.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა ასე­ვე გა­მო­არ­კვია, რომ იო­სებ და ალექ­სან­დრე მაკ­რა­ხი­ძე­ე­ბი 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­შიც "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყ­ვნენ. კერ­ძოდ, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის პე­რი­ოდ­ში, 2012 წლის 7 ივ­ნისს, იო­სებ მაკ­რა­ხი­ძემ იმ­ჟა­მინ­დელ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ას 25 000 ლარი გა­და­უ­რი­ცხა, ალექ­სან­დრე მაკ­რა­ხი­ძემ კი 8 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით შე­წი­რუ­ლო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მე­ო­რე დღეს იმა­ვე პარ­ტი­ის ან­გა­რიშ­ზე 6 000 ლარი გა­და­რი­ცხა იო­სებ მაკ­რა­ხი­ძის ბიზ­ნეს-პარტნი­ორ­მა ალექ­სი თათ­რიშ­ვილ­მაც (შპს "მათა") იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ქართული ოცნების" გორის მაჟორიტარობის კანდიდატი "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდა

"ქართული ოცნების" გორის მაჟორიტარობის კანდიდატი "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის გორის მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" კანდიდატად მსოფლიოსა და ევროპის 2-2 გზის ჩემპიონი ძიუდოში თენგიზ ხუბულური წარადგინა, ქარელში - ასევე ძიუდოსტი გიორგი თოთლაძე, ხაშურში - ვალერი გელაშვილი, კასპში - ირაკლი მეზურნიშვილი, ხოლო ქალაქ გორში - იოსებ მაკრახიძე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით, იგი ამჟამად 3 სამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორია - შპს "ებოლია", შპს "მათა" და შპს "იმედი". გარდა ამისა, იოსებ მაკრახიძე რეგისტრირებულია ინდმეწარმედ, ასევე რამდენიმე კომპანიაში ფლობს სხვადასხვა ოდენობის წილებს - შპს "იბოლია" (40 %), შპს "მათა" (50 %), შპს "რიკოთი" (50 %), შპს "ლამური" და სხვა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2011 წლის 21 თებერვალს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ბეჭდური ვერსია "ქართლის ხმა" წერდა, რომ შპს "იბოლიამ" და მისმა ხელმძღვანელმა მაშინდელ მმართველ პარტიას - "ნაციონალურ მოძრაობას" იმ პერიოდში 50 000 ლარის ოდენობით შეწირულობა გადაურიცხეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ასევე გამოარკვია, რომ იოსებ და ალექსანდრე მაკრახიძეები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერები იყვნენ. კერძოდ, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, 2012 წლის 7 ივნისს, იოსებ მაკრახიძემ იმჟამინდელ სახელისუფლებო პარტიას 25 000 ლარი გადაურიცხა, ალექსანდრე მაკრახიძემ კი 8 000 ლარის ოდენობით შეწირულობა განახორციელა. მეორე დღეს იმავე პარტიის ანგარიშზე 6 000 ლარი გადარიცხა იოსებ მაკრახიძის ბიზნეს-პარტნიორმა ალექსი თათრიშვილმაც (შპს "მათა") იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა