მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„გაიზიარეთ ჩვენი სამმაგი სიხარული! შუმბას და-ძმების დაბადება უნდა გახაროთ!“ – თბილისის ზოოპარკში მატებაა
„გაიზიარეთ ჩვენი სამმაგი სიხარული! შუმბას და-ძმების დაბადება უნდა გახაროთ!“ – თბილისის ზოოპარკში მატებაა

თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში მა­ტე­ბაა. სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცია მათ ცოტა ხნის წინ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის შემ­დეგ ზო­ო­პარკში პირ­ვე­ლად გაჩ­ნდნენ ლო­მე­ბი.

"და აი, ის დი­ა­დი დღეც დად­გა, როცა ჩვე­ნი შუმ­ბას და-ძმე­ბის და­ბა­დე­ბა უნდა გა­ხა­როთ!

წყლა­დი­დო­ბის შემ­დეგ თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში პირ­ვე­ლად გაგ­ვიჩ­ნდა ლო­მე­ბი!

თეთ­რი ლო­მე­ბი! 3 ცალი! 3 სი­ღუნ­ღუ­ლე! 3 ბუ­თხუ­ზა ბოკ­ვე­რი!კლე­ო­პატ­რას მშო­ბი­ა­რო­ბა გა­ურ­თულ­და, კარ­გა ხანს გვა­ნერ­ვი­უ­ლა.

თა­ნაც, ლო­მის მშო­ბი­ა­რო­ბა ხუმ­რო­ბა საქ­მე ხომ არაა - ვერც ბე­ბი­ა­ქალს მი­ახ­მა­რებ, ვერც აუხ­სნი, რო­დის რა გა­ა­კე­თოს, ვერც პა­ტა­რე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად შეხ­ვალ...

მშო­ბი­ა­რო­ბა მო­სა­ლოდ­ნელ­ზე დიდ­ხანს გაგ­რძელ­და. ბო­ლოს ჩვენ­მა ვე­ტე­ქი­მებ­მა იყო­ჩა­ღეს და აგერ - შე­დე­გიც სა­ხე­ზეა. კლე­ო­პატ­რაც და ბოკ­ვე­რე­ბიც კარ­გად გრძნო­ბენ თავს. დედა მონ­დო­მე­ბით იცავს შვი­ლებს.

ვო­ლი­ერს რომ უახ­ლოვ­დე­ბი, ქუხს და გრგვი­ნავს გა­ლო­მე­ბუ­ლი (აფ­თა­რი რომ ყო­ფი­ლი­ყო, გა­აფ­თრე­ბულს დავ­წერ­დით). ისი­ნი კი­დევ, ციც­ქნე­ბი, და­ღო­ღა­ვენ დე­დის უკან და პა­ტა­რა პი­რებს სა­სა­ცი­ლოდ აფ­ჩე­ნენ დამ­თქნა­რე­ბი­სას.

ამ­ჟა­მად და­ხუ­რულ ვო­ლი­ერ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე დღე­ში დედა ბავ­შვებს გა­რე­თაც გა­მო­იყ­ვანს სა­სე­ირ­ნოდ და მერე ყვე­ლას გექ­ნე­ბათ მათი მო­ნა­ხუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

მა­ნამ­დე კი ამ ფო­ტო­ე­ბით დატ­კბით და გა­ი­ზი­ა­რეთ ჩვე­ნი სამ­მა­გი სი­ხა­რუ­ლი!", - წე­რია ზო­ო­პარ­კის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

„გაიზიარეთ ჩვენი სამმაგი სიხარული! შუმბას და-ძმების დაბადება უნდა გახაროთ!“ – თბილისის ზოოპარკში მატებაა

„გაიზიარეთ ჩვენი სამმაგი სიხარული! შუმბას და-ძმების დაბადება უნდა გახაროთ!“ – თბილისის ზოოპარკში მატებაა

თბილისის ზოოპარკში მატებაა. სასიხარულო ინფორმაცია მათ ცოტა ხნის წინ "ფეისბუქის" გვერდზე გაავრცელეს. როგორც ირკვევა, 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ზოოპარკში პირველად გაჩნდნენ ლომები.

"და აი, ის დიადი დღეც დადგა, როცა ჩვენი შუმბას და-ძმების დაბადება უნდა გახაროთ!

წყლადიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველად გაგვიჩნდა ლომები!

თეთრი ლომები! 3 ცალი! 3 სიღუნღულე! 3 ბუთხუზა ბოკვერი!კლეოპატრას მშობიარობა გაურთულდა, კარგა ხანს გვანერვიულა.

თანაც, ლომის მშობიარობა ხუმრობა საქმე ხომ არაა - ვერც ბებიაქალს მიახმარებ, ვერც აუხსნი, როდის რა გააკეთოს, ვერც პატარების გამოსაყვანად შეხვალ...

მშობიარობა მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს ჩვენმა ვეტექიმებმა იყოჩაღეს და აგერ - შედეგიც სახეზეა. კლეოპატრაც და ბოკვერებიც კარგად გრძნობენ თავს. დედა მონდომებით იცავს შვილებს.

ვოლიერს რომ უახლოვდები, ქუხს და გრგვინავს გალომებული (აფთარი რომ ყოფილიყო, გააფთრებულს დავწერდით). ისინი კიდევ, ციცქნები, დაღოღავენ დედის უკან და პატარა პირებს სასაცილოდ აფჩენენ დამთქნარებისას.

ამჟამად დახურულ ვოლიერში იმყოფებიან. ალბათ რამდენიმე დღეში დედა ბავშვებს გარეთაც გამოიყვანს სასეირნოდ და მერე ყველას გექნებათ მათი მონახულების შესაძლებლობა.

მანამდე კი ამ ფოტოებით დატკბით და გაიზიარეთ ჩვენი სამმაგი სიხარული!", - წერია ზოოპარკის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა საფრთხეს შეიცავს ტორტზე ყუნწიანი მარწყვი - ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს

რატომ დაასახლეს თბილისის ზოოპარკში დათვები და მგლები ერთად - ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს

"ნიღბები და სოციალური დისტანცირება..." - პაატა იმნაძე განმარტავს, რა მოეთხოვებათ მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში