მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამგეობაში გვითხრეს, ნასაკირალში ოპოზიციამ გაიმარჯვა და ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთო" - დაბა ნასაკირალის მთავარი პრობლემა
"გამგეობაში გვითხრეს, ნასაკირალში ოპოზიციამ გაიმარჯვა და ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთო" - დაბა ნასაკირალის მთავარი პრობლემა

დაბა ნა­სა­კი­რა­ლი ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის სი­დი­დით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ეს ის და­ბაა, სა­დაც თით­ქმის ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ში მმარ­თვე­ლი პარ­ტია 80 პრო­ცენ­ტით იმარ­ჯვებ­და. თუმ­ცა, წელს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში, დაბა ნა­სა­კი­რა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უარი უთხრა. რო­გორც ნა­სა­კი­რა­ლის მე­ხუ­თე რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ისი­ნი მხო­ლოდ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ახ­სენ­დე­ბა, და­პი­რე­ბე­ბი­დან კი არა­ფე­რი სრულ­დე­ბა. მათი გან­ცხა­დე­ბით, ნა­სა­კი­რა­ლე­ლე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა ნა­სა­კი­რა­ლის მე­ხუ­თე რა­ი­ონ­ში, სამი მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სახ­ლია, მცხოვ­რებ­ლე­ბი კი მხო­ლოდ ერთი ჭით სარ­გებ­ლო­ბენ. ჭა მათი სა­ცხოვ­რებ­ლი­დან 300 მეტრშია. წყალს ღა­მის 4 სა­ა­თი­დან ეზი­დე­ბი­ან. აქა­უ­რი ქა­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ უწყლო­ბა მათ უამ­რავ პრობ­ლე­მას უქ­მნის - ზა­ფხულ­ში ჭაც შრე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის კი კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია იქ­მნე­ბა.

"ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი და გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მა უწყლო­ბაა. ამ­ხე­ლა რა­ი­ონ­ში არის მხო­ლოდ ერთი ჭა, რო­მელ­ზეც და­მო­კი­დე­ბუ­ლია 20 ოჯა­ხი, და­ახ­ლო­ე­ბით, 50 ადა­მი­ა­ნი. ისიც უკვე დამ­შრა­ლია; სას­მე­ლი, სა­რე­ცხი, მო­სარ­წყა­ვი, და­სა­სუფ­თა­ვე­ბე­ლი... ყვე­ლა­ფერს ამ ჭით ვა­კე­თებთ. წყლის ზიდ­ვით ქან­ცგა­წყვე­ტი­ლებ­მა რო­გორ­ღა უნდა იმუ­შა­ონ? კა­ცე­ბი თურ­ქეთ­ში არი­ან სა­მუ­შა­ოდ. ვინ მოგ­ვეხ­მა­რე­ბა? ჩვე­ნი დილა ღა­მის 4 სა­ა­თი­დან იწყე­ბა - უნდა მო­ი­ტა­ნო წყა­ლი ვედ­რო­ე­ბით, შე­ავ­სო ყვე­ლა ჭურ­ჭე­ლი. შემ­დეგ წა­ი­ღო სა­რე­ცხი და გა­რე­ცხო იმ ჭაზე, სა­ი­და­ნაც სას­მელ წყალს ეზი­დე­ბა ამ­დე­ნი ოჯა­ხი. არაფ­რის დრო აღარ გვრჩე­ბა, რომ სხვა საქ­მი­ა­ნო­ბა შევ­ძლოთ. იმი­ტომ არ მი­ვე­ცით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხმა, რომ, რა­საც დაგვპირ­დნენ, არ გაგ­ვი­კე­თეს. ჩვე­ნი სოფ­ლის გამ­გე­ო­ბა­ში მი­ვე­დით და ასე გვი­თხრეს, აქ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" გა­ი­მარ­ჯვეს და ჩვენ ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, ვერ მოვ­თხოვთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სო. გზა­ზე გრე­ი­დე­რი გა­და­ა­ტა­რეს და ცოტა უკე­თე­სო­ბა არის. ქვე­ყა­ნა რომ მო­ი­ა­როთ, ასეთ უპატ­რო­ნო უბანს ვერ ნა­ხავთ" - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"გამგეობაში გვითხრეს, ნასაკირალში ოპოზიციამ გაიმარჯვა და ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთო" - დაბა ნასაკირალის მთავარი პრობლემა

"გამგეობაში გვითხრეს, ნასაკირალში ოპოზიციამ გაიმარჯვა და ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთო" - დაბა ნასაკირალის მთავარი პრობლემა

დაბა ნასაკირალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სიდიდით გამოირჩევა. ეს ის დაბაა, სადაც თითქმის ყველა არჩევნებში მმართველი პარტია 80 პროცენტით იმარჯვებდა. თუმცა, წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, დაბა ნასაკირალის მოსახლეობამ ხელისუფლებას უარი უთხრა. როგორც ნასაკირალის მეხუთე რაიონში მცხოვრებლები ამბობენ, ხელისუფლებას ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება, დაპირებებიდან კი არაფერი სრულდება. მათი განცხადებით, ნასაკირალელებისთვის რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის მეხუთე რაიონში, სამი მრავალბინიანი სახლია, მცხოვრებლები კი მხოლოდ ერთი ჭით სარგებლობენ. ჭა მათი საცხოვრებლიდან 300 მეტრშია. წყალს ღამის 4 საათიდან ეზიდებიან. აქაური ქალები ამბობენ, რომ უწყლობა მათ უამრავ პრობლემას უქმნის - ზაფხულში ჭაც შრება, მოსახლეობას შორის კი კონფლიქტური სიტუაცია იქმნება.

"ჩვენი ყველაზე დიდი და გადაუჭრელი პრობლემა უწყლობაა. ამხელა რაიონში არის მხოლოდ ერთი ჭა, რომელზეც დამოკიდებულია 20 ოჯახი, დაახლოებით, 50 ადამიანი. ისიც უკვე დამშრალია; სასმელი, სარეცხი, მოსარწყავი, დასასუფთავებელი... ყველაფერს ამ ჭით ვაკეთებთ. წყლის ზიდვით ქანცგაწყვეტილებმა როგორღა უნდა იმუშაონ? კაცები თურქეთში არიან სამუშაოდ. ვინ მოგვეხმარება? ჩვენი დილა ღამის 4 საათიდან იწყება - უნდა მოიტანო წყალი ვედროებით, შეავსო ყველა ჭურჭელი. შემდეგ წაიღო სარეცხი და გარეცხო იმ ჭაზე, საიდანაც სასმელ წყალს ეზიდება ამდენი ოჯახი. არაფრის დრო აღარ გვრჩება, რომ სხვა საქმიანობა შევძლოთ. იმიტომ არ მივეცით ხელისუფლებას ხმა, რომ, რასაც დაგვპირდნენ, არ გაგვიკეთეს. ჩვენი სოფლის გამგეობაში მივედით და ასე გვითხრეს, აქ "ნაციონალებმა" გაიმარჯვეს და ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, ვერ მოვთხოვთ ხელისუფლებასო. გზაზე გრეიდერი გადაატარეს და ცოტა უკეთესობა არის. ქვეყანა რომ მოიაროთ, ასეთ უპატრონო უბანს ვერ ნახავთ" - ამბობს ადგილობრივები.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა