პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოცხადება - მამა გაბრიელმა ფრანგი გი საქართველოში "ჩამოიყვანა" და გაბრიელად მონათლა
გამოცხადება - მამა გაბრიელმა ფრანგი გი საქართველოში "ჩამოიყვანა" და გაბრიელად მონათლა

გი­გაბ­რი­ელ მე­ნუ­ჩი იტალ­იელი ფრა­ნგია, თუმ­ცა, ამ­ბობს, ჩემი ნამ­დვი­ლი სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლო­აო. აპი­რებს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ითხო­ვოს... მე­უღ­ლეც ქარ­თვე­ლი ჰყავს­ - პი­ა­ნის­ტი ლალი ბა­ი­ა­ძე.­ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნია, მაგ­რამ მხო­ლოდ იმი­ტომ არ მო­ნათ­ლუ­ლა,­ რომ ქა­რ­თველ ქალ­თან ჯვა­რი და­ე­წე­რა. ამ­ბობს,­ რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში სას­წა­უ­ლი­ მოხ­და: დიდი ხნის წინ, რო­დე­საც არც კი იცო­და, სად იყო სა­ქარ­თვე­ლო და რა აღმსა­რებ­ლო­ბა ჰქონ­და აქა­ურ­თა­ უმ­რავ­ლე­სო­ბას, ბერი გაბ­რი­ე­ლი გა­მო­ე­ცხა­და. მა­შინ­ ბერი არც წმინ­და­ნად იყო შე­რა­ცხი­ლი და არა­თუ ფრან­გებ­მა, ქარ­თვე­ლებ­მაც თით­ქმის არა­ფე­რი იცოდ­ნენ მის შე­სა­ხებ.

"ზოგ­ჯერ ერ­თბა­შად და­გა­ტყდე­ბა თავს სა­დარ­დე­ლი და სასო წარ­გეკ­ვე­თე­ბა. ასე და­მე­მარ­თა სიყ­მაწ­ვი­ლე­ში - ერ­თმა­ნეთს მი­ე­წყო პრობ­ლე­მე­ბი სამ­სა­ხურ­ში, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში... თით­ქოს გზა არ­სა­ით იყო. ვი­ჯე­ქი შინ, თვალ­მო­უ­შო­რებ­ლად გავ­ყუ­რებ­დი ფან­ჯრი­დან ბაღს და ვგავ­დი ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ოკე­ა­ნის ფსკე­რი­დან­ გა­და­სარ­ჩე­ნად ზე­და­პი­რის­კენ ილ­ტვის და შუქს ვერ ხე­დავს. ერთ დღე­საც, უცებ, ფან­ჯრის მიღ­მა გა­მო­ი­სა­ხა თეთ­რსა­მო­სი­ა­ნი ბერი, გრძე­ლი წვე­რი და სა­ო­ცა­რი თვა­ლე­ბი ჰქონ­და. არ მახ­სოვს, რამ­დენ­ ხანს მი­ყუ­რებ­და. ვგრძნობ­დი მხო­ლოდ უც­ნა­ურ სით­ბოს. ვი­ფიქ­რე, ღმერ­თი გა­მო­მე­ცხა­და-მეთ­ქი, რად­გან­ სა­ო­ცა­რი ძალა მო­მე­ცა...

გა­ვი­და დრო, სხვა ქა­ლაქ­ში გა­დავ­ბარ­გდი, შე­ვიც­ვა­ლე სამ­სა­ხუ­რი. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად აე­წყო და ცხოვ­რე­ბა გა­ი­ოლ­და, მაგ­რამ მა­ტე­რი­ა­ლურ­მა ფა­სე­უ­ლო­ბებ­მა თით­ქოს ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­კარ­გა...

გზა სა­ქარ­თვე­ლოს­კენ

ვფიქ­რობ, გა­მო­ცხა­დე­ბა იყო ნი­შა­ნი, რომ ჩემი გზა სა­ქარ­თველ­ოს­კენ მო­დი­ო­და. თუმ­ცა ამას დიდ­ხანს ვერ მივ­ხვდი, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ჩემი მშვე­ნი­ე­რი ლალი და სა­ქარ­თვე­ლო გა­ვი­ცა­ნი. ის სას­წა­უ­ლი გა­მო­ცხა­დე­ბა გულ­ში სა­ი­დუ­მლოდ მქონ­და და­მარ­ხუ­ლი.­ მე და ლა­ლიმ 2004 წელს ხელი მო­ვა­წე­რეთ. საფ­რან­გეთ-შვე­ი­ცა­რი­ის სა­ზღვარ­ზე ვცხოვ­რობთ. ერთხელ მე­უღ­ლემ რუ­სულ ეკ­ლე­სი­ა­ში წა­მიყ­ვა­ნა. რომ მი­ვე­დით, "შენ ხარ ვე­ნა­ხის" გა­ლობ­დნენ ეკ­ლე­სი­ა­ში­ მლოც­ვე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი. აღვფრ­თო­ვან­დი. ეკ­ლე­სია ჩემი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი გახ­და და ერთ დღეს ვთქვი, მინ­და მო­ვი­ნათ­ლო-მეთ­ქი. ლა­ლიმ შე­მომ­თა­ვა­ზა, თბი­ლის­ში­ მოვ­ნათ­ლუ­ლი­ყა­ვი. აქ შე­ვარ­ჩიე ნათ­ლი­აც - მა­რი­ამ და­ვი­თაშ­ვი­ლი­ და შე­სა­ნიშ­ნა­ვი პი­როვ­ნე­ბე­ბი, ახლა უკვე ჩემი მე­გობ­რე­ბი - მამა და­ვით ციცქიშ­ვი­ლი და მამა მი­ქა­ელ კა­პა­ნა­ძე. კლდი­სუბ­ნის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ა­ში მომ­ნათ­ლეს და ვიდ­რე ბჭობ­დნენ, რა და­ერ­ქმ­იათ ნათ­ლო­ბის სა­ხე­ლად, კი­დევ ერთხელ მოხ­და სას­წა­უ­ლი - ტაძ­რის იმ ნა­წილ­ში, სა­დაც საგ­ან­გე­ბოდ თუ არ მიხ­ვე­დი, ვერ და­ი­ნა­ხავ, ბერი გაბ­რი­ე­ლის ხა­ტია. რა­ღაც ძა­ლამ წა­მიყ­ვა­ნა ხა­ტის­კენ და გა­ვოც­დი, ახ­ლო­დან და­ვი­ნა­ხე ის სახე და თვა­ლე­ბი, რო­მელ­მაც ჩემი ცხოვ­რე­ბის უმ­ძი­მეს პე­რი­ოდ­ში სა­ო­ცა­რი ძალა მომ­ცა. ლა­ლიმ მი­თხრა, ეს ბერი გაბ­რი­ე­ლი­აო. ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან ვტი­რო­დი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ლო­ბის წინ მოხ­და და ამი­ტო­მაც და­მარ­ქვეს გაბ­რი­ე­ლი. მა­შინ პირ­ვე­ლად ვუ­ამ­ბე ჩემს მე­უღ­ლეს გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ.

და­ემ­თხვა ისიც, რომ იმ წელს მო­ვი­ნათ­ლე, რო­დე­საც ბერი წმინ­და­ნად შე­რა­ცხეს და მისი ნეშ­ტი ამო­ას­ვე­ნეს. ერთ წე­ლი­წად­ში კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი მოხ­და. ფრან­გმა მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა­ თე­ო­ლოგ­მა ჟან-კლოდ ლარ­შემ გა­მოს­ცა

წიგ­ნი ბერი გაბ­რი­ე­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 15 ენა­ზე ითარ­გმნა და თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში გა­ი­ყი­და.

გა­გარ­ძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გამოცხადება - მამა გაბრიელმა ფრანგი გი საქართველოში "ჩამოიყვანა" და გაბრიელად მონათლა

გამოცხადება - მამა გაბრიელმა ფრანგი გი საქართველოში "ჩამოიყვანა" და გაბრიელად მონათლა

გიგაბრიელ მენუჩი იტალ­იელი ფრა­ნგია, თუმცა, ამბობს, ჩემი ნამდვილი სამშობლო საქართველოაო. აპირებს, საქართველოს მოქალაქეობა ითხოვოს... მეუღლეც ქართველი ჰყავს­ - პიანისტი ლალი ბაიაძე.­ მართლმადიდებელი ქრისტიანია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ არ მონათლულა,­ რომ ქა­რ­თველ ქალთან ჯვარი დაეწერა. ამბობს,­ რომ მის ცხოვრებაში სასწაული­ მოხდა: დიდი ხნის წინ, როდესაც არც კი იცოდა, სად იყო საქართველო და რა აღმსარებლობა ჰქონდა აქაურთა­ უმრავლესობას, ბერი გაბ­რიელი გამოეცხადა. მაშინ­ ბერი არც წმინდანად იყო შერაცხილი და არათუ ფრანგებმა, ქართველებმაც თითქმის არაფერი იცოდნენ მის შესახებ.

"ზოგჯერ ერთბაშად დაგატყდება თავს სადარდელი და სასო წარგეკვეთება. ასე დამემართა სიყმაწვილეში - ერთმანეთს მიეწყო პრობლემები სამსახურში, პირად ცხოვრებაში... თითქოს გზა არსაით იყო. ვიჯექი შინ, თვალმოუშორებლად გავყურებდი ფანჯრიდან ბაღს და ვგავდი ადამი­ანს, რომელიც ოკეანის ფსკერიდან­ გადასარჩენად ზედაპირისკენ ილტვის და შუქს ვერ ხედავს. ერთ დღესაც, უცებ, ფანჯრის მიღმა გამოისახა თეთრსამოსიანი ბერი, გრძელი წვერი და საოცარი თვალები ჰქონდა. არ მახსოვს, რამდენ­ ხანს მიყურებდა. ვგრძნობდი მხოლოდ უცნაურ სითბოს. ვიფიქრე, ღმერთი გამომეცხადა-მეთქი, რადგან­ საოცარი ძალა მომეცა...

გავიდა დრო, სხვა ქალაქში გადავბარგდი, შევიცვალე სამსახური. ყველაფერი ძალიან კარგად აეწყო და ცხოვრება გაიოლდა, მაგრამ მატერიალურმა ფასეულობებმა თითქოს ღირებულება დაკარგა...

გზა საქართველოსკენ

ვფიქრობ, გამოცხადება იყო ნიშანი, რომ ჩემი გზა საქართველ­ოსკენ მოდიოდა. თუმცა ამას დიდ­ხანს ვერ მივხვდი, მაშინაც კი, როდესაც ჩემი მშვენიერი ლალი და საქართველო გავიცანი. ის სას­წაული გამოცხადება გულში საიდუ­მლოდ მქონდა დამარხული.­ მე და ლალიმ 2004 წელს ხელი მოვაწერეთ. საფრანგეთ-შვეიცარიის საზღვარზე ვცხოვრობთ. ერთხელ მეუღლემ რუსულ ეკლესიაში წამიყვანა. რომ მივედით, "შენ ხარ ვენახის" გალობდნენ ეკლესიაში­ მლოცველი ქართველები. აღვფრთოვანდი. ეკლესია ჩემი საყვარელი ადგილი გახდა და ერთ დღეს ვთქვი, მინდა მოვინათლო-მეთქი. ლალიმ შემომთავაზა, თბილისში­ მოვ­ნათლულიყავი. აქ შევარჩიე ნათლიაც - მარიამ დავითაშვილი­ და შესანიშნავი პიროვნებები, ახლა უკვე ჩემი მეგობრები - მამა დავით ციცქიშვილი და მამა მიქაელ კაპანაძე. კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიაში მომნათლეს და ვიდრე ბჭობდნენ, რა დაერქმ­იათ ნათლობის სახელად, კიდევ ერთხელ მოხდა სასწაული - ტაძრის იმ ნაწილში, სადაც საგ­ანგებოდ თუ არ მიხვედი, ვერ დაინახავ, ბერი გაბრიელის ხატია. რაღაც ძალამ წამიყვანა ხატისკენ და გავოცდი, ახლოდან დავინახე ის სახე და თვალები, რომელმაც ჩემი ცხოვრების უმძიმეს პერიოდში საოცარი ძალა მომცა. ლალიმ მითხრა, ეს ბერი გაბრიელიაო. ბედნიერებისგან ვტიროდი. ეს ყველაფერი ნათლობის წინ მოხდა და ამიტომაც დამარქვეს გაბრიელი. მაშინ პირველად ვუამბე ჩემს მეუღლეს გამოცხადების შესახებ.

დაემთხვა ისიც, რომ იმ წელს მოვინათლე, როდესაც ბერი წმინდანად შერაცხეს და მისი ნეშტი ამოასვენეს. ერთ წელიწადში კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. ფრანგმა მართლმადიდებელმა­ თეოლოგმა ჟან-კლოდ ლარშემ გამოსცა

წიგნი ბერი გაბრიელის შესახებ, რომელიც 15 ენაზე ითარგმნა და თვალის დახამხამებაში გაიყიდა.

გაგარძელება

30 აპრილიდან 3 მაისის პერიოდში ვაქცინაცია დროებით შეჩერდება - რა განცხადებას ავრცელებს დაავადებათა კონტროლი ცენტრი

სემეკის თავმჯდომარე და წევრები "ენგურჰესზე" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ

"ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს მან წაახალისა ბესო" - დაპირისპირება მოხდა მსახიობებსა და აქციის მონაწილეებს შორის