ნინო ქათამაძე ბათუმში საკუთარ დაბადების დღეზე კონცერტს გამართავს

ნინო ქათამაძე ბათუმში საკუთარ დაბადების დღეზე კონცერტს გამართავს

21 აგვისტოს, მომღერალი ნინო ქათამაძე ჯგუფ "ინსაიდთან" ერთად ბათუმში კონცერტს გამართავს. სიმბოლურია, რომ ცნობილი მომღერალი საკუთარ ქალაქს საკუთარ დაბადების დღეზე უმღერებს.

კიდევ ერთი, ახალი მუსიკალური ფერი ნინო ქათამაძის და "ინსაითის" შემოქმედებაში "თეთრი", "შავი", "ლურჯი", "წითელი" და "მწვანე" ფერების შემდეგ. რიგით მეექვსე ალბომი - "ყვითელი"- (YELLOW), სავსეა სულშიჩამწვდომი ემოციებით და ულევი მუსიკალური იმპროვიზაციით.

ბათუმის კორტების კლუბში, ნინო ქათამაძე და "ინსაითი" ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებენ კომპოზიციებს ახალი ალბომიდან YELLOW.

კონცერტზე ასევე შესრულდება კომპოზიციები ანსაბლ "შვიდკაცასთან"ერთად.

კონცერტი 21 აგვისტოს 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, საიტზე - TKT.ge და ბათუმის კორტების სალაროებში. ბილეთის ფასი - დასადგომი 25 ლარი , VIP – 70 ლარი (VIP ბილეთების მფლობელები უფასოდ მოხვდებიან After Party -ზე -"ვერტიგო ლაუნჯ - რესტორანში").

ნინო ქათამაძის და "ინსაითის" კონცერტი ხორციელდება პროექტ "Check In Georgia" -ს ფარგლებში.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება