პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სხვა სამყარო" სოფელ ჯუთაში - ცარიელ მინდორში დაწყებული ბიზნესი და ბანაკი, რომელიც 7 წელია ტურისტებს იზიდავს
"სხვა სამყარო" სოფელ ჯუთაში - ცარიელ მინდორში დაწყებული ბიზნესი და ბანაკი, რომელიც 7 წელია ტურისტებს იზიდავს

თბი­ლი­სი­დან 180 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, ზღვის დო­ნი­დან 2300 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე, ბა­ნა­კი "ზეთა" 7 წე­ლია ევ­რო­პელ თუ ქარ­თველ სტუმ­რებს მას­პინ­ძლობს.

სტუმ­რე­ბის­თვის ალ­ბათ რთუ­ლი მი­სახ­ვედ­რი არ არის, რა დიდი ენერ­გი­ის, შრო­მი­სა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბის ფა­სად "და­უჯ­დათ" ბა­ნა­კის დამ­ფუძ­ნებ­ლებს "ზე­თა­ში" არ­სე­ბუ­ლი კომ­ფორ­ტი. ალ­ბათ სწო­რედ ამი­ტომ, ყვე­ლა სტუ­მა­რი "ზე­თას" უამ­რა­ვი და­დე­ბი­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბით ტო­ვებს. ერთი შე­ხედ­ვით უტო­პი­უ­რი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, პრო­ფე­სი­ით კინო-ტელე პრო­დი­უ­სე­რი ანა­ნო არა­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე წლის წინ შე­უდ­გა:

"თა­ვი­დან რომ და­ვი­წყეთ და ვთქვით, ად­გილს ვყი­დუ­ლობ­თო, სო­ფელ­ში ყვე­ლას ეცი­ნე­ბო­და. ხომ არ გა­და­ი­რი­ეთ, მანდ ვინ ამო­ვა, ფე­ხით ვინ ივ­ლი­სო, რა და რო­გორ უნდა აი­ტა­ნო­თო... იმ პე­რი­ოდ­ში სო­ფე­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად, მკვდა­რი იყო. მო­ხუ­ცე­ბის გარ­და აღა­რა­ვინ ცხოვ­რობ­და. არ­და­დე­გებ­ზე ბავ­შვე­ბი ადი­ოდ­ნენ. სა­სა­ზღვრო სო­ფე­ლია და მე­სა­ზღვრე­ე­ბი მუ­შა­ობ­დნენ პე­რი­ო­დუ­ლად", - ამ­ბობს ბა­ნაკ "ზე­თას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ანა­ნო არა­ბუ­ლი AMBEBI.GE-ს ყაზ­ბე­გის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჯუ­თა­ში მდე­ბა­რე ბა­ნა­კის ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბა.

რა­ტომ ზეთა?

ჯუთა მა­მის მშობ­ლი­უ­რი სო­ფე­ლია, პაპა და ბებო იქ ცხოვ­რობ­დნენ და ზა­ფხუ­ლო­ბით ხში­რად არ­და­დე­გებს იქ ვა­ტა­რებ­დი.სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­მიჩ­ნდა იდეა, ტუ­რის­ტე­ბის­თვის რა­ი­მე ტი­პის გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი და საკ­ვე­ბი ობი­ექ­ტი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ახ­ლო­ბელს გა­ვუ­ზი­ა­რე ჩემი იდეა, რო­მე­ლიც ძვე­ლი ალ­პი­ნის­ტია და გა­დავ­წყვი­ტეთ კემ­პინ­გის გა­კე­თე­ბა. სა­ხელ­წო­დე­ბა "ზეთა" ად­გი­ლი­დან მო­დის: სო­ფელ­ში ჩვენს ად­გილს ზეთა მე­ი­და­ნი ანუ ზემო მო­ე­და­ნი ჰქვია. შე­ვა­მოკ­ლეთ და დავ­ტო­ვეთ "ზეთა".

სა­წყი­სი კა­პი­ტა­ლი და პირ­ვე­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი

"სა­წყი­სი კა­პი­ტა­ლი იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა სრუ­ლი­ად მო­წყვე­ტი­ლი იყო ყვე­ლა­ნა­ირ კო­მუ­ნი­კა­ცი­ებს (დენი, წყა­ლი, კა­ნა­ლი­ზა­ცია) იმ პე­რი­ო­დის­თვის ცოტა არ იყო. ის, და­ახ­ლო­ე­ბით, 25 ათას ლარს შე­ად­გენ­და. ცა­რი­ელ მინ­დორ­ში მი­ვე­დით, მარ­ტი­ვი ღობე, კარ­ვე­ბი, პა­წა­წუ­ნა სამ­ზა­რე­უ­ლო, დუში და ტუ­ა­ლე­ტი მო­ვა­წყეთ. სირ­თუ­ლე­ე­ბი პირ­ვე­ლი დღი­დან დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

ტრან­სპორ­ტის­თვის მი­უდ­გო­მელ ად­გი­ლას მშე­ნებ­ლო­ბა, მო­მა­რა­გე­ბა, საკ­მა­ოდ დიდ ხარ­ჯებ­თან და სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა მთე­ლი ხიბ­ლი უგ­ზო­ო­ბა­შია. ასე­ვე იმა­ში, რომ გა­მო­ნა­ბოლ­ქვი და მან­ქა­ნის ხმა არ გა­წუ­ხებს. სოფ­ლი­დან ბა­ნა­კამ­დე კი­ლო­მეტრნა­ხე­ვა­რია. სოფ­ლამ­დე მი­დის ტრან­სპორ­ტი. პრო­დუქ­ტი მა­გა­ლი­თად, ცხე­ნე­ბით მა­რაგ­დე­ბა სოფ­ლი­დან. აღ­მარ­თია, საკ­მა­ოდ რთუ­ლი ასას­ვლე­ლი.

წელს რეს­ტორ­ნის­თვის და ბა­რის­თვის შე­ნო­ბა ავა­შე­ნეთ. უზარ­მა­ზა­რი რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბით ნა­გე­ბი შე­ნო­ბაა. ამ ყვე­ლაფ­რის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ზე ძა­ლი­ან ვიწ­ვა­ლეთ".

"ზე­თას" სტუმ­რე­ბი

"გახ­სნი­დან დღემ­დე ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი სტუმ­რე­ბი ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან არი­ან. ქარ­თვე­ლე­ბი შარ­შან და წელს ძა­ლი­ან ბევ­რია. ძი­რი­თა­დად, თბი­ლი­სი­დან. სე­ზო­ნი ივ­ნი­სი­დან იხ­სნე­ბა და ოქ­ტომ­ბრამ­დე გრძელ­დე­ბა. 27 კაცს შე­უძ­ლია ოთა­ხებ­ში გან­თავ­სე­ბა (კო­ტე­ჯებ­ში), კარ­ვებ­ში - 30 კაცს. და­ჯავ­შნა წი­ნას­წარ ხდე­ბა. 2009 წელს (პირ­ველ წელს) 200 კაცი მი­ვი­ღეთ. შარ­შან გვყავ­და, და­ახ­ლო­ე­ბით, 7 500 კაცი. წელ­საც, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 20%-ით არის მო­მა­ტე­ბუ­ლი ჩვენ­თან დამ­სვე­ნებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

ქალი, ბიზ­ნე­სი და წარ­მა­ტე­ბა

"ძა­ლი­ან რთუ­ლია, როცა ქალი ხარ, რა­ღაც აკე­თო მთა­ში. ახლა შე­და­რე­ბით გა­მარ­ტივ­და. ქალი ბევრ დე­ტალს აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას. დიდ შრო­მას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეს ყვე­ლა­ფე­რი. თუმ­ცა, კაცს და ქალს ვერ გა­მოვ­ყოფ­დი, თუ ვინ­მეს რა­ღაც მი­ზა­ნი აქვს, მას აუ­ცი­ლევბლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. მთა­ვა­რია შრო­მა. რა­ღაც თუ არ გა­მოგ­დის, კი­დევ და კი­დევ უნდა სცა­დო. არ უნდა გა­ჩერ­დე. ხელი არ უნდა ჩა­იქ­ნიო და რისი შან­სიც გეძ­ლე­ვა, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნო. მუდ­მი­ვი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო. არ უნდა და­გე­ზა­როს.

ჩვენ წე­ლი­წად­ში 4 თვე ვმუ­შა­ობთ (სე­ზო­ნი 4 თვეს გრძელ­დე­ბა) მაგ­რამ, რე­ა­ლუ­რად, მთე­ლი წელი ვშრო­მობთ. ეს ბიზ­ნე­სი 23 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე. ბა­ნა­კი ძა­ლი­ან ჩე­მია და ყვე­ლა­ფე­რი შე­მიძ­ლია გა­ვა­კე­თო, რომ ის კარ­გი იყოს. ენერ­გია არ მე­ნა­ნე­ბა "ზე­თას­თვის".

#წარ­მა­ტე­ბა­გა­დამ­დე­ბია

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მა­ღა­ლი დო­ნის სას­ტუმ­რო გა­კეთ­და ბოლო წლებ­ში. თუმ­ცა, ჩვენ პირ­ვე­ლე­ბი ვართ, რო­გორც კემ­პინ­გი მთა­ში და ამ დარ­გში ჩვე­ნი ად­გი­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. თი­ბი­სი ბან­კი­სა და ჯე­ო­სე­ლის ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტში სიმ­ბო­ლუ­რად დავ­რე­გის­ტრირ­დით (თი­ბი­სი ბან­კის ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა, რო­მელ­შიც ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან, ნო­ემ­ბერ­ში გა­მო­ავ­ლენს გა­მარ­ჯვე­ბულს სხვა­დას­ხვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ვე­ბის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლია #წარ­მა­ტე­ბა­გა­დამ­დე­ბია და #გა­ა­ზი­ა­რე­წარ­მა­ტე­ბა) ჩვენ­თვის მთა­ვა­რია, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღოთ ამ პრო­ექ­ტში. შე­დე­გებს დრო გვიჩ­ვე­ნებს."

ამ­ჟა­მად, ბა­ნაკ "ზე­თა­ში" ბევ­რი სტუ­მა­რი ტკბე­ბა ჭა­უ­ხის მა­სივ­ზე გა­დაშ­ლი­ლი ხე­დით, სუფ­თა ჰა­ე­რით, თა­ვი­სუფ­ლე­ბით და იმ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სამ­ყა­როს ხიბ­ლით, რო­მე­ლიც ევ­რო­პე­ლებს უკვე 7 წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბა­ნაკ "ზე­თა­ში" სტუმ­რო­ბას "აი­ძუ­ლებს". "ზე­თამ" სო­ფე­ლი ჯუთა გა­მო­ა­ცო­ცხლა, ად­გი­ლობ­რი­ვებს სა­კუ­თა­რი მცი­რე ბიზ­ნე­სე­ბის და­წყე­ბის სტი­მუ­ლიც მის­ცა, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბიც შექ­მნა და დღე­საც ვი­თარ­დე­ბა.

"იქ სრუ­ლი­ად სხვა სამ­ყა­როა. როცა მი­დი­ხარ, სხვა­გან ხვდე­ბი", - ამ­ბობს ანა­ნო არა­ბუ­ლი და ჩვენც აღარ ვა­ყოვ­ნებთ. "სხვა­გან" უკვე უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო სტუ­მარს მას­პინ­ძლო­ბენ და ელო­დე­ბი­ან.

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ით ეწ­ვი­ეთ "ზე­თას" ფე­ის­ბუ­ქის გვერდს

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"სხვა სამყარო" სოფელ ჯუთაში - ცარიელ მინდორში დაწყებული ბიზნესი და ბანაკი, რომელიც 7 წელია ტურისტებს იზიდავს

"სხვა სამყარო" სოფელ ჯუთაში - ცარიელ მინდორში დაწყებული ბიზნესი და ბანაკი, რომელიც 7 წელია ტურისტებს იზიდავს

თბილისიდან 180 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 2300 მეტრ სიმაღლეზე, ბანაკი "ზეთა" 7 წელია ევროპელ თუ ქართველ სტუმრებს მასპინძლობს.

სტუმრებისთვის ალბათ რთული მისახვედრი არ არის, რა დიდი ენერგიის, შრომისა და მიზანდასახულობის ფასად "დაუჯდათ" ბანაკის დამფუძნებლებს "ზეთაში" არსებული კომფორტი. ალბათ სწორედ ამიტომ, ყველა სტუმარი "ზეთას" უამრავი დადებითი შთაბეჭდილებით ტოვებს. ერთი შეხედვით უტოპიური იდეის განხორციელებას, პროფესიით კინო-ტელე პროდიუსერი ანანო არაბული რამდენიმე წლის წინ შეუდგა:

"თავიდან რომ დავიწყეთ და ვთქვით, ადგილს ვყიდულობთო, სოფელში ყველას ეცინებოდა. ხომ არ გადაირიეთ, მანდ ვინ ამოვა, ფეხით ვინ ივლისო, რა და როგორ უნდა აიტანოთო... იმ პერიოდში სოფელი ფაქტობრივად, მკვდარი იყო. მოხუცების გარდა აღარავინ ცხოვრობდა. არდადეგებზე ბავშვები ადიოდნენ. სასაზღვრო სოფელია და მესაზღვრეები მუშაობდნენ პერიოდულად", - ამბობს ბანაკ "ზეთას" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

ანანო არაბული AMBEBI.GE-ს ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში მდებარე ბანაკის ისტორიას უყვება.

რატომ ზეთა?

ჯუთა მამის მშობლიური სოფელია, პაპა და ბებო იქ ცხოვრობდნენ და ზაფხულობით ხშირად არდადეგებს იქ ვატარებდი. სტუდენტობის პერიოდში გამიჩნდა იდეა, ტურისტებისთვის რაიმე ტიპის გასაჩერებელი და საკვები ობიექტი გამეკეთებინა. ახლობელს გავუზიარე ჩემი იდეა, რომელიც ძველი ალპინისტია და გადავწყვიტეთ კემპინგის გაკეთება. სახელწოდება "ზეთა" ადგილიდან მოდის: სოფელში ჩვენს ადგილს ზეთა მეიდანი ანუ ზემო მოედანი ჰქვია. შევამოკლეთ და დავტოვეთ "ზეთა".

საწყისი კაპიტალი და პირველი სირთულეები

"საწყისი კაპიტალი იქიდან გამომდინარე, რომ ადგილმდებარეობა სრულიად მოწყვეტილი იყო ყველანაირ კომუნიკაციებს (დენი, წყალი, კანალიზაცია) იმ პერიოდისთვის ცოტა არ იყო. ის, დაახლოებით, 25 ათას ლარს შეადგენდა. ცარიელ მინდორში მივედით, მარტივი ღობე, კარვები, პაწაწუნა სამზარეულო, დუში და ტუალეტი მოვაწყეთ. სირთულეები პირველი დღიდან დღემდე გრძელდება.

ტრანსპორტისთვის მიუდგომელ ადგილას მშენებლობა, მომარაგება, საკმაოდ დიდ ხარჯებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა მთელი ხიბლი უგზოობაშია. ასევე იმაში, რომ გამონაბოლქვი და მანქანის ხმა არ გაწუხებს. სოფლიდან ბანაკამდე კილომეტრნახევარია. სოფლამდე მიდის ტრანსპორტი. პროდუქტი მაგალითად, ცხენებით მარაგდება სოფლიდან. აღმართია, საკმაოდ რთული ასასვლელი.

წელს რესტორნისთვის და ბარისთვის შენობა ავაშენეთ. უზარმაზარი რკინის კონსტრუქციებით ნაგები შენობაა. ამ ყველაფრის ტრანსპორტირებაზე ძალიან ვიწვალეთ".

"ზეთას" სტუმრები

"გახსნიდან დღემდე ჩვენი ძირითადი სტუმრები ევროპის ქვეყნებიდან არიან. ქართველები შარშან და წელს ძალიან ბევრია. ძირითადად, თბილისიდან. სეზონი ივნისიდან იხსნება და ოქტომბრამდე გრძელდება. 27 კაცს შეუძლია ოთახებში განთავსება (კოტეჯებში), კარვებში - 30 კაცს. დაჯავშნა წინასწარ ხდება. 2009 წელს (პირველ წელს) 200 კაცი მივიღეთ. შარშან გვყავდა, დაახლოებით, 7 500 კაცი. წელსაც, წინა წელთან შედარებით 20%-ით არის მომატებული ჩვენთან დამსვენებლების რაოდენობა.

ქალი, ბიზნესი და წარმატება

"ძალიან რთულია, როცა ქალი ხარ, რაღაც აკეთო მთაში. ახლა შედარებით გამარტივდა. ქალი ბევრ დეტალს აქცევს ყურადღებას. დიდ შრომასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. თუმცა, კაცს და ქალს ვერ გამოვყოფდი, თუ ვინმეს რაღაც მიზანი აქვს, მას აუცილევბლად განახორციელებს. მთავარია შრომა. რაღაც თუ არ გამოგდის, კიდევ და კიდევ უნდა სცადო. არ უნდა გაჩერდე. ხელი არ უნდა ჩაიქნიო და რისი შანსიც გეძლევა, მაქსიმალურად გამოიყენო. მუდმივი მუშაობაა საჭირო. არ უნდა დაგეზაროს.

ჩვენ წელიწადში 4 თვე ვმუშაობთ (სეზონი 4 თვეს გრძელდება) მაგრამ, რეალურად, მთელი წელი ვშრომობთ. ეს ბიზნესი 23 წლის ასაკში დავიწყე. ბანაკი ძალიან ჩემია და ყველაფერი შემიძლია გავაკეთო, რომ ის კარგი იყოს. ენერგია არ მენანება "ზეთასთვის".

#წარმატებაგადამდებია

"საქართველოში ძალიან ბევრი მაღალი დონის სასტუმრო გაკეთდა ბოლო წლებში. თუმცა, ჩვენ პირველები ვართ, როგორც კემპინგი მთაში და ამ დარგში ჩვენი ადგილი განსხვავებულია. თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივ პროექტში სიმბოლურად დავრეგისტრირდით (თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება, რომელშიც ახალგაზრდა ბიზნესმენები რეგისტრირდებიან, ნოემბერში გამოავლენს გამარჯვებულს სხვადასხვა ნომინაციაში ბიზნესდაჯილდოვების მთავარი გზავნილია #წარმატებაგადამდებია და #გააზიარეწარმატება) ჩვენთვის მთავარია, მონაწილეობა მივიღოთ ამ პროექტში. შედეგებს დრო გვიჩვენებს."

ამჟამად, ბანაკ "ზეთაში" ბევრი სტუმარი ტკბება ჭაუხის მასივზე გადაშლილი ხედით, სუფთა ჰაერით, თავისუფლებით და იმ განსხვავებული სამყაროს ხიბლით, რომელიც ევროპელებს უკვე 7 წელია, საქართველოში, ბანაკ "ზეთაში" სტუმრობას "აიძულებს". "ზეთამ" სოფელი ჯუთა გამოაცოცხლა, ადგილობრივებს საკუთარი მცირე ბიზნესების დაწყების სტიმულიც მისცა, სამუშაო ადგილებიც შექმნა და დღესაც ვითარდება.

"იქ სრულიად სხვა სამყაროა. როცა მიდიხარ, სხვაგან ხვდები", - ამბობს ანანო არაბული და ჩვენც აღარ ვაყოვნებთ. "სხვაგან" უკვე უამრავ საინტერესო სტუმარს მასპინძლობენ და ელოდებიან.

მეტი ინფორმაციით ეწვიეთ "ზეთას" ფეისბუქის გვერდს

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი