პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმელის" შენობის 80-წლიანი ისტორია: ლენინის ინსტიტუტიდან 7-ვარსკვლავიან სასტუმრომდე
"იმელის" შენობის 80-წლიანი ისტორია: ლენინის ინსტიტუტიდან 7-ვარსკვლავიან სასტუმრომდე

სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ე­ბი აქვთ შე­ნო­ბებს. ისე­ვე რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბი, ისი­ნიც იც­ვლი­ან ფორ­მას, სტილს, მი­ზანს, მი­მარ­თუ­ლე­ბას და ასე ხდე­ბა მათი მე­ტა­მორ­ფო­ზაც. ამ თე­მის­კენ თბი­ლის­ში ორი დღის წინ გახ­სნილ­მა 7-ვარ­სკვლა­ვი­ან­მა სას­ტუმ­რომ მი­ბიძ­გა, რო­მე­ლიც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, ე.წ. იმე­ლის შე­ნო­ბა­ში გან­თავ­სდა...

ახლა უკვე ყო­ფი­ლი "იმე­ლის შე­ნო­ბა" 1938 წელს არ­ქი­ტექ­ტორ ალექ­სეი შჩუ­სე­ვის პრო­ექ­ტით, სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი კლა­სი­ციზ­მის სტილ­ში აიგო, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ იმ ეპო­ქის მო­თხოვ­ნე­ბი სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა.

შე­ნო­ბა­ში თა­ვი­დან მარ­ქს-ენ­გელს-ლე­ნი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის თბი­ლი­სის ფი­ლი­ა­ლი გან­თავ­სდა. აბ­რე­ვი­ა­ტუ­რა "იმელ" რუ­სუ­ლი ენი­დან მო­დის და "Институт Маркса, Енгельса, Ленина"-ს ნიშ­ნავს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სტა­ლი­ნის სა­ხე­ლიც მი­ე­მა­ტა და "იმელს" და­ერ­ქვა, მერე კი სტა­ლი­ნი და ენ­გელ­სი ჩა­მო­შორ­და და მარ­ქსიზმ-ლე­ნი­ნიზ­მის ინ­სტი­ტუ­ტის სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ე­ბო­და.

წლე­ბის მან­ძილ­ზე შე­ნო­ბა იც­ვლი­და მფლო­ბე­ლებს, ბი­ნად­რებ­სა და სა­ერ­თოდ, ფუნ­ქცი­ას. 1992-1995 წლებ­ში იქ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი გან­თავ­სდა, 1995 წლი­დან კი - შე­ნო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო მოქ­მე­დებ­და, ხოლო 2007 წლი­დან შე­ნო­ბა პრი­ვა­ტი­ზე­ბუ­ლია.

ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, 1933 წელს სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­ტუ­რი პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის პირ­ვე­ლი მდივ­ნის, ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას მიერ "მარ­ქს-ენ­გელს-ლე­ნი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის თბი­ლი­სის ფი­ლი­ა­ლის" შე­ნო­ბის პრო­ექ­ტზე და­ხუ­რუ­ლი კონ­კურ­სი ჩა­ტარ­და, რო­მელ­შიც არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი: ფო­მი­ნი, კო­კო­რი­ნი, სე­ვე­რო­ვი, კა­ლაშ­ნი­კო­ვი, ვლა­სო­ვი და შჩუ­სე­ვი ჩარ­თვნენ. გა­ი­მარ­ჯვა შჩუ­სე­ვის პრო­ექ­ტმა.

მშე­ნებ­ლო­ბა 1934 დან 1938 წლამ­დე გაგ­რძელ­და და 14 მი­ლი­ო­ნი მა­ნე­თი დაჯ­და. შე­ნო­ბის სა­ერ­თო ფარ­თი 75 ათას კვ-ს შე­ად­გენ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ "იმე­ლის შე­ნო­ბის" ახალ იერ­სა­ხე­ში - The Biltmore Hotel Tbilisi-ს მშე­ნებ­ლო­ბა­ში 140-მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­ი­დო.

მთა­ვა­რი ფა­სა­დი სტა­ლი­ნის ეპო­ქის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სა­ხა­სი­ა­თო ნი­მუ­შია. შე­ნო­ბის ექ­სტე­რი­ე­რე­ბი და ინ­ტე­რი­ე­რე­ბი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ელე­მენ­ტე­ბით შე­იმ­კო. ზე­და­პი­რე­ბი ქარ­თუ­ლი მარ­მა­რი­ლო­თი და ბოლ­ნი­სის ტუ­ფით მო­პირ­კეთ­და. კავ­კა­სი­ა­ში პირ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნა­გე­ბო­ბა იყო, სა­დაც იმ დრო­ის­თვის ახა­ლი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა გა­მო­ი­ყე­ნეს - არ­მი­რე­ბუ­ლი პემ­ზო­ბე­ტო­ნი, რი­თაც მშე­ნებ­ლებ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი დე­ფი­ცი­ტუ­რი მა­სა­ლა - აგუ­რი და ცე­მენ­ტი ჩა­ა­ნაც­ვლეს.

XX სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში ქარ­თვე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი ჩხიკ­ვა­ძე, ამ ნა­გე­ბო­ბის შე­სა­ხებ წერ­და: "თბი­ლი­სის პი­რო­ბებ­ში არ­ქი­ტექ­ტო­რი ყო­ველ­თვის იძუ­ლე­ბუ­ლია, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ხედი, რო­მე­ლიც მის შე­ნო­ბა­ზე იშ­ლე­ბა რო­გორც მთაწ­მინ­დი­დან, ასე­ვე მტკვრის მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ე­ბი­დან. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით არის შე­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­ხუ­რა­ვე­ბის სის­ტე­მა და შე­ნო­ბის მთლი­ა­ნი მო­ცუ­ლო­ბის კომ­პო­ზი­ცია" (სა­ინ­ტე­რე­სოა, რას იტყო­და არ­ქი­ტექ­ტო­რი ჩხიკ­ვა­ძე ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი ცა­თამბჯე­ნის "კომ­პო­ზი­ცი­უ­რო­ბა­ზე").

1992-1995 წლებ­ში იმე­ლის შე­ნო­ბა­ში მო­მუ­შა­ვე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია მი­ი­ღო.

შე­ნო­ბა 1997 წელს კულ­ტუ­რის მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა სი­ა­ში შე­ი­ტა­ნეს, მაგ­რამ იმა­ვე წელს, ამ სი­ი­დან ამო­ი­ღეს და კომ­პა­ნია "კა­პი­ტალ ინ­ვესტზე" გა­ი­ყი­და. პარ­ტი­უ­ლი არ­ქი­ვის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი შსს-ს გა­და­ე­ცა, ბიბ­ლი­ო­თე­კის ნა­წი­ლი - ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას, ნა­წი­ლი - და­ი­კარ­გა, ნა­წი­ლი კი და­ზი­ან­და. პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სას­ტუმ­რო "კემ­პინ­სკის­თვის" რობ კრი­ე­რი­სა და ქრის­ტოფ კო­ლის მიერ იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, იმე­ლის შე­ნო­ბის მხო­ლოდ მთა­ვა­რი ფა­სა­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და და ის­ტო­რი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბას ყუ­რა­დღე­ბა არ ექ­ცე­ო­და.

შე­ნო­ბის ნგრე­ვა იმა­ვე წელს და­ი­წყეს, თუმ­ცა მშე­ნებ­ლო­ბა არ და­წყე­ბუ­ლა. სა­ხუ­რავ­გა­დახ­დილ­მა, გა­ძარ­ცვულ­მა და ნა­ხევ­რად დან­გრე­ულ­მა შე­ნო­ბამ 2008 წელს ახა­ლი მფლო­ბე­ლის, "დაბი ჯგუ­ფის" ხელ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. 2011 წელს ქა­ლა­ქის მე­რი­ამ "მი­ლე­ნი­უ­მის" ჯგუ­ფის სას­ტუმ­როს ასა­შე­ნებ­ლად უფ­ლე­ბა გას­ცა, რო­მე­ლიც 34-სარ­თუ­ლი­ან ცა­თამ­ბრჯენს წარ­მო­ად­გენს. მისი გრან­დი­ო­ზუ­ლი პრე­ზენ­ტა­ცია ორი დღის წინ შედ­გა (იხი­ლეთ შთამ­ბეჭ­და­ვი გახ­სნის კად­რე­ბი)

მოკ­ლედ, ლე­ნი­ნის მუ­ზე­უ­მი­დან 7-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რომ­დე, - ასე­თია "იმე­ლის" შე­ნო­ბის 80-წლი­ა­ნი გზა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"იმელის" შენობის 80-წლიანი ისტორია: ლენინის ინსტიტუტიდან 7-ვარსკვლავიან სასტუმრომდე

"იმელის" შენობის 80-წლიანი ისტორია: ლენინის ინსტიტუტიდან 7-ვარსკვლავიან სასტუმრომდე

საინტერესო ისტორიები აქვთ შენობებს. ისევე როგორც ადამიანები, ისინიც იცვლიან ფორმას, სტილს, მიზანს, მიმართულებას და ასე ხდება მათი მეტამორფოზაც. ამ თემისკენ თბილისში ორი დღის წინ გახსნილმა 7-ვარსკვლავიანმა სასტუმრომ მიბიძგა, რომელიც რუსთაველის გამზირზე, ე.წ. იმელის შენობაში განთავსდა...

ახლა უკვე ყოფილი "იმელის შენობა" 1938 წელს არქიტექტორ ალექსეი შჩუსევის პროექტით, სოციალისტური კლასიციზმის სტილში აიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ეპოქის მოთხოვნები სრულად გაიზიარა.

შენობაში თავიდან მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი განთავსდა. აბრევიატურა "იმელ" რუსული ენიდან მოდის და "Институт Маркса, Енгельса, Ленина"-ს ნიშნავს. მოგვიანებით სტალინის სახელიც მიემატა და "იმელს" დაერქვა, მერე კი სტალინი და ენგელსი ჩამოშორდა და მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის სახელით მოიხსენიებოდა.

წლების მანძილზე შენობა იცვლიდა მფლობელებს, ბინადრებსა და საერთოდ, ფუნქციას. 1992-1995 წლებში იქ საქართველოს პარლამენტი განთავსდა, 1995 წლიდან კი - შენობაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოქმედებდა, ხოლო 2007 წლიდან შენობა პრივატიზებულია.

ისტორიული წყაროების მიხედვით, 1933 წელს საქართველოს კომუნიტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ლავრენტი ბერიას მიერ "მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის" შენობის პროექტზე დახურული კონკურსი ჩატარდა, რომელშიც არქიტექტორები: ფომინი, კოკორინი, სევეროვი, კალაშნიკოვი, ვლასოვი და შჩუსევი ჩართვნენ. გაიმარჯვა შჩუსევის პროექტმა.

მშენებლობა 1934 დან 1938 წლამდე გაგრძელდა და 14 მილიონი მანეთი დაჯდა. შენობის საერთო ფართი 75 ათას კვ-ს შეადგენდა. საინტერესოა, რომ "იმელის შენობის" ახალ იერსახეში - The Biltmore Hotel Tbilisi-ს მშენებლობაში 140-მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

მთავარი ფასადი სტალინის ეპოქის არქიტექტურის სახასიათო ნიმუშია. შენობის ექსტერიერები და ინტერიერები ძველი ქართული არქიტექტურული ელემენტებით შეიმკო. ზედაპირები ქართული მარმარილოთი და ბოლნისის ტუფით მოპირკეთდა. კავკასიაში პირველი საზოგადოებრივი ნაგებობა იყო, სადაც იმ დროისთვის ახალი სამშენებლო მასალა გამოიყენეს - არმირებული პემზობეტონი, რითაც მშენებლებმა ადგილობრივი დეფიციტური მასალა - აგური და ცემენტი ჩაანაცვლეს.

XX საუკუნის 50-იან წლებში ქართველი არქიტექტორი ჩხიკვაძე, ამ ნაგებობის შესახებ წერდა: "თბილისის პირობებში არქიტექტორი ყოველთვის იძულებულია, გაითვალისწინოს ხედი, რომელიც მის შენობაზე იშლება როგორც მთაწმინდიდან, ასევე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებიდან. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღებით არის შესამუშავებელი სახურავების სისტემა და შენობის მთლიანი მოცულობის კომპოზიცია" (საინტერესოა, რას იტყოდა არქიტექტორი ჩხიკვაძე ახალაშენებული ცათამბჯენის "კომპოზიციურობაზე").

1992-1995 წლებში იმელის შენობაში მომუშავე საქართველოს პარლამენტმა დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.

შენობა 1997 წელს კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს, მაგრამ იმავე წელს, ამ სიიდან ამოიღეს და კომპანია "კაპიტალ ინვესტზე" გაიყიდა. პარტიული არქივის ძირითადი ნაწილი შსს-ს გადაეცა, ბიბლიოთეკის ნაწილი - ეროვნულ ბიბლიოთეკას, ნაწილი - დაიკარგა, ნაწილი კი დაზიანდა. პროექტი, რომელიც სასტუმრო "კემპინსკისთვის" რობ კრიერისა და ქრისტოფ კოლის მიერ იყო გაკეთებული, იმელის შენობის მხოლოდ მთავარი ფასადის შენარჩუნებას ითვალისწინებდა და ისტორიულ ღირებულებას ყურადღება არ ექცეოდა.

შენობის ნგრევა იმავე წელს დაიწყეს, თუმცა მშენებლობა არ დაწყებულა. სახურავგადახდილმა, გაძარცვულმა და ნახევრად დანგრეულმა შენობამ 2008 წელს ახალი მფლობელის, "დაბი ჯგუფის" ხელში გადაინაცვლა. 2011 წელს ქალაქის მერიამ "მილენიუმის" ჯგუფის სასტუმროს ასაშენებლად უფლება გასცა, რომელიც 34-სართულიან ცათამბრჯენს წარმოადგენს. მისი გრანდიოზული პრეზენტაცია ორი დღის წინ შედგა (იხილეთ შთამბეჭდავი გახსნის კადრები)

მოკლედ, ლენინის მუზეუმიდან 7-ვარსკვლავიან სასტუმრომდე, - ასეთია "იმელის" შენობის 80-წლიანი გზა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი