რუსული სცენის დედოფალმა ანა პუგაჩოვამ ინტერნეტმომხმარებელი უმაკიაჟო ფოტოთი "გაანებივრა". სოციალურ ქსელ ინსტაგრამში გამოქვეყნებულ ფოტოს მრავალი კომენტარი მოყვა, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. სელფი მომღერალმა იურმალას პლაჟზე გადაიღო და გრამი მაკიაჯი არ აქვს სახეზე.
"იურმალა. ცოტა მზე ცივ წყალში" - მიაწერა ფოტოს პუგაჩოვამ. კომენტარებში დივას უწერენ, "ნუ გვაშინებთ, ასეთი ფოტოებით, საშინელებააო". თუმცა, პოზიტიურ კომენტარებსაც წერენ, მაგალითად პრიმადონას გარეგნობას აქებენ და ამბობენ, რომ ასაკისთვის კარგად გამოიყურება.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით