"ცემენტის ტომრით მომიტანა ფული..." - ლაშა პაპაშვილის პირველი მილიონის უჩვეულო ისტორია

"ცემენტის ტომრით მომიტანა ფული..." - ლაშა პაპაშვილის პირველი მილიონის უჩვეულო ისტორია

ბიზნესმენების საინტერესო ისტორიები და ბიზნესის კეთების ხელოვნება - როგორ იხსენებენ ქართველი ბიზნეს-პერსონები პირველ ნაბიჯებს და როგორია თითოეულის წარმატების ფორმულა. გადაცემა ბიზნეს-PRESS-ში "რედიქს ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა პაპაშვილმა პირველი მილიონის შოვნის უჩვეულო ისტორია გაიხსენა...

"ბიზნესის კეთება ჩვენთან უფრო ადრე დაიწყო. რუსეთში ჯერ კიდევ სახელმწიფოსი იყო ყველაფერი და ადვილი იყო პროდუქციაზე მაღალი მარჟის დაჭერა. ფოთში გადმოტვირთული ქვანახშირი 3 დოლარი ჯდებოდა, ჩვენ კი მას 30 დოლარად და მეტად ვყიდდით. ქართული ღვინო და არაყი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში გადიოდა და რიგში მომიწია ჩადგომამ, რომ ნაფარეულის ღვინის ქარხნისგან პროდუქცია მიმეღო. სესხიც ავიღე ბანკიდან. ჩემი ოჯახის წევრებმაც მასესხეს, ორი მესამედი კი ბანკში ვისესხე. სხვათა შორის, ბანკ "რესპუბლიკაში" განუზომლად მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო სესხზე, დაახლოებით 60%. მთელი თანხით ნაფარეულის ღვინის ქარხანას არაყი შევუკვეთე, ფული წინასწარ გადავიხადე, მაგრამ პროდუქციის მოწოდებას არ დაადგა საშველი.

ქარხნის ხელმძღვანელი ტიპური კახელი იყო. ვეკითხები, რას აპირებთ, უკვე გადააცილეთ ერთ თვეს, ბანკში სესხი მაქვს-მეთქი. არც მისმენს და მპასუხობს, შენა, ბიჭო, აქ ამერიკა ხომ არა გგონიაო? არ დავნებდი, ჯერ კვირაში ერთხელ ჩავდიოდი თელავში, შემდეგ ორჯერ, სამჯერ და ბოლოს იქ გადავედი და სასტუმროში დავბინავდი. დირექტორმა მითხრა: ვერ მოგიშორე და ერეკლეს ძეგლთან მოვალ ამა და ამ დროს, თანხას დაგიბრუნებო. რას ჰქვია, თანხას დამიბრუნებ, ამდენი ვალი მრჩება-მეთქი. მითხრა: ისე დაგიბრუნებ, არ წააგებო. ცემენტის ტომრები იყო მაშინ, ქაღალდის და იმით მოიტანა ფული. ტომარაში წითელი ათმანეთიანები და მუქი შინდისფერი 25-იანები ეწყო. თბილისში ჩამოსვლამდე არ დამითვლია. დარწმუნებული ვიყავი, იმდენივე თანხა იქნებოდა, რაც პროდუქციისთვის გადავუხადე, ან ნაკლები...

- რამდენი დაგიბრუნათ?

- მილიონ-ნახევარი...  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი