პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს მეგობრებმა მითხრეს, ამდენი რომ გეცინოს, ორი წელია არ გვინახავსო" - თინა ხიდაშელი
"დღეს მეგობრებმა მითხრეს, ამდენი რომ გეცინოს, ორი წელია არ გვინახავსო" - თინა ხიდაშელი

"მე დღეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­ვიბ­რუ­ნე და ეს ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი და ღი­რე­ბუ­ლია" - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

ხი­და­შელ­მა მისი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ წი­ნა­მორ­ბე­დებ­თან შე­და­რე­ბით ბევ­რი ისე­თი საქ­მის გა­კე­თე­ბა შეძ­ლო, რა­საც ისი­ნი ვერ აკე­თებ­დნენ.

"დღეს ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს, ამ­დე­ნი რომ გე­ცი­ნოს ორი წე­ლია არ გვი­ნა­ხავ­სო. მე დღეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­ვიბ­რუ­ნე და ეს ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი და ღი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მელ­საც ატა­რებს ასე­ვე ძვირ­ფა­სი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ერ­თა­დერთ რა­მე­ზე მწყდე­ბა გული მხო­ლოდ, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი აფრ­კის საქ­მე­ზე გა­ე­რო-ს ბო­დი­ში ვერ მო­ვახ­დე­ვი­ნე. თუმ­ცა რაც ჩვენს მხა­რე­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლია და წე­რი­ლე­ბი ბო­დი­შის მო­თხოვ­ნით გაგ­ზავ­ნი­ლია ჟე­ნე­ვა­შიც და ნიო-იორკშიც. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენს, სრუ­ლი­ად თა­მამდ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩვენ ისე­თი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა და­ვი­წყეთ, რო­მელ­საც იმ სა­მი­ნის­ტრო­ში 10 წე­ლია არა­ვინ შე­ხე­ბია. რე­ფორ­მე­ბი რო­მელ­საც ჩვენ ვა­კე­თებ­დით, იმ ტი­პის არის, რო­მელ­საც 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ითხოვ­დნენ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­გან, მაგ­რამ არა­ვის თითი არ და­უ­დია. მე ვთვლის, რომ წი­ნა­მორ­ბე­დებ­თან შე­და­რე­ბით ბევ­რი ისე­თი საქ­მე გა­ვა­კე­თე, რო­მელ­საც ისი­ნი ვერ ეხე­ბოდ­ნენ. ეს კარ­გია თუ არა, ამას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი თა­ვის­თვის გულ­ში გა­და­წყვე­ტენ",- აღ­ნიშ­ნა ექსმი­ნის­ტრმა.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა და შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი დღე­ი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ტო­ვეს.

თინა ხი­და­შე­ლის შემ­ცვლე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ მი­ნიტრმა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ლე­ვან იზო­რია და­ა­სა­ხე­ლა, ხოლო პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი მის­მა მო­ად­გი­ლე ქეთი ცი­ხე­ლაშ­ვილ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"დღეს მეგობრებმა მითხრეს, ამდენი რომ გეცინოს, ორი წელია არ გვინახავსო" - თინა ხიდაშელი

"დღეს მეგობრებმა მითხრეს, ამდენი რომ გეცინოს, ორი წელია არ გვინახავსო" - თინა ხიდაშელი

"მე დღეს თავისუფლება დავიბრუნე და ეს ყველაზე ძვირფასი და ღირებულია" - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.

ხიდაშელმა მისი მინისტრობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ წინამორბედებთან შედარებით ბევრი ისეთი საქმის გაკეთება შეძლო, რასაც ისინი ვერ აკეთებდნენ.

"დღეს ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, ამდენი რომ გეცინოს ორი წელია არ გვინახავსო. მე დღეს თავისუფლება დავიბრუნე და ეს ყველაზე ძვირფასი და ღირებულია, თუმცა პასუხისმგებლობა, რომელსაც ატარებს ასევე ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ერთადერთ რამეზე მწყდება გული მხოლოდ, რომ ცენტრალური აფრკის საქმეზე გაერო-ს ბოდიში ვერ მოვახდევინე. თუმცა რაც ჩვენს მხარეზე იყო დამოკიდებული ყველაფერი დასრულებულია და წერილები ბოდიშის მოთხოვნით გაგზავნილია ჟენევაშიც და ნიო-იორკშიც. რაც შეეხება დანარჩენს, სრულიად თამამდ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ისეთი საქმეების კეთება დავიწყეთ, რომელსაც იმ სამინისტროში 10 წელია არავინ შეხებია. რეფორმები რომელსაც ჩვენ ვაკეთებდით, იმ ტიპის არის, რომელსაც 10 წლის განმავლობაში ითხოვდნენ თავდაცვის სამინისტროსგან, მაგრამ არავის თითი არ დაუდია. მე ვთვლის, რომ წინამორბედებთან შედარებით ბევრი ისეთი საქმე გავაკეთე, რომელსაც ისინი ვერ ეხებოდნენ. ეს კარგია თუ არა, ამას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები თავისთვის გულში გადაწყვეტენ",- აღნიშნა ექსმინისტრმა.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეიდან ოფიციალურად დატოვეს.

თინა ხიდაშელის შემცვლელად საქართველოს პრემიერ მინიტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია დაასახელა, ხოლო პაატა ზაქარეიშვილი მისმა მოადგილე ქეთი ციხელაშვილმა ჩაანაცვლა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."