სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცნობი ფაქტები საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა მიწისქვეშა გვირაბების შესახებ
უცნობი ფაქტები საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა მიწისქვეშა გვირაბების შესახებ

"URBEX GEORGIA" ახალ­გაზ­რდე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ მი­წის­ქვე­შა გვი­რა­ბებს სწავ­ლობს. გვი­რა­ბე­ბი, ძი­რი­თა­დად, საბ­ჭო­თა მემ­კვიდ­რო­ე­ბაა. ზოგი მათ­გა­ნი სა­ი­დუმ­ლო იყო, ზოგს საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დან­მა­შა­ვე­თა და­სას­ჯე­ლად იყე­ნებ­და, ზო­გიც ზე-სა­ი­დუმ­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბას გა­ნე­კუთ­ვნე­ლობ­და. რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დნენ ახალ­გაზ­რდე­ბი აღ­ნუშ­ნუ­ლი თე­მით და რა სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლას მი­აკ­ვლი­ეს? ამ და სხვა კი­თხვე­ბით: "URBEX GEORGIA"-ს წვე­რებს ვახ­ტან კაშ­მა­ძე­სა და ვახო ნო­ზა­ძეს მივ­მარ­თეთ:

- ძა­ლი­ან ბევ­რი მითი არ­სე­ბობს მი­წის­ქვე­შა ობი­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით: "მეტ­რო-2 თბი­ლის­ში" (სამ­თავ­რო­ბო მეტ­რო, რო­მელ­საც ქა­ლაქ­გა­რეთ უნდა გა­ეყ­ვა­ნა მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, გვი­რა­ბე­ბი რომ­ლებ­საც ქა­ლა­ქის ერთი ბო­ლო­დან მე­ო­რემ­დე პარ­ლა­მენ­ტის გავ­ლით მივ­ყა­ვართ და ა.შ.) ამ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბით მო­ცულ­მა ად­გი­ლებ­მა ჩვენ­ში ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია და და­ვი­წყეთ ამ ყვე­ლაფ­რის შეს­წავ­ლა. გარ­და ამი­სა, ჩვენ­თვის რის­კის ფაქ­ტო­რიც დიდ როლს თა­მა­შობს, სა­ო­ცა­რი გრძნო­ბაა რო­დე­საც ისეთ ად­გი­ლას ჩა­დი­ხარ, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ჩარ­ჩე, სად­მე ჩა­ვარ­დე, რამე და­გე­ცეს, და­ი­კარ­გო და ა.შ, მოკ­ლედ ად­რე­ნა­ლით ვცხოვ­რობთ.

- რამ­დე­ნი ხართ და რა მიზ­ნით იკ­ვლევთ?

- ამ­ჟა­მად "URBEX GEORGIA" 4 წევ­რის­გან შედ­გე­ბა და სხვე­ბის და­მა­ტე­ბას არც ვფიქ­რობთ, სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია ეს რა­ო­დე­ნო­ბა. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, მრა­ვა­ლი მითი არ­სე­ბობს ამ ობი­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც ჩვენს ინ­ტე­რესს იწ­ვევს. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში მითი მი­თად რჩე­ბა. ხალ­ხს რა­ტომ­ღაც უყ­ვარს ყვე­ლაფ­რის გაზ­ვი­ა­დე­ბა. ასე­ვე გვა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ იყო მო­წყო­ბი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვა საბ­ჭო­თა დროს. ამის შე­სას­წავ­ლად სა­უ­კე­თე­სო ობი­ექ­ტე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში. თა­ნაც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ობი­ექ­ტე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ნად­გურ­დე­ბა (და ეს პრო­ცე­სი 90-იანი წლე­ბი­დან აქ­ტი­უ­რად მი­დის), ამი­ტომ ჩვენ გვინ­და ის­ტო­რი­ას და­ვუ­ტო­ვოთ მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს არ­ქი­ვის დიდი ნა­წი­ლი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია და ჩვენ ვცდი­ლობთ მცი­რე წვლი­ლი მა­ინც შე­ვი­ტა­ნოთ მისი გა­დარ­ჩე­ნის საქ­მე­ში.

- ბევრ გვი­რაბს საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში სა­წა­მებ­ლად იყე­ნებ­დნენ, თუ გხვდე­ბათ რა­ი­მე კვა­ლი?

- მთლად ეგ­რეც ვერ ვი­ტყვი, რომ ბევ­რს იყე­ნებ­დნენ. კი იყო კონ­კრე­ტუ­ლი გვი­რა­ბე­ბი, საკ­ნე­ბი, ე.წ. "ტუ­პი­კე­ბი" (გრძე­ლი გვი­რა­ბია, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად არ­სად არ მი­დის. ბო­ლო­ში კე­დელ­თან აყუ­დებ­დნენ ხალ­ხს და ხვრეტ­დნენ), სა­დაც ხალ­ხს და­კი­თხვას უწყობ­დნენ ან ხვრეტ­დნენ. დღეს შე­იძ­ლე­ბა გა­და­ა­წყდე პა­ტიმ­რე­ბის მიერ და­ტო­ვე­ბულ წარ­წე­რებს - მათ სა­ხე­ლებს და თა­რი­ღებს, ან იქ მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლის მიერ და­ტო­ვე­ბულ წარ­წე­რებს და თა­რი­ღებს, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა რუ­სულ ენა­ზეა.

- ისე­თი გვი­რა­ბე­ბი თუ გხვდე­ბათ, სა­დაც სა­ი­დუმ­ლო კვლე­ვებს ატა­რებ­დნენ?

- ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­წის­ქვე­შა ობი­ექ­ტებ­ში ნაკ­ლე­ბად ტარ­დე­ბო­და რამე სა­ი­დუმ­ლო კვლე­ვე­ბი. კვლე­ვებს უფრო ისეთ ობი­ექ­ტებ­ში ატა­რებ­დნენ, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, სო­ფე­ლი "პო­ბე­და" გარ­დაბ­ნის რა­ი­ონ­ში. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, შენ­დე­ბო­და სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სოფ­ლე­ბი, სა­დაც მხო­ლოდ სამ­ხედ­რო­ე­ბის ოჯა­ხე­ბი ცხოვ­რობ­დნენ. სო­ფელ­თან ახ­ლოს გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო სამ­ხედ­რო ბაზა, სა­დაც მოხ­ვედ­რა მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი საშ­ვით იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. იქ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი დღემ­დე გა­სა­ი­დუმ­ლო­ვე­ბუ­ლია და ამ თე­მა­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა აღი­ნიშ­ნოს ე.წ "ზვეზ­დას" ობი­ექ­ტე­ბი და მცხე­თის რა­ი­ო­ნის სოფ. კარ­სა­ნი, სა­დაც დღე­საც არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი გარ­კვე­უ­ლი კვლე­ვის ნაშ­თე­ბი (ვერ­წხ­ლის­წყა­ლი და ა.შ).

- რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად სწო­რი იყო ამ გვი­რა­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა?

- მი­წის­ქვე­შა თავ­დაც­ვი­თი ობი­ექ­ტე­ბის აშე­ნე­ბა იმ პე­რი­ოდ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. ლავ­რენ­ტი ბე­რი­ამ მი­ი­ღო ბრძა­ნე­ბა, რომ მთე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შტა­ბით აე­შე­ნე­ბი­ნათ თავ­შე­საფ­რე­ბი. ამას და­ე­მა­ტა სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის სა­კო­მან­დო პუნ­ქტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. იმ დრო­ინ­დე­ლი მთავ­რო­ბა უშ­ვებ­და, რომ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ზე ატო­მუ­რი თავ­დას­ხმის შე­იძ­ლე­ბო­და გან­ხორ­ცი­ელ­ბუ­ლი­ყო. ყვე­ლა თავ­შე­სა­ფა­რი აღ­ჭურ­ვი­ლი იყო სას­წავ­ლო პლა­კა­ტე­ბით, თუ რო­გორ უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო მო­ქა­ლა­ქე სხვა­დას­ხვა ტი­პის და­ბომბვი­სას, ან გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის დროს. თავ­შე­საფ­რე­ბის ბა­ლანსზე ირი­ცხე­ბო­და სპე­ცტექ­ნი­კა - დო­ზი­მეტ­რე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­ზო­მი ხელ­სა­წყო­ე­ბი, აირ­წი­ნა­ღე­ბი, მცი­რე ქი­მი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი და სხვა. თუმ­ცა ჩვე­ნი აზ­რით, ობი­ექ­ტე­ბის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა უბ­რა­ლოდ "გეგ­მი­უ­რად" შენ­დე­ბო­და, ანუ არ პა­სუ­ხობ­და იმ გა­მოწ­ვე­ვას, რის­თვი­საც ის იყო აშე­ნე­ბუ­ლი - ბევ­რი თავ­შე­სა­ფა­რი იმ­დე­ნად ახ­ლო­საა მი­წის ზე­და­პირ­თან, რომ ავ­ტო­მა­ტის ჯერს თუ გა­უძ­ლებ­და. ასე­თი ობი­ექ­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, 70-იან წლებ­შია აშე­ნე­ბუ­ლი, ე.ი მა­შინ, რო­დე­საც ბე­რი­ას მტკი­ცე ხელი მო­აკ­ლდა მშე­ნებ­ლებს.

- რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­საა გვი­რა­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა?

- უმე­ტე­სო­ბას თავ­დაც­ვი­თი ფუნ­ქცია აქვს, მაგ­რამ იყო სა­კო­მან­დო პუნ­ქტე­ბიც, სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტე­ბი, სა­წარ­მო­ე­ბი და ტრან­სპორ­ტიც კი. დღეს ცო­ტამ თუ იცის, რომ მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს შენ­დე­ბო­და, ატა­რებ­და რო­გორც სატ­რან­სპორ­ტო, ასე­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის ფუნ­ქცი­ას. ასე­ვე ხში­რად გვხვდე­ბა კო­ლექ­ტო­რე­ბი, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო და სა­ი­რი­გა­ციო გვი­რა­ბე­ბი.

- სხვა ქვეყ­ნებს თუ აქვთ მი­წის­ქვე­შა გვი­რა­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის მსგავ­სი პრაქ­ტი­კა?

- იდენ­ტუ­რი ობი­ექ­ტე­ბი მთე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შტა­ბით შენ­დე­ბო­და. ყვე­ლა­ზე მეტი რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­შია. მოს­კოვს მარ­თლა აქვს მეტ­რო-2, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, რუ­სე­თის გარ­და, თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში შე­წყდა მი­წის­ქვე­შა ობი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. იქ დღემ­დე მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­შია ობი­ექ­ტი "ია­მან­ტაუ". ასე­ვე კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ურ­ბექ­სია აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში. მრავ­ლი ობი­ექ­ტი მო­ი­ძებ­ნე­ბა ყა­ზე­ხეთ­შიც, ესეც საბ­ჭო­თა მემ­კვიდ­რე­ო­ბაა, სწო­რედ აქ იყო მრა­ვა­ლი კოს­მო­სუ­რი კვლე­ვის ობი­ექ­ტიც.

- თუა შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ გვი­რა­ბე­ბის ტუ­რის­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით გა­მო­ყე­ნე­ბა?

- ცოტა რთუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ დიდი დრო გა­ვი­და. 90-იან წლებ­ში ეს ობი­ექ­ტე­ბი გა­ი­ძარ­ცვა. ფილტრა­ცი­ის სის­ტე­მე­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბამ სი­ნეს­ტის დო­ნის მო­მა­ტე­ბა და ობი­ექ­ტის კონ­სტრუქ­ცი­ის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. პირ­ვან­დე­ლი სა­ხით ალ­ბათ რთუ­ლი იქ­ნე­ბა და­აბ­რუ­ნო ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც იყო. ბუ­ტა­ფო­რი­უ­ლი ინ­ვენ­ტა­რით შე­იძ­ლე­ბა ამის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დია ეს საქ­მე. და­ი­მე­დე­ბის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა მრა­ვა­ლი ობი­ექ­ტი პრა­ღა­ში, რო­მელ­თაც ძა­ლი­ან დიდი შე­მო­სა­ვა­ლი შე­აქვთ ბი­უ­ჯეტ­ში.

- ვის ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და ზე­სა­ი­დუმ­ლო ობი­ექ­ტე­ბი?

- გა­აჩ­ნია რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის იყო, კო­ო­პე­რა­ტი­ვის თავ­მჯდო­მა­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, კრემ­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბო­და ყვე­ლას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში ყო­ფი­ლი­ყო. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ეს ობი­ექ­ტე­ბი "სუკ"-ს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. უნდა აღი­ნიშ­ნოს რომ ყვე­ლა ობი­ექ­ტი არ იყო ზე-სა­ი­დუმ­ლო, მა­გა­ლი­თად ბა­ღე­ბის, სკო­ლე­ბის და სა­ა­ვამ­ყო­ფო­ე­ბის თავ­შე­საფ­რებ­ში, ხში­რად ტარ­დე­ბო­და სწავ­ლე­ბე­ბი ევა­კუ­ა­ცი­ი­სათ­ვის.

- მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბის დროს რა ხდე­ბო­და ამ გვი­რა­ბებ­ში ან რა მიზ­ნით იყე­ნებ­დნენ მათ?

- მშვი­დო­ბი­ან დროს ამ ობი­ექ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში არა­ფე­რი ხდე­ბო­და. ერ­თა­დერ­თი თავ­შე­საფ­რებ­ში იც­ვლე­ბო­და საკ­ვე­ბი მა­რა­გე­ბი, ხდე­ბო­და ძვე­ლი ტექ­ნი­კის ახ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბა და ა.შ. ხოლო სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის ობი­ექ­ტე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებ­დნენ მუ­შა­ო­ბას. ცალ­კე აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია 90-იანი წლე­ბი, ამ დროს მრა­ვალ ობი­ექ­ტში გა­იხ­სნა პა­ტარ-პა­ტა­რა სა­წარ­მო­ე­ბი, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ გა­ა­ნად­გუ­რეს იქ არ­სე­ბუ­ლი ინსფრატ­რუქ­ტუ­რა და ტექ­ნი­კა.

- და­ახ­ლო­ე­ბით რამ­ხე­ლაა თბი­ლი­სის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი გვი­რა­ბე­ბის სიგ­რძე?

- გვი­რა­ბი სხვა არის და თავ­შე­სა­ფა­რი სხვა. გვი­რა­ბე­ბის სიგ­რძეს ვერ გა­ზო­მავ, ის შე­იძ­ლე­ბა კი­ლო­მეტ­რო­ბით იყოს, რაც შე­ე­ხე­ბა თავ­შე­საფ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი იქ­ნე­ბა. მათი ნა­წი­ლი შსს-ს, ხოლო ნა­წი­ლი თბი­ლი­სის მე­რი­ის ბა­ლანსზე ირი­ცხე­ბა.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

ფო­ტო­ე­ბის წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

უცნობი ფაქტები საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა მიწისქვეშა გვირაბების შესახებ

უცნობი ფაქტები საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა მიწისქვეშა გვირაბების შესახებ

"URBEX GEORGIA" ახალგაზრდების გაერთიანებაა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მიწისქვეშა გვირაბებს სწავლობს. გვირაბები, ძირითადად, საბჭოთა მემკვიდროებაა. ზოგი მათგანი საიდუმლო იყო, ზოგს საბჭოთა ხელისუფლება დანმაშავეთა დასასჯელად იყენებდა, ზოგიც ზე-საიდუმლო დანიშნულებას განეკუთვნელობდა. რატომ დაინტერესდნენ ახალგაზრდები აღნუშნული თემით და რა საინტერესო მასალას მიაკვლიეს? ამ და სხვა კითხვებით: "URBEX GEORGIA"-ს წვერებს ვახტან კაშმაძესა და ვახო ნოზაძეს მივმართეთ:

- ძალიან ბევრი მითი არსებობს მიწისქვეშა ობიექტებთან დაკავშირებით: "მეტრო-2 თბილისში" (სამთავრობო მეტრო, რომელსაც ქალაქგარეთ უნდა გაეყვანა მთავრობის წევრები, გვირაბები რომლებსაც ქალაქის ერთი ბოლოდან მეორემდე პარლამენტის გავლით მივყავართ და ა.შ.) ამ საიდუმლოებებით მოცულმა ადგილებმა ჩვენში ინტერესი გამოიწვია და დავიწყეთ ამ ყველაფრის შესწავლა. გარდა ამისა, ჩვენთვის რისკის ფაქტორიც დიდ როლს თამაშობს, საოცარი გრძნობაა როდესაც ისეთ ადგილას ჩადიხარ, სადაც შეიძლება ჩარჩე, სადმე ჩავარდე, რამე დაგეცეს, დაიკარგო და ა.შ, მოკლედ ადრენალით ვცხოვრობთ.

- რამდენი ხართ და რა მიზნით იკვლევთ?

- ამჟამად "URBEX GEORGIA" 4 წევრისგან შედგება და სხვების დამატებას არც ვფიქრობთ, სრულიად საკმარისია ეს რაოდენობა. როგორც უკვე აღვნიშნე, მრავალი მითი არსებობს ამ ობიექტებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ინტერესს იწვევს. უმეტეს შემთხვევაში მითი მითად რჩება. ხალხს რატომღაც უყვარს ყველაფრის გაზვიადება. ასევე გვაინტერესებს, როგორ იყო მოწყობილი სამოქალაქო თავდაცვა საბჭოთა დროს. ამის შესასწავლად საუკეთესო ობიექტებია საქართველოში. თანაც დროთა განმავლობაში ეს ობიექტები აუცილებლად განადგურდება (და ეს პროცესი 90-იანი წლებიდან აქტიურად მიდის), ამიტომ ჩვენ გვინდა ისტორიას დავუტოვოთ მათ შესახებ ინფორმაცია. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს არქივის დიდი ნაწილი განადგურებულია და ჩვენ ვცდილობთ მცირე წვლილი მაინც შევიტანოთ მისი გადარჩენის საქმეში.

- ბევრ გვირაბს საბჭოთა პერიოდში საწამებლად იყენებდნენ, თუ გხვდებათ რაიმე კვალი?

- მთლად ეგრეც ვერ ვიტყვი, რომ ბევრს იყენებდნენ. კი იყო კონკრეტული გვირაბები, საკნები, ე.წ. "ტუპიკები" (გრძელი გვირაბია, რომელიც რეალურად არსად არ მიდის. ბოლოში კედელთან აყუდებდნენ ხალხს და ხვრეტდნენ), სადაც ხალხს დაკითხვას უწყობდნენ ან ხვრეტდნენ. დღეს შეიძლება გადააწყდე პატიმრების მიერ დატოვებულ წარწერებს - მათ სახელებს და თარიღებს, ან იქ მომუშავე პერსონალის მიერ დატოვებულ წარწერებს და თარიღებს, მათი უმრავლესობა რუსულ ენაზეა.

- ისეთი გვირაბები თუ გხვდებათ, სადაც საიდუმლო კვლევებს ატარებდნენ?

- ჩვენი ინფორმაციით, მიწისქვეშა ობიექტებში ნაკლებად ტარდებოდა რამე საიდუმლო კვლევები. კვლევებს უფრო ისეთ ობიექტებში ატარებდნენ, როგორიცაა მაგალითად, სოფელი "პობედა" გარდაბნის რაიონში. საბჭოთა კავშირის დროს, შენდებოდა სამხედრო დანიშნულების სოფლები, სადაც მხოლოდ სამხედროების ოჯახები ცხოვრობდნენ. სოფელთან ახლოს განთავსებული იყო სამხედრო ბაზა, სადაც მოხვედრა მხოლოდ შესაბამისი საშვით იყო შესაძლებელი. იქ ჩატარებული სამუშაოები დღემდე გასაიდუმლოვებულია და ამ თემაზე არავინ საუბრობს, ასევე შეიძლება აღინიშნოს ე.წ "ზვეზდას" ობიექტები და მცხეთის რაიონის სოფ. კარსანი, სადაც დღესაც არის შემორჩენილი გარკვეული კვლევის ნაშთები (ვერწხლისწყალი და ა.შ).

- როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი იყო ამ გვირაბების არსებობა?

- მიწისქვეშა თავდაცვითი ობიექტების აშენება იმ პერიოდში აუცილებელი იყო. ლავრენტი ბერიამ მიიღო ბრძანება, რომ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით აეშენებინათ თავშესაფრები. ამას დაემატა სამოქალაქო თავდაცვის საკომანდო პუნქტების მშენებლობა. იმ დროინდელი მთავრობა უშვებდა, რომ საბჭოთა კავშირზე ატომური თავდასხმის შეიძლებოდა განხორციელბულიყო. ყველა თავშესაფარი აღჭურვილი იყო სასწავლო პლაკატებით, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მოქალაქე სხვადასხვა ტიპის დაბომბვისას, ან გარემოს დაბინძურების დროს. თავშესაფრების ბალანსზე ირიცხებოდა სპეცტექნიკა - დოზიმეტრები, სხვადასხვა საზომი ხელსაწყოები, აირწინაღები, მცირე ქიმიური ლაბორატორიები და სხვა. თუმცა ჩვენი აზრით, ობიექტების გარკვეული რაოდენობა უბრალოდ "გეგმიურად" შენდებოდა, ანუ არ პასუხობდა იმ გამოწვევას, რისთვისაც ის იყო აშენებული - ბევრი თავშესაფარი იმდენად ახლოსაა მიწის ზედაპირთან, რომ ავტომატის ჯერს თუ გაუძლებდა. ასეთი ობიექტები, ძირითადად, 70-იან წლებშია აშენებული, ე.ი მაშინ, როდესაც ბერიას მტკიცე ხელი მოაკლდა მშენებლებს.

- რა დანიშნულებისაა გვირაბების უმეტესობა?

- უმეტესობას თავდაცვითი ფუნქცია აქვს, მაგრამ იყო საკომანდო პუნქტებიც, სამედიცინო პუნქტები, საწარმოები და ტრანსპორტიც კი. დღეს ცოტამ თუ იცის, რომ მეტროპოლიტენის სისტემა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს შენდებოდა, ატარებდა როგორც სატრანსპორტო, ასევე სამოქალაქო თავდაცვის ფუნქციას. ასევე ხშირად გვხვდება კოლექტორები, საკომუნიკაციო და საირიგაციო გვირაბები.

- სხვა ქვეყნებს თუ აქვთ მიწისქვეშა გვირაბების მშენებლობის მსგავსი პრაქტიკა?

- იდენტური ობიექტები მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით შენდებოდა. ყველაზე მეტი რუსეთის დედაქალაქშია. მოსკოვს მართლა აქვს მეტრო-2, რომელიც მთავრობის ევაკუაციისთვის გამოიყენება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის გარდა, თითქმის ყველა ქვეყანაში შეწყდა მიწისქვეშა ობიექტების მშენებლობა. იქ დღემდე მშენებლობის პროცესშია ობიექტი "იამანტაუ". ასევე კარგად განვითარებული ურბექსია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მრავლი ობიექტი მოიძებნება ყაზეხეთშიც, ესეც საბჭოთა მემკვიდრეობაა, სწორედ აქ იყო მრავალი კოსმოსური კვლევის ობიექტიც.

- თუა შესაძლებელი ამ გვირაბების ტურისტული თვალსაზრისით გამოყენება?

- ცოტა რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდი დრო გავიდა. 90-იან წლებში ეს ობიექტები გაიძარცვა. ფილტრაციის სისტემების გაუმართაობამ სინესტის დონის მომატება და ობიექტის კონსტრუქციის დაზიანება გამოიწვია. პირვანდელი სახით ალბათ რთული იქნება დააბრუნო ის ყველაფერი, რაც იყო. ბუტაფორიული ინვენტარით შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ ძალიან შრომატევადია ეს საქმე. დაიმედების საფუძველს იძლევა მრავალი ობიექტი პრაღაში, რომელთაც ძალიან დიდი შემოსავალი შეაქვთ ბიუჯეტში.

- ვის ექვემდებარებოდა ზესაიდუმლო ობიექტები?

- გააჩნია რა დანიშნულების იყო, კოოპერატივის თავმჯდომარიდან დაწყებული, კრემლით დამთავრებული, შეიძლებოდა ყველას დაქვემდებარებაში ყოფილიყო. უმეტეს შემთხვევაში, ეს ობიექტები "სუკ"-ს ექვემდებარებოდა. უნდა აღინიშნოს რომ ყველა ობიექტი არ იყო ზე-საიდუმლო, მაგალითად ბაღების, სკოლების და საავამყოფოების თავშესაფრებში, ხშირად ტარდებოდა სწავლებები ევაკუაციისათვის.

- მშვიდობიანობის დროს რა ხდებოდა ამ გვირაბებში ან რა მიზნით იყენებდნენ მათ?

- მშვიდობიან დროს ამ ობიექტების უმეტესობაში არაფერი ხდებოდა. ერთადერთი თავშესაფრებში იცვლებოდა საკვები მარაგები, ხდებოდა ძველი ტექნიკის ახლით ჩანაცვლება და ა.შ. ხოლო სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას. ცალკე აღნიშვნის ღირსია 90-იანი წლები, ამ დროს მრავალ ობიექტში გაიხსნა პატარ-პატარა საწარმოები, რამაც საბოლოოდ გაანადგურეს იქ არსებული ინსფრატრუქტურა და ტექნიკა.

- დაახლოებით რამხელაა თბილისის ქვეშ არსებული გვირაბების სიგრძე?

- გვირაბი სხვა არის და თავშესაფარი სხვა. გვირაბების სიგრძეს ვერ გაზომავ, ის შეიძლება კილომეტრობით იყოს, რაც შეეხება თავშესაფრების რაოდენობას, რამდენიმე ასეული იქნება. მათი ნაწილი შსს-ს, ხოლო ნაწილი თბილისის მერიის ბალანსზე ირიცხება.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ფოტოების წყარო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი