პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხიდაშელის ნაცვლად იზორია, ზაქარეიშვილის ნაცვლად - ციხელაშვილი - პრემიერმა ახალი მინისტრები წარადგინა
ხიდაშელის ნაცვლად იზორია, ზაქარეიშვილის ნაცვლად - ციხელაშვილი - პრემიერმა ახალი მინისტრები წარადგინა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა თავ­დაც­ვის ახა­ლი მი­ნის­ტრი, ასე­ვე შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში ახა­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი წა­რად­გი­ნა.

თინა ხი­და­შე­ლის შემ­ცვლე­ლად სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ლე­ვან იზო­რია და­ი­ნიშ­ნა, ხოლო პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი მის­მა მო­ად­გი­ლე ქეთი ცი­ხე­ლაშ­ვილ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა და შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი დღე­ი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ტო­ვეს.

ორმა "რეს­პუბ­ლი­კელ­მა" მი­ნის­ტრმა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს 1-ელი აგ­ვის­ტო­დან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბით რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­მარ­თა. მათ მიერ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და­ტო­ვე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" მიერ მი­ღე­ბულ პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლი­თაც აღ­ნიშ­ნუ­ლი პარ­ტი­ე­ბი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

კი­დევ ერ­თმა "რეს­პუბ­ლი­კელ­მა" მი­ნის­ტრმა გიგ­ლა აგუ­ლაშ­ვილ­მა გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დარ­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა, რი­თაც "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას" გა­მო­ე­ყო. აგუ­ლაშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლოს­თან" გეგ­მავს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.

ხიდაშელის ნაცვლად იზორია, ზაქარეიშვილის ნაცვლად - ციხელაშვილი - პრემიერმა ახალი მინისტრები წარადგინა

ხიდაშელის ნაცვლად იზორია, ზაქარეიშვილის ნაცვლად - ციხელაშვილი - პრემიერმა ახალი მინისტრები წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის ახალი მინისტრი, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი წარადგინა.

თინა ხიდაშელის შემცვლელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია დაინიშნა, ხოლო პაატა ზაქარეიშვილი მისმა მოადგილე ქეთი ციხელაშვილმა ჩაანაცვლა.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეიდან ოფიციალურად დატოვეს.

ორმა "რესპუბლიკელმა" მინისტრმა პრემიერ-მინისტრს 1-ელი აგვისტოდან გადადგომის შესახებ განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა. მათ მიერ თანამდებობების დატოვება "ქართული ოცნებისა" და "რესპუბლიკური პარტიის" მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლითაც აღნიშნული პარტიები საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.

კიდევ ერთმა "რესპუბლიკელმა" მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე დარჩენა გადაწყვიტა, რითაც "რესპუბლიკურ პარტიას" გამოეყო. აგულაშვილი "ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან" გეგმავს თანამშრომლობას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."