პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ელით ფარმაცევტებს, ვინც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ურეცეპტოდ გაყიდის - დავით სერგეენკოს კომენტარი
რა ელით ფარმაცევტებს, ვინც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ურეცეპტოდ გაყიდის - დავით სერგეენკოს კომენტარი

ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ურე­ცეპ­ტოდ გა­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში, ფარ­მა­ცევ­ტებს პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ე­ზღუ­დე­ბათ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის რე­ცეპ­ტით გა­ცე­მის შე­სა­ხებ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სა­კი­თხის გან­სა­ხილ­ვე­ლად ად­გი­ლობ­რი­ვი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­მა­ცევტთა ასო­ცი­ა­ცი­ის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა. რო­გორც შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ვით სერ­გე­ენ­კომ გა­ნა­ცხა­და, ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­მო­იკ­ვე­თა ტენ­დე­ცია, რომ რამ­დე­ნი­მე აფ­თი­ა­ქი აგ­რძე­ლებს ტაბ­ლე­ტი­რე­ბუ­ლი ფორ­მე­ბის ურე­ცეპ­ტოდ გა­ცე­მას, მათ შო­რის ისე­თი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის, რო­მე­ლიც არის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კა­ტე­გო­რი­ის ჯგუფ­ში შე­ტა­ნი­ლი, რო­მელ­თა ურე­ცეპ­ტოდ გა­ცე­მაც არ შე­იძ­ლე­ბა.

და­ვით სერ­გე­ენ­კოს თქმით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო უახ­ლო­ეს მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე წა­რად­გენს წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბულ დო­კუ­მენტს, რო­მე­ლიც დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად შე­იქ­მნა და რომ­ლის მი­ზა­ნიც არის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე საფრ­თხის შემ­ცი­რე­ბა.

"გა­მო­იკ­ვე­თა აფ­თი­ა­ქე­ბი, რო­მელ­თაც არ სურთ კა­ნო­ნის დაც­ვა. შე­სა­ბა­მი­სად მო­ვამ­ზა­დეთ ჩვენ წი­ნას­წა­რი დო­კუ­მენ­ტი, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ვი­ა­რეთ პრო­ფე­სი­ულ ასო­ცი­ა­ცი­ებ­თან და უახ­ლო­ეს მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე ეს რე­გუ­ლა­ცია იქ­ნე­ბა გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. ჩვენ კა­ნონ­ში არ შეგ­ვაქვს ცვლი­ლე­ბე­ბი. არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნი მო­ი­თხოვს, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი გა­ი­ცეს მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლის­ტი ფარ­მა­ცევ­ტის მიერ. რიგ შემ­თხვე­ვა­ში ეს და­ცუ­ლი არ არის და გარ­და ჯა­რი­მე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლი­სა, ზე­მოქ­მე­დე­ბის სხვა მე­ქა­ნიზ­მი არ არის. ამ ცვლი­ლე­ბით ფარ­მა­ცევ­ტებს და­ე­კის­რე­ბათ შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ისი­ნი ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, თუ ისი­ნი და­არ­ღვე­ვენ კა­ნონს", - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ათე­უ­ლო­ბით გარ­დაც­ვლი­ლი თი­ნე­ი­ჯე­რი და სა­გან­გა­შოდ მძი­მე ვი­თა­რე­ბა" - რას პა­სუ­ხი აქვს ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის პრობ­ლე­მა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

რა ელით ფარმაცევტებს, ვინც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ურეცეპტოდ გაყიდის - დავით სერგეენკოს კომენტარი

რა ელით ფარმაცევტებს, ვინც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ურეცეპტოდ გაყიდის - დავით სერგეენკოს კომენტარი

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯანდაცვის მინისტრი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტით გაცემის შესახებ რეგულაციების საკითხის განსახილველად ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიების, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით სერგეენკომ განაცხადა, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდეცია, რომ რამდენიმე აფთიაქი აგრძელებს ტაბლეტირებული ფორმების ურეცეპტოდ გაცემას, მათ შორის ისეთი მედიკამენტების, რომელიც არის ყველაზე მაღალი კატეგორიის ჯგუფში შეტანილი, რომელთა ურეცეპტოდ გაცემაც არ შეიძლება.

დავით სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარადგენს წინასწარ შემუშავებულ დოკუმენტს, რომელიც დარგის სპეციალისტებთან ერთად შეიქმნა და რომლის მიზანიც არის მოსახლეობაზე საფრთხის შემცირება.

"გამოიკვეთა აფთიაქები, რომელთაც არ სურთ კანონის დაცვა. შესაბამისად მოვამზადეთ ჩვენ წინასწარი დოკუმენტი, კონსულტაციები გავიარეთ პროფესიულ ასოციაციებთან და უახლოეს მთავრობის სხდომაზე ეს რეგულაცია იქნება განხილვის საგანი. ჩვენ კანონში არ შეგვაქვს ცვლილებები. არსებული კანონი მოითხოვს, ფსიქოტროპული მედიკამენტები გაიცეს მხოლოდ სპეციალისტი ფარმაცევტის მიერ. რიგ შემთხვევაში ეს დაცული არ არის და გარდა ჯარიმებისა და ადმინისტრაციული სახდელისა, ზემოქმედების სხვა მექანიზმი არ არის. ამ ცვლილებით ფარმაცევტებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა და ისინი ვეღარ შეძლებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას, თუ ისინი დაარღვევენ კანონს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ასევე წაიკითხეთ: "ათეულობით გარდაცვლილი თინეიჯერი და საგანგაშოდ მძიმე ვითარება" - რას პასუხი აქვს ჯანდაცვის მინისტრს სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემაზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."