საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მრავალრიცხოვანი ოჯახი - შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები საგურამოში, საოჯახო აგარაკზე შეიკრიბნენ.
ოჯახურ შეკრებას ესწრებოდა სოფო შევარდნაძე, რომელიც რუსეთიდან სამშობლოში შვებულების გასატარებლად ჩამოვიდა.
ცნობილი ტელეწამყვანი ინსტაგრამის პირად გვერდზე აქვეყნებს ოჯახის წევრებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. მათზე სოფოს მშობლები, და-ძმა, მამა და ბიძა, ბიძაშვილი, ძმისშვილები არიან ასახულნი.