"რობერტ სტურუამ "ვეფხისტყაოსანზე" მუშაობა დაიწყო" - რაზე წყდება გული ია სუხიტაშვილს?

"რობერტ სტურუამ "ვეფხისტყაოსანზე" მუშაობა დაიწყო" - რაზე წყდება გული ია სუხიტაშვილს?

რუსთაველის თეატრის მსახიობის, ია სუხიტაშვილის ცხოვ­რებაში მსახიობ მიშა მესხთან­ განშორების შემდეგ ბევრი სია­ხლეა. თუმცა ყველა მხოლოდ მის პროფესიას უკავშირდება.

- თქვენ არაერთ ფილმში გადაგიღეს. ყველამ წარმატება მოიპოვა სხვადასხვა კინოფესტივალზე.

- წარმატება გვახარებს, მით უმეტეს, საერთაშორისო, თუმცა ყველაზე მეტად ფილმის ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგენას განვიცდით. "არ მინდა მომეწონოს" - პირდაპირ ამ განწყ­ობით მოდიან კინოთეატრში, რადგან ფილმში მისი მეგობარი ან მისი "სასტავი" არ მონაწილეობს... ასე არ შეიძლება.

- ქართულ პოლიტიკაშიც ასეა. როგორ გავლენას ახდენს პოლიტიკა ხელოვანთა ცხოვრებაზე?

- პოლიტიკა არ უნდა იჭრებოდეს თეატრში, კინოში. ხელოვანი არ უნდა ეწირებოდეს ხელისუფლების ცვლილებებს...

გული იმაზე მწყდება­, რომ არ მინდა დაიკარგოს რაღ­აც­... ქართული ხასიათი ნელ-ნელა კინოშიც იკარგება. დღეს, როდესაც რეჟისორი იღებს ფილმს მაგალითად, თბილისურ უბანზე, სადაც თბილისური ურთიერთობების გამოხატვა სჭირდება, ამას მსახიობს უემოციოდ აკეთებინებს, არადა, ჩვენ ძალიან ემოციური ხალხი ვართ და ეს ნელ-ნელა იკარგება კინოში. სულ გვთხოვენ,­ მოაკელი ემოცია, მინიმალიზმიო. მინიმალიზმი არაფრის კეთებას კი არ ნიშნავს... თუ ფილმში, ვთქვათ, ქართველ ქალს უკვდება ქმარი, მწუხარებას გამოხატავს მშვიდად - თვალებდახრილი; უყვარდება გოგოს ბიჭი, სიყვარულს გამოხატავს მშვიდად - თვალებდახრილი; ქალი გაიგებს, რომ ქმარი ღალატობს, ეჭვი­ანობას გამოხატავს მშვიდად­ - თვალებდახრილი. არადა, არა ვართ ასეთები ქართველები.­ მე მყავს მეგობრები, რომლებიც იტალიურ ეზოში ცხოვრობენ და ზუსტად ვიცი, როგორი ხმაური,­ ჟრიამული და გადაძახილებია ამ ეზოებში დღემდე. როცა ასეთ თემას ირჩევ კინოში გადასაღებად, მოდი და, გაითვალისწინე ქართული ხასიათი. რატომ მიყვარს იტალიური კინო? იმიტომ, რომ გროტესკულიც არის, ემოციურიც, ეს მათ შენარჩუნებული აქვთ. ფრანგული ფილმები იდუმალიც არის, ცოტა ეროტიკული, ანუ თავის ნიშას ყველა ინარჩუნებს. ჩვენ რატომ ვღალატობთ ამას, ვერ გავიგე...

გაგრძელება

ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები - პოპულარული ოჯახის შთამომავლების ცხოვრება და წლების შემდეგ ნაპოვნი ქალიშვილი (ფოტოები)

ქართული კინოს ტრიუმფი - სან-სებასტიანის კინოფესტივალზე ია სუხიტაშვილმა საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო მიიღო

ჯიჯი ჰადიდსა და ზეინ მალიკს გოგონა შეეძინათ - ბედნიერი მშობლების ემოციური სიტყვები და პირველი ფოტოები