პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აჩიკო ხელის­ ჩამოსართმევად გაღიმებული წასულა ანთ­აძისკენ, მან კი ორი სხვადასხვა იარაღიდან ესროლა"
"აჩიკო ხელის­ ჩამოსართმევად გაღიმებული წასულა ანთ­აძისკენ, მან კი ორი სხვადასხვა იარაღიდან ესროლა"

18 ივ­ლისს თბი­ლის­ში, აღსრ­ულე­ბის­ ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს ეზო­ში სრო­ლა ის­მო­და.­ სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ უფ­როსს, 44 წლის არ­ჩილ მა­მა­გე­იშ­ვილს, ძა­ლო­ვან­მა 50 წლის ავ­თან­დილ ან­თა­ძემ 7 ტყვია და­ა­ხა­ლა.­ სა­პა­სუ­ხოდ ან­თა­ძეს მა­მა­გე­იშ­ვი­ლის მე­გობ­არმა, ყო­ფილ­მა ძა­ლო­ვან­მა, 39 წლის მი­ხე­ილ ვა­ნიშ­ვილ­მა რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლა და ანთ­აძეც მძი­მედ და­იჭ­რა.

არ­ჩილ მა­მა­გე­იშ­ვი­ლი­ სა­ა­ვა­დმყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.­ ან­თა­ძის პა­ლა­ტას­თან კი პო­ლი­ცია დგას და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის პა­სუ­ხის­გე­ბა მო­უ­წევს.

ან­თა­ძე 2004 წელს შს მი­ნის­ტრ გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის მო­ად­გი­ლე იყო, 2015 წლამ­დე გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენტს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ­ჟა­მა­დაც სუს-ში მუ­შა­ობს. გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის თქმით, მას შემ­დეგ, რაც შს მი­ნის­ტრის პოს­ტი და­ტო­ვა, ან­თა­ძეს­თან ურთ­იერ­თო­ბა არ ჰქო­ნია. "მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მე­დი­ის­გან გა­ვი­გე. წარ­მოდ­გე­ნა არა მაქვს, ან­თა­ძე ამ­ჟა­მად რას საქ­მი­ა­ნობს, ან რა­ტომ უნდა ვი­ცო­დე, 12 წლის წინ იყო ჩემი მო­ად­გი­ლე და მას მერე არც კი მი­ნა­ხავს".

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ან­თა­ძეს მა­მა­გე­იშ­ვი­ლის თან­მხლე­ბი­ პი­რის, მი­ხე­ილ ვა­ნიშ­ვი­ლის მოკ­ვლაც უნ­დო­და, მაგ­რამ ისიც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და ან­თა­ძე დაჭ­რა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მი­ხე­ილ ვა­ნიშ­ვილ­საც წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი, იგი გან­ზრახ მკვლელ­ობის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ვა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, ვა­ნიშ­ვილს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა რომ ჰქო­ნო­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი,­ ან­თა­ძეს მოკ­ლავ­დაო.

"ეს ინ­ცი­დენ­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის წინ მოხ­და. რო­გორც კი და­ი­ნა­ხა ვა­ნიშ­ვილ­მა, რომ მისი მე­გო­ბა­რი და­ე­ცა და თა­ვად მის მოკ­ვლა­საც აპი­რებ­და ან­თა­ძე, ამის შემ­დეგ ეს­რო­ლა... არც გაქ­ცე­უ­ლა, როცა პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი მო­ვი­და, მას ჩა­ა­ბა­რა ია­რა­ღი და უთხრა, მე­გო­ბარს მიკ­ლავ­და, მეც მკლავ­და და ვეს­რო­ლეო".

ამის მი­უ­ხე­და­ვად, მო­სა­მარ­თლემ ვა­ნიშ­ვილს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ვაჟა და­ნე­ლია, თვითმხილ­ვე­ლი: - აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­რო­ში სა­მი­ვე­ნი შუ­ა­დღი­სას შე­მო­ვიდ­ნენ. ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობ­დნენ,­ სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­მა­გე­იშ­ვი­ლი თან­ხის დრო­უ­ლად დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვ­და, ან­თა­ძე კი ეუბ­ნე­ბო­და,­ რომ ასე­თი რამ არ უნდა ეკად­რა­ და სა­აღ­სრუ­ლე­ბო ბი­უ­რო­ში არ უნდა და­ე­ბა­რე­ბი­ნა. შო­რი­დან ისე ჩან­და, რომ ორნი და­ობ­დნენ, მე­სა­მე კი აწყნა­რებ­და.­ შემ­დეგ ეზო­ში გა­ვიდ­ნენ, ორი მათ­გა­ნი ერთი მანქ­ანის­კენ წა­ვი­და, მე­სა­მე კი - სხვა მი­მართ­ულე­ბით. შემ­დეგ კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად უკან მობ­რუნ­და,­ ერთ-ერთს ზურ­გი­დან მი­უ­ახ­ლოვ­და და ეს­რო­ლა..

გაგ­რე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"აჩიკო ხელის­ ჩამოსართმევად გაღიმებული წასულა ანთ­აძისკენ, მან კი ორი სხვადასხვა იარაღიდან ესროლა"

"აჩიკო ხელის­ ჩამოსართმევად გაღიმებული წასულა ანთ­აძისკენ, მან კი ორი სხვადასხვა იარაღიდან ესროლა"

18 ივლისს თბილისში, აღსრ­ულების­ ეროვნული ბიუროს ეზოში სრო­ლა ისმოდა.­ სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, 44 წლის არჩილ მამაგეიშვილს, ძალოვანმა 50 წლის ავთანდილ ანთაძემ 7 ტყვია დაახალა.­ საპასუხოდ ანთაძეს მამაგეიშვილის მეგობ­არმა, ყოფილმა ძალოვანმა, 39 წლის მიხეილ ვანიშვილმა რამდენჯერმე ესროლა და ანთ­აძეც მძიმედ დაიჭრა.

არჩილ მამაგეიშვილი­ საავა­დმყოფოში გარდაიცვალა.­ ანთაძის პალატასთან კი პოლიცია დგას და გამოჯანმრთელების შემდეგ განზრახ მკვლელობისთვის პასუხისგება მოუწევს.

ანთაძე 2004 წელს შს მინისტრ გიორგი ბარამიძის მოადგილე იყო, 2015 წლამდე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. როგორც ამბობენ, ამჟამადაც სუს-ში მუშაობს. გიორგი ბარამიძის თქმით, მას შემდეგ, რაც შს მინისტრის პოსტი დატოვა, ანთაძესთან ურთ­იერთობა არ ჰქონია. "მომხდარის შესახებ მედიისგან გავიგე. წარმოდგენა არა მაქვს, ანთაძე ამჟამად რას საქმიანობს, ან რატომ უნდა ვიცოდე, 12 წლის წინ იყო ჩემი მოადგილე და მას მერე არც კი მინახავს".

თვითმხილველების თქმით, ანთაძეს მამაგეიშვილის თანმხლები­ პირის, მიხეილ ვანიშვილის მოკ­ვლაც უნდოდა, მაგრამ ისიც შეიარაღებული აღმოჩნდა და ანთაძე დაჭრა. სამართალდამცავებმა მიხეილ ვანიშვილსაც წაუყენეს ბრალი, იგი განზრახ მკვლელ­ობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ვანიშვილის ადვოკატები აცხადებენ, ვანიშვილს განზრახ მკვლელობა რომ ჰქონოდა ჩაფიქრებული,­ ანთაძეს მოკლავდაო.

"ეს ინციდენტი სათვალთვალო კამერების წინ მოხდა. როგორც კი დაინახა ვანიშვილმა, რომ მისი მეგობარი დაეცა და თავად მის მოკვლასაც აპირებდა ანთაძე, ამის შემდეგ ესროლა... არც გაქცეულა, როცა პატრულის თანამშრომელი მოვიდა, მას ჩააბარა იარაღი და უთხრა, მეგობარს მიკლავდა, მეც მკლავდა და ვესროლეო".

ამის მიუხედავად, მოსამართლემ ვანიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ვაჟა დანელია, თვითმხილველი: - აღსრულების ბიუროში სამივენი შუადღისას შემოვიდნენ. ხმამაღლა საუბრობდნენ,­ სავარაუდოდ, მამაგეიშვილი თანხის დროულად დაბრუნებას ითხოვდა, ანთაძე კი ეუბნებოდა,­ რომ ასეთი რამ არ უნდა ეკადრა­ და სააღსრულებო ბიუროში არ უნდა დაებარებინა. შორიდან ისე ჩანდა, რომ ორნი დაობდნენ, მესამე კი აწყნარებდა.­ შემდეგ ეზოში გავიდნენ, ორი მათგანი ერთი მანქ­ანისკენ წავიდა, მესამე კი - სხვა მიმართ­ულებით. შემდეგ კი მოულოდნელად უკან მობრუნდა,­ ერთ-ერთს ზურგიდან მიუახლოვდა და ესროლა..

გაგრელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ