პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რისკის გამო გიჟივით ვაჭენებ ცხენს, მიყვარს გიტარაზე დაკვრა, მანქანით საათში 200 კილომეტრს გავდივარ"
"რისკის გამო გიჟივით ვაჭენებ ცხენს, მიყვარს გიტარაზე დაკვრა, მანქანით საათში 200 კილომეტრს გავდივარ"

წელს ლი­ა­ნა ისა­კა­ძე 70 წლის ხდე­ბა. იუ­ბი­ლე მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში კონ­ცერ­ტე­ბით აღი­ნიშ­ნე­ბა. მე­ვი­ო­ლი­ნე, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს, ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს, მარ­თავს კონ­ცერ­ტებს, უტა­რებს მას­ტერკლა­სებს ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სებს, აწყობს სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დე­ბით სა­ღა­მო­ებს. ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ა­ნა ამ­ჟა­მად მცი­რე ხნით სა­ქარ­თვე­ლო­შია. მისი სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო მოგ­ვი­ა­ნე­ბით თბი­ლის­ში გა­ი­მართEება.

- ქალ­ბა­ტო­ნო ლი­ა­ნა, წლე­ბი ხომ არ გა­ში­ნებთ?

- არა, სი­ბე­რე ჯერ არ მო­სუ­ლა. ერთ გე­ნი­ა­ლურ მწე­რალს აქვს ნათ­ქვა­მი: "ბავ­შვო­ბა სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე რჩე­ბა ჩვენ­ში, რად­გან მას წა­სას­ვლე­ლი არ­სად აქვს". მე ახლა ისე ვგრძნობ თავს, რო­გორც 18 წლის გოგო. ვე­რა­ფერ­მა შემ­ცვა­ლა, ვერც ჭკუ­ის და­რი­გე­ბამ, ვერც მარ­ცხმა, დარ­დმა, ასაკ­მა, წლებ­მა, ჩემ­ში ისევ ცო­ცხლობს ბავ­შვი.

- რას იტყვით თქვენს ცხოვ­რე­ბა­ზე?

- ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ იმით, რო­გორც ვი­ცხოვ­რე. ღმერ­თს მინ­დო­ბი­ლი - ყო­ველ­თვის ღმერ­თს მივ­ყავ­დი. მხო­ლოდ ერთი ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მქონ­და -კარ­გად და­მეკ­რა. თუ ამას ვე­ღარ შეძ­ლებ, მა­შინ უნდა მოკ­ვდე. მე მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა­ფე­რი ამ­ქვეყ­ნად. დოს­ტო­ევ­სკიმ თქვა, - თუ გინ­და ადა­მი­ა­ნი შე­გიყ­ვარ­დეს, უნდა გა­იც­ნო, მაგ­რამ თუ გინ­და გა­იც­ნო, უნდა შე­გიყ­ვარ­დე­სო. პირ­ვე­ლი იმ­პულ­სი სიყ­ვა­რუ­ლია, შემ­დეგ - მო­წო­ნე­ბა. ვარ ძა­ლი­ან მკაც­რი, მაგ­რამ მხო­ლოდ სა­მუ­შა­ოს გამო.

- ერთხელ თბი­ლის­ში თქვენს სახ­ლს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. მა­შინ­ვე თქვენ­თან გავჩნდი. და­მი­ნა­ხეთ თუ არა, მი­თხა­რით, - ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. მე არ ვიცი, შიგ­ნით რა ხდე­ბა, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ვი­ო­ლი­ნო გა­და­ვარ­ჩი­ნეო. რო­დის მიხ­ვდით, რომ ვი­ო­ლი­ნო თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია?

- მა­გა­ზე სულ ვფიქ­რობ და პა­სუხს ვერ ვპო­უ­ლობ. დე­და­ჩემ­მა მი­თხრა, პირ­ვე­ლად ხმა რომ ამო­ი­ღე, იმ­ღე­რეო. 3 წლის ვი­ყა­ვი, რომ უკვე და­ვუ­კა­რი. ალ­ბათ ასე მე­წე­რა, მე და ვი­ო­ლი­ნო გა­ნუყ­რე­ლი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. 7 წლი­სას მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში კონ­ცერ­ტი მქონ­და, ახ­ლაც მახ­სოვს ის გრძნო­ბა. კუ­ლი­სებ­ში ვი­დე­ქი და ვფიქ­რობ­დი, რო­დის გა­ვალ, რომ კარ­გად და­ვუკ­რა და ხალ­ხს სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვა­ნი­ჭო-მეთ­ქი. ეს გრძნო­ბა დღემ­დე მომ­დევს. არა­სო­დეს ვფიქ­რობ, კარ­გი კონ­ცერ­ტი გა­მო­მი­ვი­დეს, შე­უც­დომ­ლად და­ვუკ­რა. მთა­ვა­რია, ვიყო ბუ­ნებ­რი­ვი.

გაგ­რძე­ლე­ბა

"რისკის გამო გიჟივით ვაჭენებ ცხენს, მიყვარს გიტარაზე დაკვრა, მანქანით საათში 200 კილომეტრს გავდივარ"

"რისკის გამო გიჟივით ვაჭენებ ცხენს, მიყვარს გიტარაზე დაკვრა, მანქანით საათში 200 კილომეტრს გავდივარ"

წელს ლიანა ისაკაძე 70 წლის ხდება. იუბილე მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში კონცერტებით აღინიშნება. მევიოლინე, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, ბევრს მოგზაურობს, მართავს კონცერტებს, უტარებს მასტერკლასებს ახალგაზრდა მუსიკოსებს, აწყობს საინტერესო შემოქმედებით საღამოებს. ქალბატონი ლიანა ამჟამად მცირე ხნით საქართველოშია. მისი საიუბილეო საღამო მოგვიანებით თბილისში გაიმართEება.

- ქალბატონო ლიანა, წლები ხომ არ გაშინებთ?

- არა, სიბერე ჯერ არ მოსულა. ერთ გენიალურ მწერალს აქვს ნათქვამი: "ბავშვობა სიცოცხლის ბოლომდე რჩება ჩვენში, რადგან მას წასასვლელი არსად აქვს". მე ახლა ისე ვგრძნობ თავს, როგორც 18 წლის გოგო. ვერაფერმა შემცვალა, ვერც ჭკუის დარიგებამ, ვერც მარცხმა, დარდმა, ასაკმა, წლებმა, ჩემში ისევ ცოცხლობს ბავშვი.

- რას იტყვით თქვენს ცხოვრებაზე?

- ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, როგორც ვიცხოვრე. ღმერთს მინდობილი - ყოველთვის ღმერთს მივყავდი. მხოლოდ ერთი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა -კარგად დამეკრა. თუ ამას ვეღარ შეძლებ, მაშინ უნდა მოკვდე. მე მიყვარს ადამიანი, ყველაფერი ამქვეყნად. დოსტოევსკიმ თქვა, - თუ გინდა ადამიანი შეგიყვარდეს, უნდა გაიცნო, მაგრამ თუ გინდა გაიცნო, უნდა შეგიყვარდესო. პირველი იმპულსი სიყვარულია, შემდეგ - მოწონება. ვარ ძალიან მკაცრი, მაგრამ მხოლოდ სამუშაოს გამო.

- ერთხელ თბილისში თქვენს სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მაშინვე თქვენთან გავჩნდი. დამინახეთ თუ არა, მითხარით, - ყველაფერი კარგად არის. მე არ ვიცი, შიგნით რა ხდება, მაგრამ მთავარია, ვიოლინო გადავარჩინეო. როდის მიხვდით, რომ ვიოლინო თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია?

- მაგაზე სულ ვფიქრობ და პასუხს ვერ ვპოულობ. დედაჩემმა მითხრა, პირველად ხმა რომ ამოიღე, იმღერეო. 3 წლის ვიყავი, რომ უკვე დავუკარი. ალბათ ასე მეწერა, მე და ვიოლინო განუყრელი უნდა ვყოფილიყავით. 7 წლისას მუსიკალურ სკოლაში კონცერტი მქონდა, ახლაც მახსოვს ის გრძნობა. კულისებში ვიდექი და ვფიქრობდი, როდის გავალ, რომ კარგად დავუკრა და ხალხს სიამოვნება მივანიჭო-მეთქი. ეს გრძნობა დღემდე მომდევს. არასოდეს ვფიქრობ, კარგი კონცერტი გამომივიდეს, შეუცდომლად დავუკრა. მთავარია, ვიყო ბუნებრივი.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი