1-ელ აგვისტოს ჟურნალ OK!-ის განახლებული გამოცემა გამოდის.
ჟურნალის მთავარ რედაქტორობას ოლგა ბაბლუანი დათანხმდა. საავტორო კინოს მსახიობი, გახმაურებული გადაცემის "მშვიდობით იარაღოს" ავტორი, წამყვანი და პროდიუსერი, რომელმაც ჟურნალ "12"-ის პირველი ნომრის რედაქტორობის დროს, ფრედერიკ ბეგბედერი პარიზიდან საქართველოში ჩამოიყვანა ხვალიდან OK!-ის ახალ გამოშვებას შემოგვთავაზებს.
ეს ერთადერთი სიახლე არ არის, რასაც გამოცემა ერთგულ მკითხველს სთავაზობს. როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა ოლგა ბაბლუანმა განაცხადა, გამოცემას რამდენიმე ახალი რუბრიკა დაემატება:
"განახლებულ კონცეპტში ვიხილავთ - რუბრიკას პოლიტიკოსებისა და დიპლომატების შესახებ, კულტურულ მიმოხილვას, გვექნება სოციალურ თემაზე მიძვნილი რეპორტაჟიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ცნობილი ქართველების პროფესიულ და პირად ცხოვრებას. უცხოურ ინფორმაციას საინტერესოდ, მაგრამ მეორად ადგილს დავუთმობთ. მოდის კუთხით გვანცა სალაყაია იმუშავებს - სიახლეებს, რჩევებს და ესთეტიკურ მხარეს დახვეწს. ჟურნალს ემატება OK + რაც ნიშნავს რომ დანამატის სახით, მკითხველს მივაწვდით საფუძვლიან ინფორმაციას მოგზაურობის, სამზარეულოს, ხელოვნების... შესახებ" - დასძინა საუბრისას ოლგა ბაბლუანმა.
"ჟურნალის არსი საკმაოდ მწირეა მსოფლიოს მაშტაბით. Ok! ინტერნაცინაური ბრენდია. 20 ქვეყანაში გამოდის და 30 მილიონი ადამიანი კითხულობს - საქართველო ჯერ განვითარებად გზაზეა, პოსტსაბჭოთა ეპოქა ისევ სახეზეა, ამიტომ მაინტერესებს მკითხველს შევუქმნა სინტერესოდ საკითხავი ჟურნალი, ადვილად გასაგები ყველასათვის. აგვისტოს ნომრის ყდა დავუთმე კალაძეების ოჯახს - ექსკლუზიური ინტერვიუთი, კარგი პარტნიორობა გამოვიდა. ჟურნალის ფოტონაწილი აწყობილია ფირით. გვყავს ახალი ფოტოგრაფები და ახალი ჟურნალისტებიც. უნდა შევინარჩუნოთ რესპოდენტის ენა, ავთენტურობა - არ უნდა არსებობდეს OK! ენა, არამედ პირიქით. ნებისმიერი რესპონდეტის ხასიათი და პიროვნება უნდა იყოს შენარჩუნებული!" - აღნიშნა ბაბლუანმა.
1-ელ აგვისტოს OK!-ის მკითხველს პირველად მიეცემა საშუალება კახა კალაძესა და ანუკი არეშიძესთან ინტერვიუ წაიკითხოს და მათი ოჯახური ფოტოსესია იხილოს. საინტერესო ქავერ-სთორისთან ერთად, ჟურნალი მკითხველს სხვა ბევრ საინტერესო რუბრიკას სთავაზობს.
ყდის ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი