პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საიდუმლოს მალავს გრაკლიანის უნიკალური წარწერა: "როგორც ჩანს, სწორია ვარაუდი, რომ ჩვენი წინაპრები ბიბლიის წერაში მონაწილეობდნენ"
რა საიდუმლოს მალავს გრაკლიანის უნიკალური წარწერა: "როგორც ჩანს, სწორია ვარაუდი, რომ ჩვენი წინაპრები ბიბლიის წერაში მონაწილეობდნენ"

2015 წელს აღ­მო­ჩე­ნი­ლი გრაკ­ლი­ა­ნის უნი­კა­ლუ­რი წარ­წე­რა, ამე­რი­კის, კერ­ძოდ, მა­ი­ა­მის ბეტა ლა­ბო­რა­ტო­რი­ამ ძვ.წ. XI-X სა­უ­კუ­ნე­ებს მი­ა­კუთ­ვნა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იძ­ლე­ბა შეც­ვა­ლოს მსოფ­ლიო დამ­წერ­ლო­ბის ის­ტო­რია.

აღ­მო­ჩე­ნით დას­ტურ­დე­ბა, რომ 2700- 3000 წლის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დამ­წერ­ლო­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ამ ფაქ­ტმა და ადრე აღ­მო­ჩე­ნილ­მა მა­სა­ლებ­მა, შე­საძ­ლოა, ძვ.წ. VII-VI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს, კერ­ძოდ, ქარ­თლის ის­ტო­რი­ის გარ­კვე­უ­ლი ეტა­პიც შეც­ვა­ლოს. გრაკ­ლი­ა­ნის გო­რა­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის შე­დე­გად ქვის ხა­ნი­დან ან­ტი­კურ პე­რი­ო­დამ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის უწყვე­ტი ციკ­ლი და­დას­ტურ­და.

ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ალე­კო ცინ­ცა­ძე ამ ფაქტს ამე­რი­კე­ლე­ბის დას­კვნამ­დე 5 წლით ადრე ქარ­თუ­ლი ჰე­მატ­რი­ის მე­თოდ­ზე დაყ­რდნო­ბით ამ­ტკი­ცებ­და. ჰე­მეტ­რია ბიბ­ლი­ის გა­შიფვ­რის ერთ-ერთი მე­თო­დია. ბა­ტო­ნი ალე­კოს მიერ ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის შე­საქ­მედ მი­ნი­მუმ, ძვ.წ. 1000 წელი და­სა­ხელ­და. ამ­დე­ნად, გრაკ­ლი­ა­ნის წარ­წე­რის ამე­რი­კუ­ლი ბი­უ­როს მიერ და­თა­რი­ღე­ბამ, რო­გორც პრო­ფე­სო­რი ამ­ბობს, მხო­ლოდ გრაკ­ლი­ა­ნის თა­რი­ღი კი არ და­ა­დას­ტუ­რა, არა­მედ მათ მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მე­თო­დის სი­ზუს­ტეც.

ძვ.წ. X სა­უ­კუ­ნი­საა წარ­წე­რა - რო­გო­რია მისი გრა­ფი­კა, რამ­დე­ნად ჰგავს ასომ­თავ­რულს, რა ეწე­რა მას­ში? - ეს ყვე­ლა­ფე­რი მეც­ნი­ე­რის თქმით, სა­ინ­ტე­რე­სოა, მაგ­რამ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი, რად­გა­ნაც უმ­თავ­რე­სია ის, რომ იმ პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ალ­ფა­ვი­ტუ­რი წე­რის კულ­ტუ­რა ფიქ­სირ­დე­ბა. AMBEBI.GE ამ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე ალე­კო ცინ­ცა­ძეს ესა­უბ­რა:

- ჰე­მატ­რი­ის მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით დად­გე­ნი­ლი ფაქ­ტით, შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ, რომ ძვ.წ. X სა­უ­კუ­ნე­ში არა თუ ალ­ფა­ვი­ტუ­რი დამ­წერ­ლო­ბის კულ­ტუ­რა გვქონ­და, არა­მედ ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნუ­რი სის­ტე­მა მთლი­ა­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იყო, - გან­სა­ზღვრუ­ლი გახ­ლდათ ასო­ნიშ­ნე­ბის მიმ­დევ­რო­ბა, მათი რი­გი­თი ნო­მე­რი, რი­ცხვმნიშ­ვნე­ლო­ბე­ბი, სა­ხელ­დე­ბე­ბი და ა.შ.

- რა ფაქ­ტზე დაყ­რდნო­ბით ვამ­ბობ­დით ამას მა­შინ, როცა თვი­თონ წარ­წე­რა არ გვქონ­დათ ნა­ნა­ხი?

- ჰე­მატ­რი­ის მე­თო­დით გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ ტო­პო­ნი­მი გრა­კა­ლი, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სი­ტყვას (გრკა­ლი) უკავ­შირ­დე­ბა, ის ძველ ქარ­თულ­ში რკალს, წრეს აღ­ნიშ­ნავ­და, რაც ეტი­მო­ლო­გი­უ­რად ჯერ კი­დევ აკა­კი შა­ნი­ძემ გა­მო­იკ­ვლია. ჰე­მატ­რი­ის მე­თოდ­მა ამ ტო­პო­ნიმ­ში 2 რი­ცხვსიმ­ბო­ლო აღ­მო­ა­ჩი­ნა: ერთი - ძე ღმერ­თის წმინ­და რი­ცხვი (ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი პა­რა­მეტ­რი, გა­დახ­რის კუ­თხე) მე­ო­რე - ქუ­რუმ­თა რი­ცხვ-სიმ­ბო­ლო, რაც იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ იქ მზის თაყ­ვა­ნის­მცე­მელ ქუ­რუმ­თა შე­საკ­რე­ბე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ეს ახლა არ­ქე­ო­ლო­გე­ბის მიერ უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, - ფაქ­ტია, რომ სწო­რად იმუ­შა­ვა ჰე­მატ­რი­ულ­მა მე­თოდ­მა.

- რა არის ჰე­მატ­რი­უ­ლი მე­თო­დის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი?

- ან­ბა­ნუ­რი სის­ტე­მის ერ­თმთლი­ა­ნი არ­სე­ბო­ბა. თუ ან­ბა­ნუ­რი სის­ტე­მა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ არის, ეს მე­თო­დი ეფექ­ტუ­რი ვერ იქ­ნე­ბა. ვი­ნა­ი­დან ამ შემ­თხვე­ვა­ში წარ­მა­ტე­ბით იმუ­შა­ვა, ნიშ­ნავს, რომ იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ეს ტო­პო­ნი­მი შე­იქ­მნა, ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნუ­რი სის­ტე­მა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იყო. დღეს დარ­წმუ­ნე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ეს ტო­პო­ნი­მი ძვ.წ. მე­ო­რე ათას­წლე­უ­ლის შუა წლებ­სა და ძვ.წ-ს. პირ­ვე­ლი ათას­წლე­უ­ლის და­წყე­ბამ­დეა შექ­მნი­ლი და იმა­ვე პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბობ­და ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნუ­რი სის­ტე­მა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თვი­თონ ტო­პო­ნი­მი, თა­ვის დრო­ზე გრა­ა­ლის თე­მას და­უ­კავ­შირ­და, რად­გან რკა­ლი ახალ­შო­ბი­ლი მთავ­რის სიმ­ბო­ლოა, მისი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა, აქე­დან კი რკა­ლი ყრმა იე­სოს სიმ­ბო­ლო გახ­და. რკა­ლი, რო­გორც გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, თა­სის სიმ­ბო­ლო­ცაა, სა­ი­და­ნაც მოხ­და გრა­ალ­ზე გა­დას­ვლა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თა­ვის დრო­ზე, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ და ოთარ ქვრი­ვიშ­ვილ­მა და­ად­გი­ნეს, რომ იმა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბობ­და ციხე იას­პი (იას­პი ბიბ­ლი­ა­ში ძვირ­ფა­სი ქვა, რომ­ლი­თაც დამ­ზა­დე­ბუ­ლი იყო გრა­ა­ლის თასი). ახა­ლი წ.აღ XII-XIII სა­უ­კუ­ნის­თვის გრა­ა­ლის თემა ევ­რო­პა­ში მოხ­ვდა და თუ მეც­ნი­ე­რე­ბის დას­კვნებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, სუ­რა­თი ასე­თია: გრკა­ლი - გრა­კა­ლი ქარ­თულ­ში, გრა­ცაი - კა­პა­დო­კი­ა­ში, გრა­ა­ლი - ევ­რო­პა­ში. შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ტო­პო­ნი­მი გრა­კა­ლი გარ­კვე­უ­ლად გრა­ა­ლის თე­მას და­უ­კავ­შირ­და. მოკ­ლედ, ქუ­რუმ­თა მძლავ­რი ცენ­ტრის შე­საკ­რე­ბე­ლის არ­სე­ბო­ბა აქამ­დეც სა­ვა­რა­უ­დო იყო, რაც ბოლო აღ­მო­ჩე­ნით სა­ბო­ლო­ოდ და­დას­ტურ­და.

- უნი­კა­ლუ­რი აღ­მო­ჩე­ნა კი­დევ რისი ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა?

- უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ მო­მა­ვა­ლი კვლე­ვე­ბი ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის წარ­მო­შო­ბას კი­დევ უფრო შორს გა­და­წევს და სულ უფრო გა­მო­იკ­ვე­თე­ბა მისი შექ­მნის ამ­ბა­ვი...

- კი­დევ ერთხელ რომ მი­ვუბ­რუნ­დეთ ჰე­მატ­რი­ის მე­თოდს, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც, სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა შე­ძე­ლით, რას წარ­მო­ად­გენს?

- ის ბიბ­ლი­ის გა­შიფვ­რის სამ­თა­გან ერთ-ერთი მე­თო­დია, რაც ქარ­თულ ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბა­ში ფარ­თოდ ცნო­ბი­ლი არ იყო, რად­გა­ნაც მი­აჩ­ნდათ, რომ მხო­ლოდ ბიბ­ლი­ის შემ­ქმნე­ლი ხალ­ხე­ბის (ებ­რა­ე­ლე­ბი, ბერ­ძნე­ბი, ლა­თი­ნე­ბი) ენობ­რივ ძირ­ში უნდა არ­სე­ბუ­ლი­ყო ამ მე­თო­დით შექ­მნი­ლი ლექ­სი­კა. ვი­ნა­ი­დან ჩვენს წი­ნა­პარს ბიბ­ლია არ და­უ­წე­რია, ფიქ­რობ­დნენ, რომ ჰე­მატ­რი­უ­ლი ლექ­სი­კა არ ჰქონ­დათ. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, სწო­რი იყო მეც­ნი­ე­რი ნიკო მარი, რო­მე­ლიც ვა­რა­უ­დობ­და, რომ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ბიბ­ლი­ის პირ­ვე­ლი 5 თა­ვის და­წე­რა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

- ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ხართ, ამ თე­მით რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დით?

- ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რულ-ტექ­ნი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტის და­მა­არ­სე­ბე­ლი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდით. ბოლო 10 წელი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ო­ბას მი­ვუ­ძღვე­ნი. ამ თე­მამ­დე კი შემ­თხვე­ვით მი­ვე­დი. პირ­ვე­ლად ჰე­მატ­რი­უ­ლი შიფ­რით იო­ა­ნე ზო­სი­მეს ხელ­ნა­წერ­ზე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, რად­გა­ნაც დრო მქონ­და, ჩვენ ხომ იმ პე­რი­ოდ­ში "ჩაგ­ვრე­ცხეს"?!

მოკ­ლედ, იო­ა­ნე ზო­სი­მეს მთე­ლი ხელ­ნა­წე­რი ჰე­მატ­რი­უ­ლი შიფ­რით და­წე­რი­ლი აღ­მოჩ­ნდა, მა­შინ ამ თე­მის შე­სა­ხებ ცოტა რამ ვი­ცო­დი. თუმ­ცა, ამო­ნახ­სნი, რაც ლექ­სი­კურ კვლე­ვას ეძღვნე­ბო­და. ალ­ბა­თუ­რად გა­ირ­კვა (რად­გა­ნაც და­შიფ­რუ­ლი ხელ­ნა­წე­რია და მას­ში მთა­ვა­რი რი­ცხობ­რი­ვი მო­მენ­ტე­ბია). მაგ­რამ ხელ­ნა­წერ­ში იო­ა­ნე ზო­სი­მე ქარ­თულს უფ­ლის ენად აცხა­დებს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მის­თვის ცნო­ბი­ლი იყო ბერ­ძნუ­ლი, ებ­რა­უ­ლი ჰე­მატ­რი­ე­ბის შე­სა­ხებ და ამა­ზე დაყ­რდნო­ბით. გა­მო­იკ­ვლია ძვე­ლი ქარ­თუ­ლის უმ­თავ­რე­სი სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი ლექ­სი­კა, რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულს მი­აგ­ნო. ჩვენ კი მის შემ­დეგ სწო­რედ ამ კვალ­ზე გა­ვე­დით. აღ­მოჩ­ნდა, რომ 1000-მდე სი­ტყვა გვაქვს, რო­მე­ლე­ბიც ასე­ვეა შექ­მნი­ლი. იყო ძი­რი­თა­დი სარ­წმუ­ნე­ობ­რი­ვი მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი სი­ტყვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰე­მატ­რი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, გნე­ბავთ, გათ­ვლე­ბით იქ­მნე­ბო­და.

იმ ხელ­ნა­წე­რის მერე ან­ბა­ნის შე­საქმზე გა­და­ვე­დით და მისი წარ­მოქ­მნა მი­ნი­მუმ ძვ.წ. 1000 წლი­სათ­ვის და­ვა­თა­რი­ღეთ. ცოტა ხნის წინ ამე­რი­კუ­ლი სა­ექ­სპერ­ტო ბი­უ­როს დას­კვნა ჩვენს დას­კვნას და­ემ­თხვა. ტო­პო­ნიმ­ში ზუს­ტად გა­მოჩ­ნდა, რა­საც არ­ქე­ო­ლო­გებ­მა მი­აკ­ვლი­ეს, რა­მაც მიგ­ვიყ­ვა­ნა იმ დას­კვნამ­დე, რომ ჩვე­ნი მიგ­ნე­ბა და ქარ­თუ­ლი ჰე­მატ­რია რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს, რაც ჩემ­თვის მა­თე­მა­ტი­კუ­რად და ალ­ბა­თუ­რად სრუ­ლი­ად ცხა­დი იყო, რად­გან თვი­თონ ალ­ბა­თო­ბის სპე­ცი­ა­ლირსტი გახ­ლა­ვართ.

- გა­მო­დის, მსგავს თე­მებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ჰე­მატ­რი­ის მე­თო­დი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ...

- რა თქმა უნდა. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, არ­სე­ბობს ბერ­ძნუ­ლი, ებ­რა­უ­ლი, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი მათ­გან ნი­უ­ან­სებ­ში გან­სხვდე­ბა. ჩემ მიერ აღ­დგე­ნი­ლია ქარ­თუ­ლი ჰე­მატ­რი­ის მთე­ლი კომ­პლექ­სი, რა­ზეც მომ­ზა­დე­ბუ­ლი მაქვს რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მოხ­სე­ნე­ბა, პუბ­ლი­კა­ცია და 2 წიგ­ნი. ამ მე­თო­დის შე­სა­ხებ რომ სცოდ­ნო­და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილს, სხვა­ნა­ი­რად და­ი­წე­რე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რა საიდუმლოს მალავს გრაკლიანის უნიკალური წარწერა: "როგორც ჩანს, სწორია ვარაუდი, რომ ჩვენი წინაპრები ბიბლიის წერაში მონაწილეობდნენ"

რა საიდუმლოს მალავს გრაკლიანის უნიკალური წარწერა: "როგორც ჩანს, სწორია ვარაუდი, რომ ჩვენი წინაპრები ბიბლიის წერაში მონაწილეობდნენ"

2015 წელს აღმოჩენილი გრაკლიანის უნიკალური წარწერა, ამერიკის, კერძოდ, მაიამის ბეტა ლაბორატორიამ ძვ.წ. XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა, რამაც მნიშვნელოვნად შეიძლება შეცვალოს მსოფლიო დამწერლობის ისტორია.

აღმოჩენით დასტურდება, რომ 2700- 3000 წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე დამწერლობა გამოიყენებოდა. ამ ფაქტმა და ადრე აღმოჩენილმა მასალებმა, შესაძლოა, ძვ.წ. VII-VI საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ, ქართლის ისტორიის გარკვეული ეტაპიც შეცვალოს. გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების უწყვეტი ციკლი დადასტურდა.

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალეკო ცინცაძე ამ ფაქტს ამერიკელების დასკვნამდე 5 წლით ადრე ქართული ჰემატრიის მეთოდზე დაყრდნობით ამტკიცებდა. ჰემეტრია ბიბლიის გაშიფვრის ერთ-ერთი მეთოდია. ბატონი ალეკოს მიერ ქართული ანბანის შესაქმედ მინიმუმ, ძვ.წ. 1000 წელი დასახელდა. ამდენად, გრაკლიანის წარწერის ამერიკული ბიუროს მიერ დათარიღებამ, როგორც პროფესორი ამბობს, მხოლოდ გრაკლიანის თარიღი კი არ დაადასტურა, არამედ მათ მიერ გამოყენებული მეთოდის სიზუსტეც.

ძვ.წ. X საუკუნისაა წარწერა - როგორია მისი გრაფიკა, რამდენად ჰგავს ასომთავრულს, რა ეწერა მასში? - ეს ყველაფერი მეცნიერის თქმით, საინტერესოა, მაგრამ მეორეხარისხოვანი, რადგანაც უმთავრესია ის, რომ იმ პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე ალფავიტური წერის კულტურა ფიქსირდება. AMBEBI.GE ამ საინტერესო თემაზე ალეკო ცინცაძეს ესაუბრა:

- ჰემატრიის მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფაქტით, შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ძვ.წ. X საუკუნეში არა თუ ალფავიტური დამწერლობის კულტურა გვქონდა, არამედ ქართული ანბანური სისტემა მთლიანად ჩამოყალიბებული იყო, - განსაზღვრული გახლდათ ასონიშნების მიმდევრობა, მათი რიგითი ნომერი, რიცხვმნიშვნელობები, სახელდებები და ა.შ.

- რა ფაქტზე დაყრდნობით ვამბობდით ამას მაშინ, როცა თვითონ წარწერა არ გვქონდათ ნანახი?

- ჰემატრიის მეთოდით გამოვიკვლიეთ ტოპონიმი გრაკალი, რაც ძალიან საინტერესო სიტყვას (გრკალი) უკავშირდება, ის ძველ ქართულში რკალს, წრეს აღნიშნავდა, რაც ეტიმოლოგიურად ჯერ კიდევ აკაკი შანიძემ გამოიკვლია. ჰემატრიის მეთოდმა ამ ტოპონიმში 2 რიცხვსიმბოლო აღმოაჩინა: ერთი - ძე ღმერთის წმინდა რიცხვი (ასტრონომიული პარამეტრი, გადახრის კუთხე) მეორე - ქურუმთა რიცხვ-სიმბოლო, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იქ მზის თაყვანისმცემელ ქურუმთა შესაკრებელი უნდა ყოფილიყო. ეს ახლა არქეოლოგების მიერ უკვე დადასტურებულია, - ფაქტია, რომ სწორად იმუშავა ჰემატრიულმა მეთოდმა.

- რა არის ჰემატრიული მეთოდის ამოსავალი წერტილი?

- ანბანური სისტემის ერთმთლიანი არსებობა. თუ ანბანური სისტემა ჩამოყალიბებული არ არის, ეს მეთოდი ეფექტური ვერ იქნება. ვინაიდან ამ შემთხვევაში წარმატებით იმუშავა, ნიშნავს, რომ იმ პერიოდში, როცა ეს ტოპონიმი შეიქმნა, ქართული ანბანური სისტემა ჩამოყალიბებული იყო. დღეს დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტოპონიმი ძვ.წ. მეორე ათასწლეულის შუა წლებსა და ძვ.წ-ს. პირველი ათასწლეულის დაწყებამდეა შექმნილი და იმავე პერიოდში არსებობდა ქართული ანბანური სისტემა. აღსანიშნავია, რომ თვითონ ტოპონიმი, თავის დროზე გრაალის თემას დაუკავშირდა, რადგან რკალი ახალშობილი მთავრის სიმბოლოა, მისი გამოსახულებაა, აქედან კი რკალი ყრმა იესოს სიმბოლო გახდა. რკალი, როგორც გრაფიკული გამოსახულება, თასის სიმბოლოცაა, საიდანაც მოხდა გრაალზე გადასვლა.

მნიშვნელოვანია, რომ თავის დროზე, ზვიად გამსახურდიამ და ოთარ ქვრივიშვილმა დაადგინეს, რომ იმავე ტერიტორიაზე არსებობდა ციხე იასპი (იასპი ბიბლიაში ძვირფასი ქვა, რომლითაც დამზადებული იყო გრაალის თასი). ახალი წ.აღ XII-XIII საუკუნისთვის გრაალის თემა ევროპაში მოხვდა და თუ მეცნიერების დასკვნებს გავითვალისწინებთ, სურათი ასეთია: გრკალი - გრაკალი ქართულში, გრაცაი - კაპადოკიაში, გრაალი - ევროპაში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტოპონიმი გრაკალი გარკვეულად გრაალის თემას დაუკავშირდა. მოკლედ, ქურუმთა მძლავრი ცენტრის შესაკრებელის არსებობა აქამდეც სავარაუდო იყო, რაც ბოლო აღმოჩენით საბოლოოდ დადასტურდა.

- უნიკალური აღმოჩენა კიდევ რისი ვარაუდის საფუძველს იძლევა?

- უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალი კვლევები ქართული ანბანის წარმოშობას კიდევ უფრო შორს გადაწევს და სულ უფრო გამოიკვეთება მისი შექმნის ამბავი...

- კიდევ ერთხელ რომ მივუბრუნდეთ ჰემატრიის მეთოდს, რომლის საფუძველზეც, სერიოზული კვლევის ჩატარება შეძელით, რას წარმოადგენს?

- ის ბიბლიის გაშიფვრის სამთაგან ერთ-ერთი მეთოდია, რაც ქართულ ენათმეცნიერებაში ფართოდ ცნობილი არ იყო, რადგანაც მიაჩნდათ, რომ მხოლოდ ბიბლიის შემქმნელი ხალხების (ებრაელები, ბერძნები, ლათინები) ენობრივ ძირში უნდა არსებულიყო ამ მეთოდით შექმნილი ლექსიკა. ვინაიდან ჩვენს წინაპარს ბიბლია არ დაუწერია, ფიქრობდნენ, რომ ჰემატრიული ლექსიკა არ ჰქონდათ. თუმცა, როგორც ჩანს, სწორი იყო მეცნიერი ნიკო მარი, რომელიც ვარაუდობდა, რომ ჩვენი წინაპრები ბიბლიის პირველი 5 თავის დაწერაში აქტიურად მონაწილეობდნენ.

- ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ხართ, ამ თემით რატომ დაინტერესდით?

- ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის დამაარსებელი და ჰუმანიტარული საბჭოს თავმჯდომარე გახლდით. ბოლო 10 წელი, ფაქტობრივად, ამ საკითხებზე მუშაობას მივუძღვენი. ამ თემამდე კი შემთხვევით მივედი. პირველად ჰემატრიული შიფრით იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე დავიწყე მუშაობა, რადგანაც დრო მქონდა, ჩვენ ხომ იმ პერიოდში "ჩაგვრეცხეს"?!

მოკლედ, იოანე ზოსიმეს მთელი ხელნაწერი ჰემატრიული შიფრით დაწერილი აღმოჩნდა, მაშინ ამ თემის შესახებ ცოტა რამ ვიცოდი. თუმცა, ამონახსნი, რაც ლექსიკურ კვლევას ეძღვნებოდა. ალბათურად გაირკვა (რადგანაც დაშიფრული ხელნაწერია და მასში მთავარი რიცხობრივი მომენტებია). მაგრამ ხელნაწერში იოანე ზოსიმე ქართულს უფლის ენად აცხადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის ცნობილი იყო ბერძნული, ებრაული ჰემატრიების შესახებ და ამაზე დაყრდნობით. გამოიკვლია ძველი ქართულის უმთავრესი სარწმუნოებრივი ლექსიკა, რაღაც განსაკუთრებულს მიაგნო. ჩვენ კი მის შემდეგ სწორედ ამ კვალზე გავედით. აღმოჩნდა, რომ 1000-მდე სიტყვა გვაქვს, რომელებიც ასევეა შექმნილი. იყო ძირითადი სარწმუნეობრივი მსოფლმხედველობრივი სიტყვები, რომლებიც ჰემატრიაზე დაყრდნობით, გნებავთ, გათვლებით იქმნებოდა.

იმ ხელნაწერის მერე ანბანის შესაქმზე გადავედით და მისი წარმოქმნა მინიმუმ ძვ.წ. 1000 წლისათვის დავათარიღეთ. ცოტა ხნის წინ ამერიკული საექსპერტო ბიუროს დასკვნა ჩვენს დასკვნას დაემთხვა. ტოპონიმში ზუსტად გამოჩნდა, რასაც არქეოლოგებმა მიაკვლიეს, რამაც მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი მიგნება და ქართული ჰემატრია რეალურად არსებობს, რაც ჩემთვის მათემატიკურად და ალბათურად სრულიად ცხადი იყო, რადგან თვითონ ალბათობის სპეციალირსტი გახლავართ.

- გამოდის, მსგავს თემებზე მუშაობისას ჰემატრიის მეთოდი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ...

- რა თქმა უნდა. როგორც აღვნიშნე, არსებობს ბერძნული, ებრაული, თუმცა ქართული მათგან ნიუანსებში განსხვდება. ჩემ მიერ აღდგენილია ქართული ჰემატრიის მთელი კომპლექსი, რაზეც მომზადებული მაქვს რამდენიმე ათეული მოხსენება, პუბლიკაცია და 2 წიგნი. ამ მეთოდის შესახებ რომ სცოდნოდა ივანე ჯავახიშვილს, სხვანაირად დაიწერებოდა საქართველოს ისტორია...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"წლის ბოლოს კოჯრის ბავშვთა სახლს საერთოდ ვხურავთ...  ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები მუშაობას გააგრძელებენ..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"წყობიდან გამოვედი... ნერვები აღარ მივარგა" - რას წერს ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძესთან დაძაბული დებატების შემდეგ?

"ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას "დარტანიანი"... აღარ არის ახლა მოდაში" - ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს