დედამიწის სეისმური მოვლენებიდან ყველაზე დიდი უბედურება მიწისძვრას მოაქვს. ვარაუდობენ, რომ ცივილიზაციის დაწყებიდან დღემდე დედამიწაზე მიწისძვრებით 150 მილიონი ადამიანია დაღუპული.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პროფესორი ზურაბ ჯავახიშვილი ბოლო საუკუნეებში საქართველოში მომხდარ ყველაზე დამანგრეველ მიწისძვრებზე მოგვითხრობს.
1899 წლის 31 დეკემბერი, ახალქალაქი
მიწისძვრა 0:50 სთ-ზე მოხდა, მისი მაგნიტუდა იყო 6,3 ერთეული, ინტენსივობა - 8-9 ბალი. დაიღუპა 240 კაცი.
1920 წლის 20 თებერვალი, გორი
პირველი ძლიერი ბიძგი 02:55 სთ-ზე იგრძნეს. განმეორებით - 14:45 სთ-ზე. ამის შემდეგ გორის მაზრა თითქმის აღარ არსებობდა. მიწისძვრის მაგნიტუდა იყო 6,2 ერთეული, ხოლო მიწისძვრის ინტენსივობა 8-9 ბალი. ყველაზე ძლიერი 9-ბალიანი ბიძგი გორიდან 3 კილომეტრში, სოფელ ხიდისთავში აღინიშნა, ქალაქ გორში კი 8 ბალი. დაიღუპა 114 კაცი.
1940 წლის 7 მაისი, ტაბაწყური
მიწისძვრა 22:23 სთ-ზე აღირიცხა. ეპიცენტრი ტაბაწყურის ტბასთან მდებარეობდა. მაგნიტუდის სიმძლავრე იყო 6, ხოლო მიწისძვრის ინტენსივობა ეპიცენტრში 8 ბალი. მიწისძვრას მნიშვნელოვანი ნგრევა მოჰყვა, დაიღუპა დაახლოებით 40 კაცი.
მარტვილის მიწისძვრები
1957 წლის 26 იანვარს 16:30 საათზე 7-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, 29 იანვარი - 15:17 და 15:21 საათზე 8 ბალი. ამ მიწისძვრებმა გამოიწვია მნიშვნელოვანი ზარალი, დაინგრა შენობები. მსხვერპლი არ ყოფილა განაგრძეთ კითხვა