საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პრაღაში გადაღებულ სელფს ავრცელებს, რომელიც ქალაქის ქუჩაში სეირნობისას შემთხვევით გაცნობილ ქართველებთან ერთად გადაიღო. ოდესის გუბერნატორი ფოტოს გადაღების ისტორიას ყვება:
"ღამის 3-ზე მომშივდა და საჭმლის საძებნელად გავედი. ეგრევე ორი ქუთაისელი გავიცანი პრაღის ცენტრში. ერთ-ერთმა მაშინვე სელფი გამოდო თავის გვერდზე. მოკლედ, ნაბიჯი ვეღარ გადაგიდგამს, რომ არ "გაგიბაზრდეს" - ვკითხულობთ გუბერნატორის ფეისბუქ-პოსტში.