დონალდ ტრამპის მეუღლით მელანია ტრამპით მსოფლიო მედია განსაკუთრებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მისმა მულტიმილიონერმა მეუღლემ ამერიკის პრეზიდენტობაზე გამოთქვა პრეტენზია. საპრეზიდენტო კანდიდატის ცოლობამდე, მელანია მილიარდერის მეუღლე იყო - დაკავებული შვილის აღზრდით, თავის მოვლითა და მეუღლის გვერდით ოფიციალურ მიღებებზე გამოჩენით.
თუმცა, ამჟამად სამაგალითო დედასა და მეუღლეს ძალიან ბობოქარი წარსული ჰქონდა - გრძელფეხება მელანიას წლების მანძილზე კარგად იცნობდნენ სამოდელო ბიზნესში, სლოვენიაში დაბადებული მელანია კნაუსი წლების მანძილზე პოზირებდა ცნობილი გამოცემებისთვის, მათ შორის მამაკაცების ჟურნალისთვის MAXIM და სხვა.
მელანიას შიშველი ფოტოები, რომელიც ფრანგულ გამოცემაში Max Magazine-ში 1996 წელს დაიბეჭდა, ფრანგმა ფოტოგრაფმა ალე დე ბასვილმა გადაიღო. ბასვილმა New York Post-ს მიაწოდა დაუბეჭდავი ფოტოების ნაწილი და ამერიკულმა გამოცემამ ისინი ექსკლუზიურად დაბეჭდა.
ფოტოგრაფი მელანიასთან მუშაობის პერიოდსაც იხსენებს და მოდელს შრომისმოყვარე და კეთილ ადამიანად ახასიათებს.
ამერიკელმა ბიზნეს-მაგნატმა 25 წლით უმცროს სლოვენიელ მოდელზე 2005 წელს იქორწინა. დონალდს და მელანიას ერთი ვაჟი - 10 წლის ბარონ უილიამ ტრამპი ჰყავთ.