პარტნიორები:

    მიზეზი თუ რატომ არ უნდა აჭამოთ ბავშვებს ჩიფსი

    მიზეზი თუ რატომ არ უნდა აჭამოთ ბავშვებს ჩიფსი

    ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რატომ არ უნდა მიირთვან ბავშვებმა ჩიფსები. იმის გარდა, რომ ჩიფსები ცუდ გავლენას ახდენს კუჭზე, გაირკვა, რომ მათ შეიძლება ბავშვის გონებრივი განვითარება შეაფერხონ.

    კვლევაში მონაწილეობა მიიღეს 3-4 წლის ბავშვებმა, რომლებიც რეგულარულად ჭამდნენ ჩიფსებს. რიგი ფსიქოლოგიური ტესტების შემდეგ, მკვლევარებმა ზუსტად დაადგინეს ჩიფსების ორგანიზმზე გავლენის შედეგები. დადგინდა, რომ ჩიფსების მოყვარულები ნელა ფიქრობენ, მეხსიერების და ყურადღების დარღვევა აღენიშნებათ. მათ აღმოაჩნდათ კრეატიულობის და ახალი ინფორმაციის ათვისების პრობლემა. ამას გარდა, ჩიფსების მოყვარული ბავშვები ცუდი ქცევებით გამოირჩეოდნენ.

    საქმე ის არის, რომ ჩიფსები შეიცავს აკრილამიდს: ძლიერ მუტაგენს, რაც აფერხებს ბავშვების განვითარებას. ამიტომ მკვლევარები მშობლებს ურჩევენ, რომ ოთხ წლამდე ბავშვებს ჩიფსები არ გააკარონ. ასევე ჩიფსების მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ ორსულმა ქალებმა.

    მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

    8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

    კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

    მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს