პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინი გოგიჩაიშვილი: ჩემი შეყვარებული ფეხბურთელი გიორგი ჭანტურიაა, ძალიან ბედნიერი ვარ
ნინი გოგიჩაიშვილი: ჩემი შეყვარებული ფეხბურთელი გიორგი ჭანტურიაა, ძალიან ბედნიერი ვარ

ნინი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი შვე­ბუ­ლე­ბის გა­ტა­რე­ბას აჭა­რა­ში გეგ­მავს. მსოფ­ლი­ო­ში შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უცხო­ეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა­ზე წელს უარს ამ­ბობს. ნი­ნიმ გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ა­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

- ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­აა. მოკ­ლედ ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ.

- ერ­თმა­ნე­თი სად გა­ი­ცა­ნით?

- მე და გი­ორ­გის უამ­რა­ვი სა­ერ­თო ნაც­ნო­ბი გვყავს. მე­გობ­რე­ბის წრე­ში გა­ვი­ცა­ნი, შემ­დეგ და­ვახ­ლოვ­დით და შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბიც გავ­ხდით.

- გი­ორ­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს. ამ მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბა არ გი­ჭირთ?

- არა, არ გვი­ჭირს. ის ხში­რად ჩა­მო­დის და მნა­ხუ­ლობს. ტე­ლე­ფო­ნით, ინ­ტერ­ნე­ტით ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი.

- დიდი ხა­ნია, რაც შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ხართ?

- არა, დიდი ხანი არ არის. სულ რა­ღაც 8 თვეა, რაც ერ­თად ვართ.

- სად აპი­რებ ზა­ფხუ­ლის ყვე­ლა­ზე ცხე­ლი დღე­ე­ბის გა­ტა­რე­ბას?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვიცი, სად წა­ვალ. ახ­ლა­ხან კა­ხე­თი­დან ჩა­მო­ვე­დი, ლო­პო­ტა­ზე ვი­ყა­ვი. მსოფ­ლი­ო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს არ დავ­ტო­ვებ და ზა­ფხულს ჩვენს რო­მე­ლი­მე ულა­მა­ზეს კუ­თხე­ში გა­ვა­ტა­რებ. ეს პე­რი­ო­დი ჩემ­თვის წე­ლი­წა­დის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი დროა.

- აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ხარ?

- მე­გობ­რებ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბა მიყ­ვარს და შე­სა­ბა­მი­სად - აქ­ტი­უ­რი და სპორ­ტუ­ლი არ­და­დე­გე­ბი გა­მომ­დის. ვარ­ჯი­ში ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია.

- შვე­ბუ­ლე­ბის დროს შენ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი კომ­ფორ­ტი რა არის?

- შვე­ბუ­ლე­ბა ჩემ­თვის უკვე კომ­ფორ­ტია: თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, მზე და ზღვა კარ­გი რა­მაა. მთე­ლი წელი ელო­დე­ბი ზა­ფხულს, რომ გა­ნიტ­ვირ­თო, ენერ­გი­ით აივ­სო...

- ვინ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა გვერ­დით ყო­ველ­თვის კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ თავს?

- ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის გვერ­დი­თაც ყო­ველ­თვის კომ­ფორ­ტუ­ლად ვის­ვე­ნებ, ჩემი და - ნა­ნუ­კაა. ბავ­შვო­ბი­დან­ვე ერ­თად ვის­ვე­ნებ­დით და ერ­თმა­ნე­თის უთ­ქმე­ლად გვეს­მის... ასე­ვე, ძა­ლი­ან მიყ­ვარს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყოფ­ნა.

- ღა­მის კლუ­ბებს რა სიხ­ში­რით სტუმ­რობ?

- შე­იძ­ლე­ბა, გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ კლუ­ბე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი არ ვარ. ხალ­ხმრავ­ლო­ბაც არ მომ­წონს. დას­ვე­ნე­ბა კლუ­ბებ­ში სი­ა­რუ­ლის გა­რე­შეც შე­იძ­ლე­ბა.

- ცეკ­ვა თუ გიყ­ვარს? ალ­კოჰოლს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყოფ­ნის დრო­საც არ მი­ირ­თმევ?

- ცეკ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს - ეს დიდი გან­ტვირ­თვა და სი­ა­მოვ­ნე­ბაა ჩემ­თვის. ალ­კოჰოლს არ ვსვამ. ვფიქ­რობ, ამის გა­რე­შეც შე­მიძ­ლია, დრო სა­უ­კე­თე­სოდ გა­ვა­ტა­რო. წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ თუ დავ­ლევ ერთ ან მაქ­სი­მუმ ორ ჭი­ქას. არ მომ­წონს ის შეგ­რძნე­ბა, რაც ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას მოს­დევს.

- ნამ­ზე­ურს არა­სე­ზო­ნუ­რა­დაც იღებ?

- "ზა­გა­რი" ძა­ლი­ან მიყ­ვარს. გა­მი­გო­ნია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მზის აბა­ზა­ნებს იღებს, ბედ­ნი­ე­რე­ბის ჰორ­მო­ნი გა­მო­ი­ყო­ფაო. აი, სო­ლა­რი­უმ­ში ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ანუ ფაქ­ტობ­რი­ვად, არ დავ­დი­ვარ.

- მთა თუ ზღვა - სად უფრო კარ­გად ის­ვე­ნებ?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთა­ში დას­ვე­ნე­ბა­საც თა­ვი­სი ხიბ­ლი აქვს, იქ ორ დღე­ზე მეტ­ხანს ვერ გავ­ჩერ­დე­ბი. ჩემ­თვის დას­ვე­ნე­ბა მა­ინც მზეს­თან და ზღვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.

- შვე­ბუ­ლე­ბა­ში წას­ვლის წინ, ზა­ფხულ­ში წა­სა­კითხ წიგ­ნებს თუ არ­ჩევ ხოლ­მე?

- და­სას­ვე­ნებ­ლად როცა მივ­დი­ვარ, წიგ­ნი აუ­ცი­ლებ­ლად მი­მაქვს და ვკი­თხუ­ლობ კი­დეც. დას­ვე­ნე­ბის დროს წიგ­ნი ჩემი ერ­თგუ­ლი თა­ნამ­გზავ­რია.

- დი­ლის ძილს ად­ვი­ლად არ­თმევ თავს?

- დი­ლის ძილი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და შვე­ბუ­ლე­ბის დროს ჩემი მაღ­ვი­ძა­რა ნა­ნუ­კაა (იღი­მის).

... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

ნინი გოგიჩაიშვილი: ჩემი შეყვარებული ფეხბურთელი გიორგი ჭანტურიაა, ძალიან ბედნიერი ვარ

ნინი გოგიჩაიშვილი: ჩემი შეყვარებული ფეხბურთელი გიორგი ჭანტურიაა, ძალიან ბედნიერი ვარ

ნინი გოგიჩაიშვილი შვებულების გატარებას აჭარაში გეგმავს. მსოფლიოში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობიდან გამომდინარე, უცხოეთში გამგზავრებაზე წელს უარს ამბობს. ნინიმ გაგვიმხილა, რომ ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიაზეა შეყვარებული.

- ჩემი შეყვარებული ფეხბურთელი გიორგი ჭანტურიაა. მოკლედ ვიტყვი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ.

- ერთმანეთი სად გაიცანით?

- მე და გიორგის უამრავი საერთო ნაცნობი გვყავს. მეგობრების წრეში გავიცანი, შემდეგ დავახლოვდით და შეყვარებულებიც გავხდით.

- გიორგი საქართველოში არ ცხოვრობს. ამ მხრივ ურთიერთობა არ გიჭირთ?

- არა, არ გვიჭირს. ის ხშირად ჩამოდის და მნახულობს. ტელეფონით, ინტერნეტით ვეკონტაქტები.

- დიდი ხანია, რაც შეყვარებულები ხართ?

- არა, დიდი ხანი არ არის. სულ რაღაც 8 თვეა, რაც ერთად ვართ.

- სად აპირებ ზაფხულის ყველაზე ცხელი დღეების გატარებას?

- სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით არ ვიცი, სად წავალ. ახლახან კახეთიდან ჩამოვედი, ლოპოტაზე ვიყავი. მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, ვფიქრობ, საქართველოს არ დავტოვებ და ზაფხულს ჩვენს რომელიმე ულამაზეს კუთხეში გავატარებ. ეს პერიოდი ჩემთვის წელიწადის ყველაზე ლამაზი დროა.

- აქტიური დასვენების მოყვარული ხარ?

- მეგობრებთან ერთად დასვენება მიყვარს და შესაბამისად - აქტიური და სპორტული არდადეგები გამომდის. ვარჯიში ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

- შვებულების დროს შენთვის ყველაზე დიდი კომფორტი რა არის?

- შვებულება ჩემთვის უკვე კომფორტია: თავისუფალი დრო, მზე და ზღვა კარგი რამაა. მთელი წელი ელოდები ზაფხულს, რომ განიტვირთო, ენერგიით აივსო...

- ვინ არიან ადამიანები, რომელთა გვერდით ყოველთვის კომფორტულად გრძნობ თავს?

- ადამიანი, რომლის გვერდითაც ყოველთვის კომფორტულად ვისვენებ, ჩემი და - ნანუკაა. ბავშვობიდანვე ერთად ვისვენებდით და ერთმანეთის უთქმელად გვესმის... ასევე, ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა.

- ღამის კლუბებს რა სიხშირით სტუმრობ?

- შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ კლუბების მოყვარული არ ვარ. ხალხმრავლობაც არ მომწონს. დასვენება კლუბებში სიარულის გარეშეც შეიძლება.

- ცეკვა თუ გიყვარს? ალკოჰოლს მეგობრებთან ერთად ყოფნის დროსაც არ მიირთმევ?

- ცეკვა ძალიან მიყვარს - ეს დიდი განტვირთვა და სიამოვნებაა ჩემთვის. ალკოჰოლს არ ვსვამ. ვფიქრობ, ამის გარეშეც შემიძლია, დრო საუკეთესოდ გავატარო. წელიწადში ორჯერ თუ დავლევ ერთ ან მაქსიმუმ ორ ჭიქას. არ მომწონს ის შეგრძნება, რაც ალკოჰოლის მიღებას მოსდევს.

- ნამზეურს არასეზონურადაც იღებ?

- "ზაგარი" ძალიან მიყვარს. გამიგონია, როდესაც ადამიანი მზის აბაზანებს იღებს, ბედნიერების ჰორმონი გამოიყოფაო. აი, სოლარიუმში ძალიან იშვიათად ანუ ფაქტობრივად, არ დავდივარ.

- მთა თუ ზღვა - სად უფრო კარგად ისვენებ?

- მიუხედავად იმისა, რომ მთაში დასვენებასაც თავისი ხიბლი აქვს, იქ ორ დღეზე მეტხანს ვერ გავჩერდები. ჩემთვის დასვენება მაინც მზესთან და ზღვასთან ასოცირდება.

- შვებულებაში წასვლის წინ, ზაფხულში წასაკითხ წიგნებს თუ არჩევ ხოლმე?

- დასასვენებლად როცა მივდივარ, წიგნი აუცილებლად მიმაქვს და ვკითხულობ კიდეც. დასვენების დროს წიგნი ჩემი ერთგული თანამგზავრია.

- დილის ძილს ადვილად ართმევ თავს?

- დილის ძილი ძალიან მიყვარს და შვებულების დროს ჩემი მაღვიძარა ნანუკაა (იღიმის).

... განაგრძეთ კითხვა

"ქართული ხმების" სოლისტი ზურაბ ბაკურაძე რაჭაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

"ჩამოსული არიან ფერწერის და სახურავის ექსპერტები, ისინი დაწერენ დიაგნოზს, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა" - გელათში უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ

"სამყაროში ყველაზე სასურველი მამაკაცი და ის ჩემია" - ნინი გოგიჩაიშვილი თხოვდება?!