საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვილმკვდარი დედის კითხვა დავით სერგეენკოს - "თუ შეიძლება, გამეცით პასუხი..."
შვილმკვდარი დედის კითხვა დავით სერგეენკოს - "თუ შეიძლება, გამეცით პასუხი..."

ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "ჩემი კი­თხვა" ჩარ­თვი­სას, სა­დაც სტუმ­რად ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი იმ­ყო­ფე­ბო­და, ერთ-ერ­თმა მა­ყუ­რე­ბელ­მა ეკა კა­კიშ­ვილ­მა იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა. ქალ­ბა­ტონ­მა, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე თვის წინ ლე­ი­კე­მი­ით ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა, კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი მო­იყ­ვა­ნა, რო­დე­საც კლი­ნი­კის მედ­პერ­სო­ნა­ლი პა­ცი­ენ­ტის მი­მართ არას­წორ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იჩენ­და და და­ინ­ტე­რეს­და იყო თუ არა ამ ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი.

ეკა კა­კიშ­ვი­ლი:

2015 წლის ნო­ემ­ბერ­ში იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში 12 წლის ჩვი­ლი გარ­და­მეც­ვა­ლა. მე თქვენ გან­ცხა­დე­ბე­ბით მოგ­მარ­თეთ და თუ გა­ე­ცა­ნით გან­ცხა­დე­ბებს? გე­ტყვით მოკ­ლე ში­ნა­არსს, თუ რა და­ე­მარ­თა ჩემს შვილს. მას ლე­ი­კე­მია ჰქონ­და. ის გა­ნი­კურ­ნა, მაგ­რამ ქი­მი­ის წინ მას ანა­ლი­ზი არ გა­უ­კეთ­და. რო­გორც ჩანს ბავ­შვი და­ბა­ლი ანა­ლი­ზის გამო და­იწ­ვა. ამას თვი­თონ კლი­ნი­კა­ში არ აღი­ა­რე­ბენ. ამას გარ­და, ჩვენს იქ ყოფ­ნა­ში 7 თვის და 17 დღის მან­ძილ­ზე 11 ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა და მას შემ­დეგ კი­დევ რა­მო­დე­ნი­მე ბავ­შვი. რა­ტომ არ მოჰ­ყვე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს რე­აქ­ცია? ჩემს ბავ­შვს ქი­მი­ის შემ­დეგ მუც­ლის ტკი­ვი­ლი და­ე­წყო, თვალ­ში სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი ჰქონ­და და ამ დროს ექი­მი მარ­ტო დი­მედ­როლ-ანალ­გინს უკე­თებ­და. ერთ ღა­მეს ბავ­შვს ტუ­ჩე­ბი გა­უ­ლურ­ჯდა, არ ჰქონ­და ჟანგბა­დი და მე მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ჰქონ­და და­ბა­ლი წნე­ვე­ბი. რო­დე­საც ანა­ლი­ზე­ბი გა­უ­კე­თეს მი­თხრეს, რომ ბავ­შვს ტრომ­ბო­პე­ნია ჰქონ­და, მაგ­რამ იმ ღა­მეს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში არ აიყ­ვა­ნეს. ბავ­შვი ისე და­სივ­და მო­რი­გე ექი­მე­ბი ვერ ცნობ­დნენ ბიჭი იყო თუ გოგო. თუ შე­იძ­ლე­ბა გა­მე­ცით პა­სუ­ხი, თუ იცით იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ონკო-ჰე­მა­ტო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რა ხდე­ბა?

და­ვით სერ­გე­ენ­კო:

ცალ­სა­ხად გი­დას­ტუ­რებთ, რომ საქ­მის კურ­სში ვარ ამ შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ. რო­დე­საც თქვე­ნი შვი­ლი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო და მე­ო­რა­დი სო­კო­ვა­ნი გარ­თუ­ლე­ბა და­ე­მარ­თა ჩემი და­ვა­ლე­ბით და­ი­წყო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ ამ შემ­თხვე­ვის შეს­წავ­ლა. მე არ მაქვს უფ­ლე­ბა რომ მო­ვიყ­ვა­ნო სტა­ტის­ტი­კა. ეს თქვენს შვილს შე­ე­ხე­ბა და შე­მიძ­ლია ორი პა­სუ­ხი გაგ­ცეთ ამას­თან და­კავ­ში­რებთ - პირ­ველ რიგ­ში, გა­მოვ­თქვა მწუ­ხა­რე­ბა და ასე­ვე გი­დას­ტუ­რებთ, რომ ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ სამ­ქის კურ­სში ვართ. ჩვენ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მივ­ყვე­ბით ამ საქ­მის შეს­წავ­ლას. ჩარ­თუ­ლი გვყავს ად­გი­ლობ­რი­ვი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი ამ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში. სა­მი­ნის­ტროს ღის­რე­ბის სა­კი­თხია, რომ ეს კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვა ბო­ლომ­დე ობი­ექ­ტუ­რად იყოს გა­მოკ­ვლე­უ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

შვილმკვდარი დედის კითხვა დავით სერგეენკოს - "თუ შეიძლება, გამეცით პასუხი..."

შვილმკვდარი დედის კითხვა დავით სერგეენკოს - "თუ შეიძლება, გამეცით პასუხი..."

ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" ჩართვისას, სადაც სტუმრად ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა, ერთ-ერთმა მაყურებელმა ეკა კაკიშვილმა იაშვილის კლინიკაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ქალბატონმა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ლეიკემიით ბავშვი გარდაიცვალა, კონკრეტული ფაქტები მოიყვანა, როდესაც კლინიკის მედპერსონალი პაციენტის მიმართ არასწორ დამოკიდებულებას იჩენდა და დაინტერესდა იყო თუ არა ამ ყველაფრის საქმის კურსში ჯანდაცვის მინისტრი.

ეკა კაკიშვილი:

2015 წლის ნოემბერში იაშვილის კლინიკაში 12 წლის ჩვილი გარდამეცვალა. მე თქვენ განცხადებებით მოგმართეთ და თუ გაეცანით განცხადებებს? გეტყვით მოკლე შინაარსს, თუ რა დაემართა ჩემს შვილს. მას ლეიკემია ჰქონდა. ის განიკურნა, მაგრამ ქიმიის წინ მას ანალიზი არ გაუკეთდა. როგორც ჩანს ბავშვი დაბალი ანალიზის გამო დაიწვა. ამას თვითონ კლინიკაში არ აღიარებენ. ამას გარდა, ჩვენს იქ ყოფნაში 7 თვის და 17 დღის მანძილზე 11 ბავშვი გარდაიცვალა და მას შემდეგ კიდევ რამოდენიმე ბავშვი. რატომ არ მოჰყვება ამ ყველაფერს რეაქცია? ჩემს ბავშვს ქიმიის შემდეგ მუცლის ტკივილი დაეწყო, თვალში სისხლჩაქცევები ჰქონდა და ამ დროს ექიმი მარტო დიმედროლ-ანალგინს უკეთებდა. ერთ ღამეს ბავშვს ტუჩები გაულურჯდა, არ ჰქონდა ჟანგბადი და მე მეუბნებოდნენ, რომ ჰქონდა დაბალი წნევები. როდესაც ანალიზები გაუკეთეს მითხრეს, რომ ბავშვს ტრომბოპენია ჰქონდა, მაგრამ იმ ღამეს რეანიმაციაში არ აიყვანეს. ბავშვი ისე დასივდა მორიგე ექიმები ვერ ცნობდნენ ბიჭი იყო თუ გოგო. თუ შეიძლება გამეცით პასუხი, თუ იცით იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიის განყოფილებაში რა ხდება?

დავით სერგეენკო:

ცალსახად გიდასტურებთ, რომ საქმის კურსში ვარ ამ შემთხვევის შესახებ. როდესაც თქვენი შვილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მეორადი სოკოვანი გართულება დაემართა ჩემი დავალებით დაიწყო რეგულირების სააგენტომ ამ შემთხვევის შესწავლა. მე არ მაქვს უფლება რომ მოვიყვანო სტატისტიკა. ეს თქვენს შვილს შეეხება და შემიძლია ორი პასუხი გაგცეთ ამასთან დაკავშირებთ - პირველ რიგში, გამოვთქვა მწუხარება და ასევე გიდასტურებთ, რომ ამ ყველაფრის შესახებ სამქის კურსში ვართ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ამ საქმის შესწავლას. ჩართული გვყავს ადგილობრივი სპეციალისტები და ასევე საზღვარგარეთიდან სერიოზული ავტორიტეტები ამ სპეციალობაში. სამინისტროს ღისრების საკითხია, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა ბოლომდე ობიექტურად იყოს გამოკვლეული

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."