კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უთხრეს რომ გიო ცოცხალია და ყველაფერი კარგად იქნება" - მძიმე ავარიაში მოყოლილი გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე კომიდან გამოვიდნენ
"უთხრეს რომ გიო ცოცხალია და ყველაფერი კარგად იქნება" - მძიმე ავარიაში მოყოლილი გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე კომიდან გამოვიდნენ

21 ივ­ლისს მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი მო­რაგ­ბის გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძის, მისი მე­უღ­ლის, ასე­ვე მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. რო­გორც Ambebi.ge-ს ლო­მი­ნა­ძის მე­უღ­ლის, ნუ­ცას მე­გო­ბარ­მა გა­ნუ­ცხა­და, მო­რაგ­ბის ცოლი კო­მი­დან დღეს გა­მო­იყ­ვა­ნეს.

- ნუცა ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში იყო, რად­გან გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და, რა­საც სხვა­ნა­ი­რად ფი­ზი­კუ­რად ვერ გა­უძ­ლებ­და. ამი­ტომ არ აღ­ვი­ძებ­დნენ. დღეს ცოტა ხანი ეღ­ვი­ძა და შემ­დეგ ისევ და­ა­ძი­ნეს. რამ­დე­ნი­მე დღე­ში სულ გა­მო­აღ­ვი­ძე­ბენ. გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძეს ორი დღეა ღვი­ძავს და ტკი­ვი­ლებს მხო­ლოდ გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლით უყუ­ჩე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა მე­კოს მე­უღ­ლეს, ვიცი რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

- რო­გო­რია გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძის მე­უღ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, უთხრეს რომ ბავ­შვი და­კარ­გა, რას იხ­სე­ნებს მომ­ხდარ­ზე?

- არ შე­უძ­ლია ლა­პა­რა­კი, უთხრეს, რომ გიო ცო­ცხა­ლია და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, შემ­დეგ ანერ­ვი­ულ­და და რომ არ ეწ­ვა­ლა და­ა­ძი­ნეს.

21 ივ­ლისს, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მო­რაგ­ბე­ე­ბი: 32 წლის მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი და 26 წლის გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძე, ასე­ვე მათი მე­უღ­ლე­ე­ბი და­შავ­დნენ. გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძეს ორი­ვე ბარ­ძა­ყი­სა და წვი­ვის ძვლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბა, ტრავ­მუ­ლი შოკი, ქალა-ტვი­ნის და­ხუ­რუ­ლი ტრავ­მა და სის­ხლის დიდი ოდე­ნო­ბით და­ნა­კარ­გი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა კი მძი­მე არ იყო.

სამ­ტრე­დია-ქუ­თა­ი­სის გზა­ზე ერ­თმა­ნეთს დიდი სის­წრა­ფით მოძ­რა­ვი ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. ავა­რი­ას სამი ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის, ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმრი­სა და მათი მე­გობ­რის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"უთხრეს რომ გიო ცოცხალია და ყველაფერი კარგად იქნება" - მძიმე ავარიაში მოყოლილი გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე კომიდან გამოვიდნენ

"უთხრეს რომ გიო ცოცხალია და ყველაფერი კარგად იქნება" - მძიმე ავარიაში მოყოლილი გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე კომიდან გამოვიდნენ

21 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მორაგბის გიორგი ლომინაძის, მისი მეუღლის, ასევე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც Ambebi.ge-ს ლომინაძის მეუღლის, ნუცას მეგობარმა განუცხადა, მორაგბის ცოლი კომიდან დღეს გამოიყვანეს.

- ნუცა ხელოვნურ კომაში იყო, რადგან გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, რასაც სხვანაირად ფიზიკურად ვერ გაუძლებდა. ამიტომ არ აღვიძებდნენ. დღეს ცოტა ხანი ეღვიძა და შემდეგ ისევ დააძინეს. რამდენიმე დღეში სულ გამოაღვიძებენ. გიორგი ლომინაძეს ორი დღეა ღვიძავს და ტკივილებს მხოლოდ გამაყუჩებელით უყუჩებენ. რაც შეეხება მეკოს მეუღლეს, ვიცი რომ მისი მდგომარეობა მძიმეა.

- როგორია გიორგი ლომინაძის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უთხრეს რომ ბავშვი დაკარგა, რას იხსენებს მომხდარზე?

- არ შეუძლია ლაპარაკი, უთხრეს, რომ გიო ცოცხალია და ყველაფერი კარგად იქნება, შემდეგ ანერვიულდა და რომ არ ეწვალა დააძინეს.

21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები დაშავდნენ. გიორგი ლომინაძეს ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი აღენიშნებოდა. მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა კი მძიმე არ იყო.

სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი