პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ათეულობით გარდაცვლილი თინეიჯერი და საგანგაშოდ მძიმე ვითარება" - რას პასუხი აქვს ჯანდაცვის მინისტრს სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემაზე
"ათეულობით გარდაცვლილი თინეიჯერი და საგანგაშოდ მძიმე ვითარება" - რას პასუხი აქვს ჯანდაცვის მინისტრს სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემაზე

"აფ­თი­ა­ქე­ბი, სა­დაც ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი აბე­ბი რე­ცეპ­ტე­ბის გა­რე­შე იყი­დე­ბა, სა­კად­რის პა­სუხს მი­ი­ღე­ბენ", - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "ჩემი კი­თხვა" აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლის კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და. სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი და­ინ­ტე­რეს­და რა გეგ­მა აქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს იმი­სათ­ვის, რომ ე.წ. სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დეს.

აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი:

ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით ჯა­რი­მა არ არის ისეთ მა­ღა­ლი, რომ აფ­თი­აქ­მა გა­დახ­და ვერ მო­ა­ხერ­ხოს. თუ შე­ამ­ჩნე­ვენ, რომ უნე­ბარ­თვოდ ყი­დის წა­მალს ხუ­რა­ვენ, თუმ­ცა ის იუ­რი­დი­უ­ლი პირი ხსნის ახალ შპს-ს და იწყებს ახ­ლი­დან საქ­მი­ა­ნო­ბას. მა­ინ­ტე­რე­სებს, თუ არის რამე ღო­ნის­ძი­ე­ბა არის და­გეგ­მი­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად. უკვე ძა­ლი­ან მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა. მე სო­ცი­ა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ვი, ხში­რად ვეხ­მა­რე­ბი ადა­მი­ა­ნებს, მაქვს მათ­თან ხში­რი შე­ხე­ბა და კვი­რა არ გავა, რომ ორი-სამი შემ­თვე­ვა არ იყოს ისე­თი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ამ ტაბ­ლე­ტე­ბის მი­ღე­ბის შე­დეგ ჩემს დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს. ესე­ნი არი­ან ძი­რი­თა­დად თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი, 14-დან 22 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი, ორი­ვე სქე­სის. ამ ტაბ­ლე­ტე­ბის მი­ღე­ბის გამო გარ­და­იც­ვა­ლა ათო­ბით ადა­მი­ა­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა აფ­თი­ა­ქებს, ნა­ხა­ლოვ­კა­ში, ჩემს გა­შე­მო 6 აფ­თი­ა­ქია, სა­დაც იყი­დე­ბა ეს წამ­ლე­ბი. მე შე­მიძ­ლია 30 აფ­თი­ა­ქი მარ­ტო ჩუ­ღუ­რეთ­ში გაჩ­ვე­ნოთ, სა­დაც წამ­ლებს ურე­ცეპ­ტოდ ყი­დი­ან.

და­ვით სერ­გე­ენ­კო:

ჩვენ ვსა­უბ­რობთ სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ა­ზე, რო­მე­ლიც სპე­ცი­ფი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. მე ვგუ­ლის­ხმობ დი­ნა­მი­კას, თუ რა ხდე­ბო­და გა­სულ წლებ­ში. არ­სე­ბობ­და სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა, რო­დე­საც ნე­ბის­მი­ერ აფ­თი­აქ­ში შე­გეძ­ლოთ ნე­ბის­მი­ე­რი მე­დი­კა­მენ­ტის შე­ძე­ნა. ეს ხდე­ბო­და მთე­ლი ქვეყ­ნის მას­თა­ა­ბით. შემ­დეგ 2014 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და ცვლი­ე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად რე­ცეპ­ტე­ბის აღ­დგე­ნა. ეს მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სი იყო მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის­თვის. რა შე­დე­გე­ბი მოგ­ვცა ამან - თუ ეს იყო სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა, ის გა­და­იქ­ცა ერ­თე­უ­ლო­ვან პრობ­ლე­მად. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით გვაქვს 20-დან 25-მდე აფ­თი­ა­ქი, სა­დაც შე­ი­ნიშ­ნე­ბა არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბის რე­ცი­დი­ვე­ბი. სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნია ორ ჯგუ­ფად შე­იძ­ლე­ბა დავ­ყოთ, პირ­ვე­ლი სა­აფ­თი­ა­ქო ინ­ტრა­ვე­ნუ­ლი ნარ­კო­მა­ნია, რო­დე­საც ინ­ტრა­ვე­ნულ ნარ­კო­ტი­კებს ამ­ზა­დებ­დნენ სხვა­დას­ხვა წამ­ლე­ბით. მე­ო­რე არის აბე­ბი. ინ­ტრა­ვე­ნულს რაც შე­ე­ხე­ბა, ეს არის კრა­კა­დი­ლი, ვინ­ტი, ჯეფი და ა.შ., რო­მე­ლიც 95%-ით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა აბებს, 2014 წლის რე­ფორ­მე­ბის შემ­დეგ მათი მოხ­მა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და, თუმ­ცა ბოლო თვე­ებ­ში ზრდის ტენ­დენ­ცია გაჩ­ნდა. ეხლა გე­ტყვით რა არის დღე­ვან­დე­ლი პრობ­ლე­მა და რა არის პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბი. ვი­სა­უბ­როთ ჯა­რი­მებ­ზე, გან­მე­ო­რე­ბი­თი ჯა­რი­მე­ბი გავ­ლე­ნას ვერ პო­უ­ლობს, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სია აშ­კა­რად. რას ვა­კე­თებთ ამ მხრივ. ორ­შა­ბათს ალ­ბათ გვექ­ნე­ბა გეგ­მა, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში რე­ა­ლიზ­დე­ბა. თუმ­ცა გი­დას­ტუ­რებთ, რომ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი აფ­თი­ა­ქე­ბი­დან ყვე­ლა­ზე არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ქცე­ვა მი­ი­ღებს თა­ვის სა­კად­რის პა­სუხს და ვფიქ­რობ, აბე­ბის ჯგუფ­შიც შევ­ძლებთ ჩა­მო­ვი­დეთ იმ ნიშ­ნულ­ზე, რაც ინ­ტრა­ვენ­ტუ­ლის შემ­თხვე­ვა­ში არის. საქ­მე იმა­შია, რომ ამ ყვე­ლა­ფერს სრუ­ლად ვერ ავ­კრძა­ლავთ, რად­გან პა­ცი­ენტს სჭირ­დე­ბა. სა­აფთქი­აო ნარ­კო­მა­ნია ეს არის, რომ პა­ცი­ენტს სჭირ­დე­ბა და არა­მიზ­ნობ­რი­ვა­დაც იყე­ნე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ათეულობით გარდაცვლილი თინეიჯერი და საგანგაშოდ მძიმე ვითარება" - რას პასუხი აქვს ჯანდაცვის მინისტრს სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემაზე

"ათეულობით გარდაცვლილი თინეიჯერი და საგანგაშოდ მძიმე ვითარება" - რას პასუხი აქვს ჯანდაცვის მინისტრს სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემაზე

"აფთიაქები, სადაც ფსიქოტროპული აბები რეცეპტების გარეშე იყიდება, საკადრის პასუხს მიიღებენ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" აკა სინჯიკაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. სინჯიკაშვილი დაინტერესდა რა გეგმა აქვს შემუშავებული ჯანდაცვის სამინისტროს იმისათვის, რომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემა მოგვარდეს.

აკა სინჯიკაშვილი:

ჩემი ინფორმაციით ჯარიმა არ არის ისეთ მაღალი, რომ აფთიაქმა გადახდა ვერ მოახერხოს. თუ შეამჩნევენ, რომ უნებართვოდ ყიდის წამალს ხურავენ, თუმცა ის იურიდიული პირი ხსნის ახალ შპს-ს და იწყებს ახლიდან საქმიანობას. მაინტერესებს, თუ არის რამე ღონისძიება არის დაგეგმილი აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. უკვე ძალიან მძიმე სიტუაციაა. მე სოციალურ საქმიანობას ვეწევი, ხშირად ვეხმარები ადამიანებს, მაქვს მათთან ხშირი შეხება და კვირა არ გავა, რომ ორი-სამი შემთვევა არ იყოს ისეთი, როდესაც ადამიანი ამ ტაბლეტების მიღების შედეგ ჩემს დახმარებას საჭიროებს. ესენი არიან ძირითადად თინეიჯერები, 14-დან 22 წლამდე ასაკის ადამიანები, ორივე სქესის. ამ ტაბლეტების მიღების გამო გარდაიცვალა ათობით ადამიანი. რაც შეეხება აფთიაქებს, ნახალოვკაში, ჩემს გაშემო 6 აფთიაქია, სადაც იყიდება ეს წამლები. მე შემიძლია 30 აფთიაქი მარტო ჩუღურეთში გაჩვენოთ, სადაც წამლებს ურეცეპტოდ ყიდიან.

დავით სერგეენკო:

ჩვენ ვსაუბრობთ სააფთიაქო ნარკომანიაზე, რომელიც სპეციფიური მიმართულებაა. მე ვგულისხმობ დინამიკას, თუ რა ხდებოდა გასულ წლებში. არსებობდა სისტემური პრობლემა, როდესაც ნებისმიერ აფთიაქში შეგეძლოთ ნებისმიერი მედიკამენტის შეძენა. ეს ხდებოდა მთელი ქვეყნის მასთააბით. შემდეგ 2014 წელს განხორციელდა ცვლიებები, მაგალითად რეცეპტების აღდგენა. ეს მტკივნეული პროცესი იყო მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის. რა შედეგები მოგვცა ამან - თუ ეს იყო სისტემური პრობლემა, ის გადაიქცა ერთეულოვან პრობლემად. დღეის მდგომარეობით გვაქვს 20-დან 25-მდე აფთიაქი, სადაც შეინიშნება არაკეთილსინდისიერი საქმიანობის რეციდივები. სააფთიაქო ნარკომანია ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ, პირველი სააფთიაქო ინტრავენული ნარკომანია, როდესაც ინტრავენულ ნარკოტიკებს ამზადებდნენ სხვადასხვა წამლებით. მეორე არის აბები. ინტრავენულს რაც შეეხება, ეს არის კრაკადილი, ვინტი, ჯეფი და ა.შ., რომელიც 95%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება აბებს, 2014 წლის რეფორმების შემდეგ მათი მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ბოლო თვეებში ზრდის ტენდენცია გაჩნდა. ეხლა გეტყვით რა არის დღევანდელი პრობლემა და რა არის პრობლემის გადაჭრის გზები. ვისაუბროთ ჯარიმებზე, განმეორებითი ჯარიმები გავლენას ვერ პოულობს, მაგრამ არასაკმარისია აშკარად. რას ვაკეთებთ ამ მხრივ.  ორშაბათს ალბათ გვექნება გეგმა, რომელიც მომავალში რეალიზდება. თუმცა გიდასტურებთ, რომ დასახელებული აფთიაქებიდან ყველაზე არაკეთილსინდისიერი ქცევა მიიღებს თავის საკადრის პასუხს და ვფიქრობ, აბების ჯგუფშიც შევძლებთ ჩამოვიდეთ იმ ნიშნულზე, რაც ინტრავენტულის შემთხვევაში არის. საქმე იმაშია, რომ ამ ყველაფერს სრულად ვერ ავკრძალავთ, რადგან პაციენტს სჭირდება. სააფთქიაო ნარკომანია ეს არის, რომ პაციენტს სჭირდება და არამიზნობრივადაც იყენებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი