ორი დავითის მშვიდობიანი თანამეფობა სამიოდე წელს გაგრძელდა.
XIII საუკუნის ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში დავით VI რუსუდანის ძე მონღოლებს აუჯანყდა, მაგრამ მას დავით VII გიორგის ძემ მხარი არ აუბა. დავით VI ლიხთ-იმერეთში გადავიდა, სადაც მონღოლებს ხელი არ მიუწვდებოდათ. დავით VII გიორგის ძე კი თბილისში დარჩა. 1252-1255 წლებში დავით VII გიორგის ძემ მოჭრა თბილისში ვერცხლის ფული სპარსული წარწერითა და დიდი ყაენის, მანგუს (1251-1260) მოხსენიებით. მონეტაზე დავითი გიორგის ძედ და ბაგრატიონად იხსენიება. ეს არის მეფის გვარის აღნიშვნის ერთადერთი შემთხვევა ქართულ ნუმიზმატიკაში.
დრამა. ვერცხლი. დავით VII ულუ. (1247-1270). თბილისი. 1252-1253
Av. სპარსული ზედწერილი: "ღმერთის ყოვლისშემძლეობით მსოფლიოს მბრძანებლის მანგუ ყაენის ნებით წელსა 650" (1252-1253).
Rv. სპარსული ზედწერილი: "დავით მეფე, ძე გიორგისა, ბაგრატიონი, იჭედა თბილისს".