მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10-შვილიანი ქურასბედიანების იდილია ოჯახსა და ბიზნესში
10-შვილიანი ქურასბედიანების იდილია ოჯახსა და ბიზნესში

მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის რი­ცხვი სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ისე დი­დია. სამ­წუ­ხა­როდ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ისი­ნი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ყო­ფის გამო ექ­ცე­ვი­ან. თუმ­ცა, დღეს გვინ­და გა­გაც­ნოთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ და ბევრ სხვა სტე­რე­ო­ტიპს, თა­ვი­ან­თი მა­გა­ლი­თით ამ­სხვრე­ვენ.

როცა ქუ­რას­ბე­დი­ა­ნე­ბის ათშ­ვი­ლი­ან ოჯახ­ზე იწყებ წე­რას, რთუ­ლი გა­და­სა­წყვე­ტია, მათ სა­ინ­ტე­რე­სო ოჯახ­ზე გა­ა­კე­თო აქ­ცენ­ტი თუ არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვან, მათ წარ­მა­ტე­ბულ ოჯა­ხურ ბიზ­ნეს­ზე. ფაქ­ტია, ამ ადა­მი­ა­ნებს სხვე­ბის­გან ბევ­რი რამ გა­მო­არ­ჩევთ.

დედა - 43 წლის მა­რი­ამ ჯი­ბუ­ტი, გუ­რუ­ლი ქა­ლია. უფ­რო­სი შვი­ლი ამ­ბობს, რომ არა ის, მათი გაძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ სხვას ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბო­და.

მამა - ზვი­ად ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი, ოჯახ­ში ძი­რი­თა­დი გამ­წე­ვი ძა­ლაა. შვი­ლებს მისი გან­სა­კუთრბუ­ლი რიდი აქვთ. ზვი­ა­დიც 43 წლი­საა.

რეს­ტო­რა­ნი "ბარ­ბა­რეს­თან" შვი­ლე­ბის აღ­ზრდას­თან ერ­თად, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვია. იდეა, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გან­ხორ­ცი­ელ­და, ზვი­ადს და მის უფ­როს შვი­ლებს ეკუთ­ვნის. მათ მო­ა­ხერ­ხეს და რე­ა­ლო­ბად აქ­ცი­ეს მრა­ვალ­წლი­ა­ნი ოც­ნე­ბა.

დღეს ისი­ნი თა­ვი­ან­თი ბიზ­ნეს-ის­ტო­რი­ით სხვე­ბის­თვის მი­სა­ბაძ მა­გა­ლი­თად იქ­ცნენ. ქუ­რას­ბე­დი­ა­ნე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ წარ­მა­ტე­ბა გა­დამ­დე­ბია. ამი­ტომ, "თი­ბი­სი" ბან­კის ახალ პრო­ექ­ტში დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ჩა­ერ­თნენ. თი­ბი­სი ბან­კის ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა, რო­მელ­შიც ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან, ნო­ემ­ბერ­ში გა­მო­ავ­ლენს გა­მარ­ჯვე­ბულს სხვა­დას­ხვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში. ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ვე­ბის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი სწო­რედ ეს არის - #წარ­მა­ტე­ბა­გა­დამ­დე­ბია და #გა­ა­ზი­ა­რე­წარ­მა­ტე­ბა.

მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში დილა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ხმა­უ­რი­ა­ნი და დატ­ვირ­თუ­ლია. აქ ყვე­ლას თა­ვი­სი რე­ჟი­მი აქვს. უსაქ­მოდ მხო­ლოდ ერთი წლის ლა­ზა­რეა, ოჯა­ხის ნა­ბო­ლა­რა. მშობ­ლე­ბი­სა და ორი უფ­რო­სი შვი­ლის სა­მუ­შაო დღე ძა­ლი­ან ადრე იწყე­ბა და გვი­ან ღა­მემ­დე გრძელ­დე­ბა. 23 წლის თორ­ნი­კეს მა­რა­ნი აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი. სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნის შერ­ჩე­ვა მისი პრე­რო­გა­ტი­ვაა. 21 წლის ან­დრია ოჯა­ხურ რეს­ტო­რან­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხსზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ზვი­ა­დი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი პრო­დუქ­ტე­ბით ამა­რა­გებს რეს­ტო­რანს, მე­ნე­ჯე­რო­ბა კი მა­რი­ამს აქვს ნა­კის­რი.

ამ ადა­მი­ა­ნე­ბის და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით მომ­ხმა­რე­ბელს "ბარ­ბა­რეს­თან" მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ჯერ არ­გა­სინ­ჯუ­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი, გა­მორ­ჩე­უ­ლი ინ­ტე­რი­ე­რი, გე­მოვ­ნე­ბით შერ­ჩე­უ­ლი მუ­სი­კა და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა ხვდე­ბა.

რეს­ტო­რა­ნი ქარ­თულ ბა­ზარ­ზე სი­ახ­ლეა. ის მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი კუ­ლი­ნა­რი ქა­ლის - ბარ­ბა­რე ჯორ­ჯა­ძის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. აქ ყვე­ლა კერ­ძი ბარ­ბა­რე ჯორ­ჯა­ძის რე­ცეპ­ტით მზად­დე­ბა.

"სრუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო" - მას­ში ცნო­ბი­ლი კუ­ლი­ნა­რის მიერ შექ­მნი­ლი 800-ზე მეტი ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი კერ­ძია შე­სუ­ლი. 1914 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი ეს წიგ­ნი ქუ­რას­ბე­დი­ა­ნე­ბის ოჯახ­მა, შემ­თხვე­ვით, მშრალ ხიდ­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნა. 807 რე­ცეპ­ტი­დან რეს­ტო­რან­ში ამ­ჟა­მად 51-ს ამ­ზა­დე­ბენ. რო­გორც თორ­ნი­კე ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი ამ­ბობს, მომ­ხმა­რე­ბელს გა­ნახ­ლე­ბულ მე­ნი­უს მი­ნი­მუმ მო­მა­ვა­ლი 5 წლის მან­ძილ­ზე შეს­თა­ვა­ზე­ბენ.

ოჯახს სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სი 12 წლის მან­ძილ­ზე ჰქონ­და. თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ ძვე­ლი კონ­ცეფ­ცია გა­ნახ­ლე­ბას სა­ჭი­რო­ებ­და. "ბარ­ბა­რეს­თან" სტუმ­რე­ბის რი­ცხვი მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა. რეს­ტორ­ნის მმარ­თვე­ლებ­მა გა­ფარ­თო­ე­ბა გა­და­წყვი­ტეს. შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია.

რეს­ტორ­ნის სტუმ­რებს გან­სა­კუთ­რე­ბით ნა­ტუ­რა­ლუ­რი კერ­ძე­ბი და ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი გემო ხიბ­ლავთ. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში კერ­ძის თით­ქმის ყვე­ლა ინ­გრე­დი­ენ­ტი სოფ­ლი­დან ჩა­მო­დის. სი­მინ­დზე გაზ­რდი­ლი ქათ­მის, ფო­კის მდი­ნა­რის კალ­მა­ხი­სა თუ ერ­ბოს უგემ­რი­ე­ლეს კერ­ძებს, გა­მოც­დი­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლე­ბი ბარ­ბა­რე ჯორ­ჯა­ძის რე­ცეპ­ტით ამ­ზა­დე­ბენ.

რეს­ტორ­ნის მმარ­თვე­ლი ათშ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი, ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ მათ­თან მი­სულ მომ­ხმა­რე­ბელს თავი სა­მუ­და­მოდ და­ა­მახ­სოვ­რონ. თა­ვი­ან­თი მა­გა­ლი­თით კი ცდი­ლო­ბენ, ადა­მი­ა­ნებს სტი­მუ­ლი მის­ცენ. ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი თან­ხმდე­ბა იმა­ზე, რომ მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბა მეტი სი­ხა­რუ­ლის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბე­ბის და დიდი სიყ­ვა­რუ­ლის მთა­ვა­რი წყა­როა. მა­რი­ა­მი და ზვი­ა­დი სრუ­ლი იდი­ლი­ის შექ­მნას ოჯახ­სა თუ ბიზ­ნეს­ში ერ­თნა­ი­რი წარ­მა­ტე­ბით ახერ­ხე­ბენ.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ "ბარ­ბა­რეს" ფე­ის­ბუქ-გვერდს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

10-შვილიანი ქურასბედიანების იდილია ოჯახსა და ბიზნესში

10-შვილიანი ქურასბედიანების იდილია ოჯახსა და ბიზნესში

მრავალშვილიანი ოჯახების რიცხვი საქართველოში არც ისე დიდია. სამწუხაროდ, ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში ისინი, ხშირ შემთხვევაში, მძიმე სოციალური ყოფის გამო ექცევიან. თუმცა, დღეს გვინდა გაგაცნოთ ადამიანები, რომლებიც ამ და ბევრ სხვა სტერეოტიპს, თავიანთი მაგალითით ამსხვრევენ.

როცა ქურასბედიანების ათშვილიან ოჯახზე იწყებ წერას, რთული გადასაწყვეტია, მათ საინტერესო ოჯახზე გააკეთო აქცენტი თუ არანაკლებ მნიშვნელოვან, მათ წარმატებულ ოჯახურ ბიზნესზე. ფაქტია, ამ ადამიანებს სხვებისგან ბევრი რამ გამოარჩევთ.

დედა - 43 წლის მარიამ ჯიბუტი, გურული ქალია. უფროსი შვილი ამბობს, რომ არა ის, მათი გაძლება ნებისმიერ სხვას ძალიან გაუჭირდებოდა.

მამა - ზვიად ქურასბედიანი, ოჯახში ძირითადი გამწევი ძალაა. შვილებს მისი განსაკუთრბული რიდი აქვთ. ზვიადიც 43 წლისაა.

რესტორანი "ბარბარესთან" შვილების აღზრდასთან ერთად, მრავალშვილიანი ოჯახის მთავარი საზრუნავია. იდეა, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ზვიადს და მის უფროს შვილებს ეკუთვნის. მათ მოახერხეს და რეალობად აქციეს მრავალწლიანი ოცნება.

დღეს ისინი თავიანთი ბიზნეს-ისტორიით სხვებისთვის მისაბაძ მაგალითად იქცნენ. ქურასბედიანები ფიქრობენ, რომ წარმატება გადამდებია. ამიტომ, "თიბისი" ბანკის ახალ პროექტში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ. თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება, რომელშიც ახალგაზრდა ბიზნესმენები რეგისტრირდებიან, ნოემბერში გამოავლენს გამარჯვებულს სხვადასხვა ნომინაციაში. ბიზნესდაჯილდოვების მთავარი გზავნილი სწორედ ეს არის - #წარმატებაგადამდებია და #გააზიარეწარმატება.

მრავალშვილიან ოჯახში დილა განსაკუთრებულად ხმაურიანი და დატვირთულია. აქ ყველას თავისი რეჟიმი აქვს. უსაქმოდ მხოლოდ ერთი წლის ლაზარეა, ოჯახის ნაბოლარა. მშობლებისა და ორი უფროსი შვილის სამუშაო დღე ძალიან ადრე იწყება და გვიან ღამემდე გრძელდება. 23 წლის თორნიკეს მარანი აქვს ჩაბარებული. საუკეთესო ღვინის შერჩევა მისი პრეროგატივაა. 21 წლის ანდრია ოჯახურ რესტორანში მომსახურების ხარისხსზეა პასუხისმგებელი. ზვიადი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი პროდუქტებით ამარაგებს რესტორანს, მენეჯერობა კი მარიამს აქვს ნაკისრი.

ამ ადამიანების დაუღალავი შრომით მომხმარებელს "ბარბარესთან" მრავალფეროვანი და ჯერ არგასინჯული ქართული კერძები, გამორჩეული ინტერიერი, გემოვნებით შერჩეული მუსიკა და მაღალი ხარისხის მომსახურება ხვდება.

რესტორანი ქართულ ბაზარზე სიახლეა. ის მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე ცნობილი ქართველი კულინარი ქალის - ბარბარე ჯორჯაძის სახელთანაა დაკავშირებული. აქ ყველა კერძი ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტით მზადდება.

"სრული სამზარეულო" - მასში ცნობილი კულინარის მიერ შექმნილი 800-ზე მეტი ქართული და ევროპული კერძია შესული. 1914 წელს გამოცემული ეს წიგნი ქურასბედიანების ოჯახმა, შემთხვევით, მშრალ ხიდზე აღმოაჩინა. 807 რეცეპტიდან რესტორანში ამჟამად 51-ს ამზადებენ. როგორც თორნიკე ქურასბედიანი ამბობს, მომხმარებელს განახლებულ მენიუს მინიმუმ მომავალი 5 წლის მანძილზე შესთავაზებენ.

ოჯახს სარესტორნო ბიზნესი 12 წლის მანძილზე ჰქონდა. თუმცა, როგორც თავად ამბობენ ძველი კონცეფცია განახლებას საჭიროებდა. "ბარბარესთან" სტუმრების რიცხვი მუდმივად იზრდება. რესტორნის მმართველებმა გაფართოება გადაწყვიტეს. შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

რესტორნის სტუმრებს განსაკუთრებით ნატურალური კერძები და ყველასგან გამორჩეული გემო ხიბლავთ. სამზარეულოში კერძის თითქმის ყველა ინგრედიენტი სოფლიდან ჩამოდის. სიმინდზე გაზრდილი ქათმის, ფოკის მდინარის კალმახისა თუ ერბოს უგემრიელეს კერძებს, გამოცდილი შეფ-მზარეულები ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტით ამზადებენ.

რესტორნის მმართველი ათშვილიანი ოჯახი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათთან მისულ მომხმარებელს თავი სამუდამოდ დაამახსოვრონ. თავიანთი მაგალითით კი ცდილობენ, ადამიანებს სტიმული მისცენ. ოჯახის ყველა წევრი თანხმდება იმაზე, რომ მრავალშვილიანობა მეტი სიხარულის, განსაკუთრებული გრძნობების და დიდი სიყვარულის მთავარი წყაროა. მარიამი და ზვიადი სრული იდილიის შექმნას ოჯახსა თუ ბიზნესში ერთნაირი წარმატებით ახერხებენ.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ "ბარბარეს" ფეისბუქ-გვერდს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი