Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხან მე ვარ პოლიტიკოსის ცოლი და ხან ვახოა ჩემი მეუღლის სტატუსით" - გვანცა დარასელია დედისა და მეუღლის ამპლუაში
 "ხან მე ვარ პოლიტიკოსის ცოლი და ხან ვახოა ჩემი მეუღლის სტატუსით" - გვანცა დარასელია დედისა და მეუღლის ამპლუაში

"სხვა შუ­ა­დღის" წამ­ყვა­ნი გვან­ცა და­რა­სე­ლია ზა­ფხულს თი­ა­ნეთ­ში - სა­კუ­თარ სო­ფელ­ში ატა­რებს. უყ­ვარს იქა­უ­რო­ბა და ბედ­ნი­ე­რია, რომ წე­ლი­წა­დის ცხელ სე­ზონ­ზე მისი შვი­ლიც იქ ის­ვე­ნებს, სა­დაც თა­ვად იზ­რდე­ბო­და. გვან­ცას მე­უღ­ლე, ვახო მჭედ­ლი­ძე, ცოტა ხნის წინ "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს" შე­უ­ერ­თდა და კენ­ჭს ლა­გო­დე­ხის რა­ი­ონ­ში იყ­რის. ტე­ლეწ­მაყ­ვანს ზა­ფხულ­ზე და მე­უღ­ლის ახალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ვე­სუბ­რეთ.

- რო­გორც წესი, ყო­ველ ზა­ფხულს ვცდი­ლობ, ერთი კვი­რით მა­ინც ჩა­ვი­დე ჩემს სო­ფელ­ში - თი­ა­ნეთ­ში, ამ წუთ­შიც აქ ვარ. ჩემი შვი­ლი და ძმის­შვი­ლე­ბი ყი­რა­ზე გა­და­დი­ან, ერ­თად ყოფ­ნა ძა­ლი­ან უყ­ვართ, თან გრი­ლა, დიდი ეზო გვაქვს და კარ­გად ერ­თო­ბი­ან. გარ­და ამი­სა, სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა შენი შვი­ლიც იმ სახ­ლში ის­ვე­ნებს, იქ თა­მა­შობს, სა­დაც შენ ხარ გაზ­რდი­ლი. პი­რა­დად მეც, ყვე­ლა­ზე მშვი­დად აქ ვგრძნობ თავს და ბავ­შვე­ბიც კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნე ფოტო წარ­წე­რით "ყვე­ლა­ზე ია­ფ­ფა­სი­ა­ნი გარ­თო­ბა", ფო­ტო­ზე კი აღ­ბეჭ­დი­ლი იყ­ვნენ ბავ­შვე­ბი წყლით სავ­სე "ტაშ­ტებ­ში", მათ შო­რის იყო ერეკ­ლეც. მო­ე­წო­ნათ ჩვე­ნი თა­ო­ბის გა­სარ­თო­ბი პა­ტა­რებს?

- კი, მო­ე­წო­ნათ. ადრე გვქონ­და გა­სა­ბე­რი აუზი, მაგ­რამ ვერ იყოფ­დნენ და იყო ერთი ამ­ბა­ვი, აწუ­ხებ­დნენ ერ­თმა­ნეთს, ამი­ტომ მერე მო­ვი­ფიქ­რეთ, რომ სა­თი­თა­ოდ, გაგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა ბავ­შე­ბის­თვის სა­ხე­ლო­ბი­თი "ლა­ხან­კე­ბი"... რომ ჩა­მო­ვე­დით, "აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა" დაგ­ვახ­ვედ­რეს, ყვე­ლას თა­ვი­სი ზო­მის "ლა­ხან­კა" აქვს, უკვე დგას მზე­ზე წყლით სავ­სე "ტაშ­ტე­ბი" და ელო­დე­ბი­ან ბავ­შვე­ბი სა­ღა­მოს, მზით გამთბარ წყალ­ში რომ ითა­მა­შონ. პრინ­ციპ­ში, აქ მდი­ნა­რეც ახ­ლო­საა, მაგ­რამ გრი­ლი ამინ­დე­ბის გამო ვერ დავ­დი­ვართ. ისე კარ­გად ერ­თო­ბი­ან, მგო­ნია, რომ ამა­ზე მე­ტად დიდ აუზ­შიც კი ვერ იხა­ლი­სებ­დნენ.

- დე­დათ­ქვე­ნის და ერეკ­ლეს ფო­ტომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, ალ­ბათ აბას­თუ­მან­შია გა­და­ღე­ბუ­ლი... თვა­ლე­ბით ძა­ლი­ან გვა­ნან ერ­თმა­ნეთს...

- დე­და­ჩემ­მა რამ­დე­ნი­მე დღით ჩა­ა­კი­თხა და კარ­გად გა­ერ­თნენ. რაც შე­ე­ხე­ბა მსგავ­სე­ბას, ერეკ­ლეს აქვს დიდი თვა­ლის ჭრი­ლი, ისე­თი რო­გორც გვაქვს ჩვენ - დე­დას, ჩემს ძმას. შე­სა­ბა­მი­სად, ამ­სგავ­სე­ბენ თვა­ლე­ბით და დე­დას ეს ძა­ლი­ან ახა­რებს ხოლ­მე. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"ხან მე ვარ პოლიტიკოსის ცოლი და ხან ვახოა ჩემი მეუღლის სტატუსით" - გვანცა დარასელია დედისა და მეუღლის ამპლუაში

 "ხან მე ვარ პოლიტიკოსის ცოლი და ხან ვახოა ჩემი მეუღლის სტატუსით" - გვანცა დარასელია დედისა და მეუღლის ამპლუაში

"სხვა შუადღის" წამყვანი გვანცა დარასელია ზაფხულს თიანეთში - საკუთარ სოფელში ატარებს. უყვარს იქაურობა და ბედნიერია, რომ წელიწადის ცხელ სეზონზე მისი შვილიც იქ ისვენებს, სადაც თავად იზრდებოდა. გვანცას მეუღლე, ვახო მჭედლიძე, ცოტა ხნის წინ "თავისუფალ დემოკრატებს" შეუერთდა და კენჭს ლაგოდეხის რაიონში იყრის. ტელეწმაყვანს ზაფხულზე და მეუღლის ახალ საქმიანობაზე ვესუბრეთ.

- როგორც წესი, ყოველ ზაფხულს ვცდილობ, ერთი კვირით მაინც ჩავიდე ჩემს სოფელში - თიანეთში, ამ წუთშიც აქ ვარ. ჩემი შვილი და ძმისშვილები ყირაზე გადადიან, ერთად ყოფნა ძალიან უყვართ, თან გრილა, დიდი ეზო გვაქვს და კარგად ერთობიან. გარდა ამისა, სასიამოვნოა, როცა შენი შვილიც იმ სახლში ისვენებს, იქ თამაშობს, სადაც შენ ხარ გაზრდილი. პირადად მეც, ყველაზე მშვიდად აქ ვგრძნობ თავს და ბავშვებიც კმაყოფილები არიან.

- სოციალურ ქსელში გამოაქვეყნე ფოტო წარწერით "ყველაზე იაფფასიანი გართობა", ფოტოზე კი აღბეჭდილი იყვნენ ბავშვები წყლით სავსე "ტაშტებში", მათ შორის იყო ერეკლეც. მოეწონათ ჩვენი თაობის გასართობი პატარებს?

- კი, მოეწონათ. ადრე გვქონდა გასაბერი აუზი, მაგრამ ვერ იყოფდნენ და იყო ერთი ამბავი, აწუხებდნენ ერთმანეთს, ამიტომ მერე მოვიფიქრეთ, რომ სათითაოდ, გაგვემზადებინა ბავშებისთვის სახელობითი "ლახანკები"... რომ ჩამოვედით, "აღჭურვილობა" დაგვახვედრეს, ყველას თავისი ზომის "ლახანკა" აქვს, უკვე დგას მზეზე წყლით სავსე "ტაშტები" და ელოდებიან ბავშვები საღამოს, მზით გამთბარ წყალში რომ ითამაშონ. პრინციპში, აქ მდინარეც ახლოსაა, მაგრამ გრილი ამინდების გამო ვერ დავდივართ. ისე კარგად ერთობიან, მგონია, რომ ამაზე მეტად დიდ აუზშიც კი ვერ იხალისებდნენ.

- დედათქვენის და ერეკლეს ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა, ალბათ აბასთუმანშია გადაღებული... თვალებით ძალიან გვანან ერთმანეთს...

- დედაჩემმა რამდენიმე დღით ჩააკითხა და კარგად გაერთნენ. რაც შეეხება მსგავსებას, ერეკლეს აქვს დიდი თვალის ჭრილი, ისეთი როგორც გვაქვს ჩვენ - დედას, ჩემს ძმას. შესაბამისად, ამსგავსებენ თვალებით და დედას ეს ძალიან ახარებს ხოლმე. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი