ზაფხულის სეზონი ბევრისთვის მოგზაურობითა და თავგადასავლებით იწყება, მოგზაურობა დაიწყო...
ფასდაკლებების საიტმა HotSale-მა ცნობილ ტელეწამყვანს ანი გიუნტერსა და მსახიობ ვიკა კალანდიას ყვარელში, სასტუმრო "ყვარლის ედემში" უმასპინძლა.
"ყვარელი ედემი" სამოთხის პაწაწინა ადგილია საქართველოში, რომელიც ყველა დამსვენებელს აჯადოებს და დადებითი ემოციით ავსებს. გამონაკლისი არც ანი და ვიკა ყოფილან. გოგონები "ედემში" მოგზაურობის შემდეგ თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ:
ანი გიუნტერი: "ადგილი, სადაც თავს გრძნობ ნამდვილ დედოფლად. მუდამ ზრუნავენ შენს განწყობაზე და კომფორტზე, სადაც შეგიძლია განიტვირთო და განიცადო სრული რელაქსაცია.
დატკბე ლამაზი ბუნებით, მიეფიცხო მზეს და გაირუჯო, მიიღო ღვინის აბაზანა და გაიკეთო სარელაქსაციო მასაჟი.
ვიკა კალანდია: "ეს არის ის ადგილი, სადაც სიამაყით ვივსები, რომ ასეთი დონის სასტუმრო გვაქვს ქართველებს. დაისვენეთ ყველამ აქ. მინდა, რომ ის ემოცია, რაც მე ახლა მაქვს, თქვენც გაგყვეთ ძალიან დიდხანს".