პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ნიგერიელი ვარსკვლავი Nneka 12 სექტემბერს თბილისში კონცერტს გამართავს
ცნობილი ნიგერიელი ვარსკვლავი Nneka 12 სექტემბერს თბილისში კონცერტს გამართავს

ივენთ მე­ნე­ჯმენტ კომ­პა­ნია Funday entertainment - ის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით 12 სექ­ტემ­ბერს, 20:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა ცნო­ბი­ლი ნი­გე­რი­ე­ლი არ­ტის­ტის Nneka-ს კონ­ცერ­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით "Walking

to Tbilisi".

ნეკა ლუ­სია ეგ­ბუ­ნა და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და ნი­გე­რი­ა­ში. 19 წლის ასაკ­ში გა­და­ვი­და გერ­მა­ნი­ა­ში და და­ი­წყო სწავ­ლა ჰამ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ამ პე­რი­ო­დი­დან ნნე­კა იწყებს აქ­ტი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას რო­გორც მომ­ღე­რა­ლი და სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტო­რი. ნნე­კა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სცე­ნა­ზე რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­მო­დის ისეთ არ­ტის­ტებ­თან ერ­თად, რო­გო­რე­ბიც არი­ან Roots, Gnarls Barkley, Nas და Damian Marley.

იგი აღი­ა­რე­ბუ­ლია 2009 წლის სა­უ­კე­თე­სო აფ­რი­კელ შემ­სრუ­ლებ­ლად. 2010 წელს მან ჩა­წე­რა ფეხ­ბურ­თის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის მი­ძღვნი­ლი სიმ­ღე­რა "Viva Africa". ჰიპ-ჰო­პის ლე­გენ­და NAS მას უწო­დებს "სა­ო­ცარ" და "შე­უ­და­რე­ბელ არ­ტისტს".

Sunday Times-მა მას ახალ­გაზ­რდა ლო­რენ ჰილი შე­არ­ქვა და ნნე­კას სა­დე­ბი­უ­ტო ალ­ბო­მი ლო­რენ ჰი­ლის ალ­ბომს "The Miseduction of Lauryn Hill" შე­ა­და­რა.

მრა­ვალ სა­ერ­თა­შო­რი­სო ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნნე­კა 2015 წლი­დან უკვე ახა­ლი ალ­ბო­მით, "My Fairy Tales" წარ­სდგა მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე. "My Fairy Tales" გა­მო­ირ­ჩე­ვა რეტ­რო გრუ­ვის სტი­ლით, რა თქმა უნდა, ტრა­დი­ცი­უ­ლი ავ­თენ­ტუ­რი აფრო-გრუ­ვის ელე­მენ­ტე­ბით და რუთს რე­გის რით­მი­კით.

ნნე­კა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი არ­ტის­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის ვი­დე­ო­ებს ინ­ტერ­ნეტ­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი ქარ­თვე­ლის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს. გა­მორ­ჩე­უ­ლია სიმ­ღე­რა "Walking", რომ­ლის ცო­ცხლად შეს­რუ­ლე­ბის ვი­დე­ოს 5 მი­ლი­ო­ნამ­დე ნახ­ვა აქვს და კო­მენ­ტა­რე­ბის თით­ქმის 90% ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლი­საა.

სიმ­ბო­ლუ­რია, რომ პრო­ექტსაც სწო­რედ "Walking to Tbilisi" ჰქვია.

ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის გთხოვთ და­უ­კავ­შირ­დეთ:

სა­კონ­ტაქ­ტო პირი:

ნინი რეხ­ვი­აშ­ვი­ლი

მობ.: 555133639,

ელ. ფოს­ტა: pr@fundaymusic.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ცნობილი ნიგერიელი ვარსკვლავი Nneka 12 სექტემბერს თბილისში კონცერტს გამართავს

ცნობილი ნიგერიელი ვარსკვლავი Nneka 12 სექტემბერს თბილისში კონცერტს გამართავს

ივენთ მენეჯმენტ კომპანია Funday entertainment - ის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 12 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება ცნობილი ნიგერიელი არტისტის Nneka-ს კონცერტი სახელწოდებით "Walking

to Tbilisi".

ნეკა ლუსია ეგბუნა დაიბადა და გაიზარდა ნიგერიაში. 19 წლის ასაკში გადავიდა გერმანიაში და დაიწყო სწავლა ჰამბურგის უნივერსიტეტში. ამ პერიოდიდან ნნეკა იწყებს აქტიურ მოღვაწეობას როგორც მომღერალი და სიმღერების ავტორი. ნნეკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე რეგულარულად გამოდის ისეთ არტისტებთან ერთად, როგორებიც არიან Roots, Gnarls Barkley, Nas და Damian Marley.

იგი აღიარებულია 2009 წლის საუკეთესო აფრიკელ შემსრულებლად. 2010 წელს მან ჩაწერა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მიძღვნილი სიმღერა "Viva Africa". ჰიპ-ჰოპის ლეგენდა NAS მას უწოდებს "საოცარ" და "შეუდარებელ არტისტს".

Sunday Times-მა მას ახალგაზრდა ლორენ ჰილი შეარქვა და ნნეკას სადებიუტო ალბომი ლორენ ჰილის ალბომს "The Miseduction of Lauryn Hill" შეადარა.

მრავალ საერთაშორისო ნომინაციაში გამარჯვებული ნნეკა 2015 წლიდან უკვე ახალი ალბომით, "My Fairy Tales" წარსდგა მსმენელის წინაშე. "My Fairy Tales" გამოირჩევა რეტრო გრუვის სტილით, რა თქმა უნდა, ტრადიციული ავთენტური აფრო-გრუვის ელემენტებით და რუთს რეგის რითმიკით.

ნნეკა ძალიან პოპულარული არტისტია საქართველოში და მის ვიდეოებს ინტერნეტში საკმაოდ ბევრი ქართველის გამოხმაურება აქვს. გამორჩეულია სიმღერა "Walking", რომლის ცოცხლად შესრულების ვიდეოს 5 მილიონამდე ნახვა აქვს და კომენტარების თითქმის 90% ქართველი მსმენელისაა.

სიმბოლურია, რომ პროექტსაც სწორედ "Walking to Tbilisi" ჰქვია.

ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:

საკონტაქტო პირი:

ნინი რეხვიაშვილი

მობ.: 555133639,

ელ. ფოსტა: pr@fundaymusic.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება