პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქალაქო სასამართლო დედისა და მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
საქალაქო სასამართლო დედისა და მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

დე­დი­სა და მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით და­პა­ტიმ­რე­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო ავ­რცე­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"2016 წლის 28 ივ­ლისს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო და წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის კო­ლე­გი­ამ სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ხ.-ს მი­მართ, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ და­პა­ტიმ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლის თა­ნახ­მად, გი­ორ­გი ხ.-ს ბა­რა­ლად ედე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის და მისი ჩა­დე­ნის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით, დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი­სა, ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, არა­ერ­თგზის, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ.

საქ­მე ეხე­ბა, 2016 წლის 22 თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში, ფო­ნი­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას, რა დრო­საც, წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად გი­ორ­გი ხ. ყა­ჩა­ღო­ბის მიზ­ნით, შე­ვი­და სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, სა­დაც მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით ინა­ხე­ბო­და 7000 აშშ დო­ლა­რი. ხსე­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით, მან ნონა რ.-ს თავ­ში ჩა­არ­ტყა სკა­მი, რის შემ­დე­გაც მას და მის ქა­ლიშ­ვილს, მცი­რე­წლო­ვან მა­რი­ამ მ.-ს და­ნით მი­ა­ყე­ნა მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი. ამას­თან, და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, ცე­ცხლი წა­უ­კი­და სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­სა­მარ­თლომ, გა­ნი­ხი­ლა წარ­მოდ­გე­ნი­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, მო­ის­მი­ნა მხა­რე­თა ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბი, გა­ეც­ნო წარ­მოდ­გე­ნილ მა­სა­ლებს და მი­იჩ­ნია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ სა­ხე­ზეა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით და­პა­ტიმ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი, ასე­ვე ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი. კერ­ძოდ, სა­სა­მარ­თლომ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის სიმ­ძი­მე, ბრალ­დე­ბუ­ლის პი­როვ­ნე­ბა, მისი წარ­სუ­ლი და საქ­მის მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით მი­იჩ­ნია, რომ არ­სე­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან მი­მალ­ვის, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლის საფრ­თხე. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­სა­მარ­თლომ მის მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის ყვე­ლა­ზე უფრო მკაც­რი სახე- პა­ტიმ­რო­ბა.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 2016 წლის 15 სექ­ტემ­ბერს, 11:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

საქალაქო სასამართლო დედისა და მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქალაქო სასამართლო დედისა და მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

დედისა და მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრება შეეფარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2016 წლის 28 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულ გიორგი ხ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ დაპატიმრების გამოყენების თაობაზე.

წარდგენილი ბრალის თანახმად, გიორგი ხ.-ს ბარალად ედება განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფისა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ.

საქმე ეხება, 2016 წლის 22 თებერვალს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც, წარდგენილი ბრალდების თანახმად გიორგი ხ. ყაჩაღობის მიზნით, შევიდა საცხოვრებელ ბინაში, სადაც მისი ინფორმაციით ინახებოდა 7000 აშშ დოლარი. ხსენებული დანაშაულის გაადვილების მიზნით, მან ნონა რ.-ს თავში ჩაარტყა სკამი, რის შემდეგაც მას და მის ქალიშვილს, მცირეწლოვან მარიამ მ.-ს დანით მიაყენა მრავლობითი ჭრილობები. ამასთან, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ცეცხლი წაუკიდა საცხოვრებელ სახლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასამართლომ, განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო წარდგენილი ბრალდების სიმძიმე, ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული და საქმის მასალებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხე. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლომ მის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე უფრო მკაცრი სახე- პატიმრობა.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 15 სექტემბერს, 11:00 საათზე გაიმართება", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ