აყრილი ტროტუარი, მონგრეული მოაჯირი, განათების გარეშე დარჩენილი განათების ბოძები - ასე გამოიყურება გზა, რომელიც თბილისის პანთეონისკენ მიდის.
ფოტოები AMBEBI.GE-ს ადგილობრივებმა მიაწოდეს, რომლებიც წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ გზა, სადაც ყოველდღიურად უამრავი ტურისტი თუ ადგილობრივი დადის, მოუწესრიგებელია.
"ქართველები ბევრი რამით ვამაყობთ. მთაწმინდის პანთეონი განსაკუთრებით გამორჩეულია! ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრები თუ ჩვეულებრივი ტურისტები აქ მრავალია. ქართველი ერის სიწმინდეს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.
დღეს კი ასე გამოიყურება მთაწმინდის ქუჩა და პანთეონის გზა...", - გვწერს ადგილობრივი მცხოვრები.