პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარუჯვის შემდეგ დამწვრობის ცენტრს 270-მა ადამიანმა მიმართა - რეკომენდაციები უსაფრთხო ნამზეურისთვის
გარუჯვის შემდეგ დამწვრობის ცენტრს 270-მა ადამიანმა მიმართა - რეკომენდაციები უსაფრთხო ნამზეურისთვის

ზა­ფხუ­ლია და ნამ­ზე­უ­რის მი­ღე­ბა ყვე­ლას უნდა, მაგ­რამ ყვე­ლა როდი იცავს იმ მარ­ტივ წე­სებს, რაც დამ­წვრო­ბის­გან და­ი­ცავს. ზა­ფხუ­ლი და დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი ჯერ არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა და დამ­წვრო­ბის ცენ­ტრს უკვე ბევ­რმა ადა­მი­ან­მა მი­ა­კი­თხა, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შიც აღ­მოჩ­ნდა... 

დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი, პრო­ფე­სო­რი გუგა ქა­ში­ბა­ძე რე­კო­მენ­და­ცი­ებს სთა­ვა­ზობს მათ, ვინც ახლა აპი­რებს ნამ­ზე­უ­რის მი­ღე­ბას:

- სა­მე­დი­ცი­ნო ენა­ზე ამას სო­ლა­რუ­ლი დამ­წვრო­ბა ჰქვია და დღეს­დღე­ო­ბით ჩვენ­თან 270 პა­ცი­ენ­ტია გა­ტა­რე­ბუ­ლი, აქე­დან 30 მათ­განს სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა დას­ჭირ­და, 30-დან 8 დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის რე­ა­ნი­მა­ცი­ი­სა და ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მოხ­ვდა. სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან, ვინც კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სდა, მათ­გან ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი 3 წლის იყო, ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან კი - ყვე­ლა­ზე მცი­რე­წლო­ვა­ნი - 6 თვის ბავ­შვი, 12-დან 13 სა­ა­თამ­დე მზის აბა­ზა­ნებს აღე­ბი­ნებ­დნენ და სახე და­ეწ­ვა...

- პა­ცი­ენ­ტე­ბის იმ სა­ერ­თო რი­ცხვი­დან, რაც და­ა­სა­ხე­ლეთ, ყვე­ლას ნამ­ზე­უ­რის მი­ღე­ბა უნ­დო­და?

- დიახ, ძი­რი­თა­დად მო­ტი­ვი არის ეს. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, სა­თევ­ზა­ოდ იყო ვი­ღაც და მა­შინ და­იწ­ვა, მაგ­რამ თი­თო­ე­უ­ლი ისე­თი ტრავ­მა იყო, რომ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და, არა­ვის ხელი არ მო­უ­კი­დია და ძა­ლით არ და­უს­ვამთ მზის გულ­ზე. ყვე­ლა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­შიშ­ვლდა, თუ მი­ე­ფი­ცხა მზეს.

- ზოგ­მა მარ­თლა არ იცის, რო­გორ და რო­დის უნდა მი­ი­ღოს ნამ­ზე­უ­რი.

- არა, შე­იძ­ლე­ბა იცის, მაგ­რამ უნდა, რომ ერთ დღე­ში მი­ი­ღოს რუჯი. არა­და, რომ ჰკი­თხო, ყვე­ლამ იცის, რა უნდა ქნას. ადა­მი­ა­ნი კი არა, ბო­ლოს და ბო­ლოს, უკაც­რა­ვად და რქო­სა­ნი პი­რუ­ტყვი ხვდე­ბა, რომ შუ­ა­დღი­სას ჩრდილ­ში გა­და­ვი­დეს. დიახ, ძრო­ხა ხვდე­ბა და ჩრდილ­ში ინაც­ვლებს. ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გორ ვერ ხვდე­ბი­ან, რომ არ შე­იძ­ლე­ბა?! მაგ­რამ ძრო­ხას რუჯი არ უნდა, მათ - უნ­დათ... რა რი­ცხვე­ბიც და­გი­სა­ხე­ლეთ, ასა­ხავს პა­ცი­ენ­ტე­ბის მხო­ლოდ იმ რა­ო­დე­ნო­ბას, რომ­ლებ­მაც დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში მოგ­ვა­კი­თხა. ვინც რე­გი­ონ­შია და მოს­ვლა ვერ შეძ­ლო, ან ტე­ლე­ფო­ნით გვი­რე­კავს, სუ­რათს გვიგ­ზავ­ნის, სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ებს იღებს, ეს რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ სხვა არის.

- რა შე­იძ­ლე­ბა ვუ­თხრათ მათ, ვინც ნამ­ზე­უ­რის მი­სა­ღე­ბად ახლა ემ­ზა­დე­ბა?

- კარ­გი შრო­მი­სა და სწავ­ლის შემ­დეგ კარ­გი დას­ვე­ნე­ბაა სა­ჭი­რო. თუ კარ­გად არ და­ის­ვე­ნე, შრო­მას იმა­ვე ხა­რისხში ვერ გა­აგ­რძე­ლებ. ჰოდა, კარ­გი დას­ვე­ნე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფილ დღე­ებს დამ­წვრო­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში ნუ ჩა­იმ­წა­რე­ბენ.

- კი­დევ ერთხელ რომ ვუ­თხრათ, რო­მელ სა­ა­თებ­ში არ უნდა გა­ვიდ­ნენ მზე­ზე?

- ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა წა­ის­ვან. ეს არის ელე­მენ­ტა­რუ­ლი რამ: ბავ­შვე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი და ისი­ნი, ვი­საც თეთ­რი კანი აქვს, ად­ვი­ლად იწ­ვე­ბინ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა, მათ შო­რის ია­ფ­ფა­სი­ა­ნიც, აფ­თი­ა­ქებ­ში იყი­დე­ბა და წა­ი­ვან. 11-დან 5 სა­ა­თამ­დე არის არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო მზე და თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც რუჯი გვინ­და, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში უნდა წა­ვის­ვათ და ისე მოვ­თავ­სდეთ. მარ­ტი­ვი წე­სია, როცა ჩრდი­ლი გრძე­ლია, მა­შინ უსაფრ­თხოა, როცა ჩრდი­ლი მოკ­ლდე­ბა, ეს უკვე საფრ­თხეს ქმნის.

- რე­კორდსმე­ნი მკურ­ნა­ლი ხართ, რად­გა­ნაც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე­თი და იმ­დე­ნი პა­ცი­ენ­ტი გყო­ლი­ათ, რომ­ლე­ბიც უც­ნა­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და­იწ­ვეს სხე­უ­ლი, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი­ცაა, ლეღ­ვის ფოთ­ლის ნა­ხარ­ში. წელს თუ და­ფიქ­სირ­და მსგავ­სი შემ­თხვე­ვა?

- უკვე გვყავ­და ერთი პა­ცი­ენ­ტი, 13 წლის გო­გო­ნა რე­გი­ო­ნი­დან, მარ­თა­ლია მას არ მო­უ­ხარ­შავს ფო­თო­ლი და ნა­ხარ­ში არ წა­უს­ვამს, მაგ­რამ ფოთ­ლე­ბი გა­მო­წუ­რა და კი­დუ­რებ­ზე ის სი­თხე შე­ი­ზი­ლა. სტა­ცი­ო­ნარ­ში 12 დღე იწვა. მო­უ­წია მკურ­ნა­ლო­ბამ, მწვა­ვე ფორ­მის დამ­წვრო­ბა იყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მეტი არა­ვის მო­უ­კი­თხავს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

გარუჯვის შემდეგ დამწვრობის ცენტრს 270-მა ადამიანმა მიმართა - რეკომენდაციები უსაფრთხო ნამზეურისთვის

გარუჯვის შემდეგ დამწვრობის ცენტრს 270-მა ადამიანმა მიმართა - რეკომენდაციები უსაფრთხო ნამზეურისთვის

ზაფხულია და ნამზეურის მიღება ყველას უნდა, მაგრამ ყველა როდი იცავს იმ მარტივ წესებს, რაც დამწვრობისგან დაიცავს. ზაფხული და დასვენების სეზონი ჯერ არ დამთავრებულა და დამწვრობის ცენტრს უკვე ბევრმა ადამიანმა მიაკითხა, ზოგიერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშიც აღმოჩნდა... 

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი პლასტიკური ქირურგი, პროფესორი გუგა ქაშიბაძე რეკომენდაციებს სთავაზობს მათ, ვინც ახლა აპირებს ნამზეურის მიღებას:

- სამედიცინო ენაზე ამას სოლარული დამწვრობა ჰქვია და დღესდღეობით ჩვენთან 270 პაციენტია გატარებული, აქედან 30 მათგანს სტაციონარული მკურნალობა დასჭირდა, 30-დან 8 დამწვრობის ცენტრის რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვდა. სტაციონარული პაციენტებიდან, ვინც კლინიკაში მოთავსდა, მათგან ყველაზე უმცროსი 3 წლის იყო, ამბულატორიული პაციენტებიდან კი - ყველაზე მცირეწლოვანი - 6 თვის ბავშვი, 12-დან 13 საათამდე მზის აბაზანებს აღებინებდნენ და სახე დაეწვა...

- პაციენტების იმ საერთო რიცხვიდან, რაც დაასახელეთ, ყველას ნამზეურის მიღება უნდოდა?

- დიახ, ძირითადად მოტივი არის ეს. ყოფილა შემთხვევა, სათევზაოდ იყო ვიღაც და მაშინ დაიწვა, მაგრამ თითოეული ისეთი ტრავმა იყო, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა, არავის ხელი არ მოუკიდია და ძალით არ დაუსვამთ მზის გულზე. ყველა ნებაყოფლობით გაშიშვლდა, თუ მიეფიცხა მზეს.

- ზოგმა მართლა არ იცის, როგორ და როდის უნდა მიიღოს ნამზეური.

- არა, შეიძლება იცის, მაგრამ უნდა, რომ ერთ დღეში მიიღოს რუჯი. არადა, რომ ჰკითხო, ყველამ იცის, რა უნდა ქნას. ადამიანი კი არა, ბოლოს და ბოლოს, უკაცრავად და რქოსანი პირუტყვი ხვდება, რომ შუადღისას ჩრდილში გადავიდეს. დიახ, ძროხა ხვდება და ჩრდილში ინაცვლებს. ადამიანები როგორ ვერ ხვდებიან, რომ არ შეიძლება?! მაგრამ ძროხას რუჯი არ უნდა, მათ - უნდათ... რა რიცხვებიც დაგისახელეთ, ასახავს პაციენტების მხოლოდ იმ რაოდენობას, რომლებმაც დამწვრობის ცენტრში მოგვაკითხა. ვინც რეგიონშია და მოსვლა ვერ შეძლო, ან ტელეფონით გვირეკავს, სურათს გვიგზავნის, სატელეფონო კონსულტაციებს იღებს, ეს რაოდენობა კიდევ სხვა არის.

- რა შეიძლება ვუთხრათ მათ, ვინც ნამზეურის მისაღებად ახლა ემზადება?

- კარგი შრომისა და სწავლის შემდეგ კარგი დასვენებაა საჭირო. თუ კარგად არ დაისვენე, შრომას იმავე ხარისხში ვერ გააგრძელებ. ჰოდა, კარგი დასვენებისთვის გამოყოფილ დღეებს დამწვრობის მკურნალობაში ნუ ჩაიმწარებენ.

- კიდევ ერთხელ რომ ვუთხრათ, რომელ საათებში არ უნდა გავიდნენ მზეზე?

- ძალიან მარტივია, დამცავი საშუალება უნდა წაისვან. ეს არის ელემენტარული რამ: ბავშვები, მოხუცები და ისინი, ვისაც თეთრი კანი აქვს, ადვილად იწვებინ, გაითვალისწინონ, რომ არსებობს სხვადასხვა დამცავი საშუალება, მათ შორის იაფფასიანიც, აფთიაქებში იყიდება და წაივან. 11-დან 5 საათამდე არის არასასიამოვნო მზე და თუ მაინცდამაინც რუჯი გვინდა, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა წავისვათ და ისე მოვთავსდეთ. მარტივი წესია, როცა ჩრდილი გრძელია, მაშინ უსაფრთხოა, როცა ჩრდილი მოკლდება, ეს უკვე საფრთხეს ქმნის.

- რეკორდსმენი მკურნალი ხართ, რადგანაც ბოლო წლების განმავლობაში ისეთი და იმდენი პაციენტი გყოლიათ, რომლებიც უცნაური საშუალებების გამოყენებით დაიწვეს სხეული, მაგალითად, როგორიცაა, ლეღვის ფოთლის ნახარში. წელს თუ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა?

- უკვე გვყავდა ერთი პაციენტი, 13 წლის გოგონა რეგიონიდან, მართალია მას არ მოუხარშავს ფოთოლი და ნახარში არ წაუსვამს, მაგრამ ფოთლები გამოწურა და კიდურებზე ის სითხე შეიზილა. სტაციონარში 12 დღე იწვა. მოუწია მკურნალობამ, მწვავე ფორმის დამწვრობა იყო. საბედნიეროდ, მეტი არავის მოუკითხავს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი