პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბჭოთა საქართველო" 21-ე საუკუნის ბათუმში
"საბჭოთა საქართველო" 21-ე საუკუნის ბათუმში

კო­მუ­ნის­ტუ­რი ლო­ზუნ­გი - Родина-мать зовёт! (დედა სამ­შობ­ლო გვიხ­მობს), წი­თე­ლი ყელ­სახ­ვე­ვე­ბი, სტა­ლი­ნის პორ­ტრე­ტე­ბი, სსრკ-ს დრო­შა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სხვა სიმ­ბო­ლო­ე­ბი... ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­სულ­ში არ დარ­ჩე­ნი­ლა - ამ ყვე­ლა­ფერს ბა­თუმ­ში, 27 ივ­ლისს გა­მარ­თულ ყრი­ლო­ბა­ზე მო­უ­ყა­რეს თავი.

ბა­თუ­მის ბო­ნის კულ­ტუ­რის სახ­ლში სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბა "სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს" აჭა­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ყრი­ლო­ბა გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჰიმ­ნიც შეს­რულ­და, რა­საც დარ­ბაზ­ში მყო­ფე­ბი ფეხ­ზე ად­გო­მი­თა და ტა­შით შეხ­ვდნენ.

ყრი­ლო­ბა­ზე არა­ერ­თხელ გა­ის­მა ნატო-ს, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­წო­დე­ბე­ბი. შე­ძა­ხილს - "გა­უ­მარ­ჯოს პუ­ტინს" ყრი­ლო­ბა­ზე შეკ­რე­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ხან­გრძლი­ვი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი მოჰ­ყვა.

ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბო­და რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მას დე­პუ­ტა­ტი ვლა­დი­მირ სი­მა­გი­ნი. სტუმ­რებს შო­რის იყო აჭა­რის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე როს­ტომ შერ­ვა­ში­ძე, რო­მე­ლიც მოძ­რა­ო­ბის იდე­ო­ლო­გი­ას იზი­ა­რებს.

იხი­ლეთ ვი­დეო ყრი­ლო­ბი­დან

რო­გორც "სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ვა­ლე­რი კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, მოძ­რა­ო­ბის მი­ზა­ნია რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სის­ტე­მის შექ­მნა:

"სა­ქარ­თვე­ლომ უნდა მო­აგ­ვა­როს ურ­თი­ერ­თო­ბა და ჩვენ ეს ასე გვე­სა­ხე­ბა - რუ­სეთ­თან უნდა ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა, სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სის­ტე­მი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ამ 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და­კარ­გა, სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი მო­ნა­პო­ვა­რი, სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სი­კე­თე, და­ცუ­ლო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტის არ­ნა­ხუ­ლი დონე, უნდა და­იბ­რუ­ნოს ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და ეს არის ჩვე­ნი მი­ზა­ნი", - აღ­ნიშ­ნა ვა­ლე­რი კვა­რა­ცხე­ლი­ამ.

ორ­გა­ნი­ზა­ცია ბა­თუმ­ში, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ობე­ლის­კის დაბ­რუ­ნე­ბა­სა და სტა­ლი­ნის სახლ-მუ­ზე­უ­მის რეს­ტავ­რა­ცი­ას ითხოვს.

AMBEBI.GE-სთვის ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე ბა­თუ­მი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"საბჭოთა საქართველო" 21-ე საუკუნის ბათუმში

"საბჭოთა საქართველო" 21-ე საუკუნის ბათუმში

კომუნისტური ლოზუნგი - Родина-мать зовёт! (დედა სამშობლო გვიხმობს), წითელი ყელსახვევები, სტალინის პორტრეტები, სსრკ-ს დროშა და საბჭოთა კავშირის სხვა სიმბოლოები... ეს ყველაფერი წარსულში არ დარჩენილა - ამ ყველაფერს ბათუმში, 27 ივლისს გამართულ ყრილობაზე მოუყარეს თავი.

ბათუმის ბონის კულტურის სახლში სახალხო მოძრაობა "სოციალისტური საქართველოს" აჭარის ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. ღონისძიებაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნიც შესრულდა, რასაც დარბაზში მყოფები ფეხზე ადგომითა და ტაშით შეხვდნენ.

ყრილობაზე არაერთხელ გაისმა ნატო-ს, ევროკავშირისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო მოწოდებები. შეძახილს - "გაუმარჯოს პუტინს" ყრილობაზე შეკრებილი საზოგადოებისგან ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა.

ღონისძიებას ესწრებოდა რუსეთის სახელმწიფო დუმას დეპუტატი ვლადიმირ სიმაგინი. სტუმრებს შორის იყო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე როსტომ შერვაშიძე, რომელიც მოძრაობის იდეოლოგიას იზიარებს.

იხილეთ ვიდეო ყრილობიდან

როგორც "სოციალისტური საქართველოს" დამფუძნებელმა ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, მოძრაობის მიზანია რუსეთ-საქართველოს სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება და სოციალისტური საზოგადოებისა და სისტემის შექმნა:

"საქართველომ უნდა მოაგვაროს ურთიერთობა და ჩვენ ეს ასე გვესახება - რუსეთთან უნდა ჩამოვაყალიბოთ სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობა, სოციალისტური სისტემისა და საზოგადოების მშენებლობა. ყველაფერი, რაც ამ 25 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა დაკარგა, სოციალისტური მონაპოვარი, სოციალისტური სიკეთე, დაცულობის სოციალური პაკეტის არნახული დონე, უნდა დაიბრუნოს ქართველმა ხალხმა და ეს არის ჩვენი მიზანი", - აღნიშნა ვალერი კვარაცხელიამ.

ორგანიზაცია ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე ობელისკის დაბრუნებასა და სტალინის სახლ-მუზეუმის რესტავრაციას ითხოვს.

AMBEBI.GE-სთვის ნინო ხოზრევანიძე ბათუმიდან

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."