პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მას დიდ სასამართლოს გაუმართავს საქართველო" - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ 2007 წელს გიული ალასანიაზე
"მას დიდ სასამართლოს გაუმართავს საქართველო" - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ 2007 წელს გიული ალასანიაზე

ლელა კა­კუ­ლია 2007 წლის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი­დან ამო­ნა­რიდს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც ფე­თჰუ­ლა გი­უ­ლე­ნი­სა და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას შე­საძ­ლო კავ­შირ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხე­ბა.

"ექს-პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის დედა ქალ­ბა­ტო­ნი გი­უ­ლი ალა­სა­ნია ბოლო დროს კვლავ მო­ექ­ცა ქარ­თუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, ვი­ნა­ი­დან მისი სა­ხე­ლი, მოვ­ლე­ნა­თა გამო, ის­ლა­მის­ტი მქა­და­გებ­ლის, ფე­თჰუ­ლაჰ გი­უ­ლე­ნის სა­ხელს გა­და­ე­ჯაჭ­ვა.

მოძ­რა­ო­ბა "ხიზ­მე­ტის" ლი­დე­რი ფე­თჰუ­ლაჰ გი­უ­ლე­ნი მსოფ­ლი­ოს ერთ–ერთ გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნე­ვა, ვი­ნა­ი­დან 160–ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში აქვს და­არ­სე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და სკო­ლე­ბი, რო­მელ­თა კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა რამ­დენ­მე მი­ლი­ონს აჭარ­ბებს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ფე­თჰუ­ლაჰ გი­უ­ლე­ნის სახ­სრე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­შიც არის გახ­სნი­ლი 14 სას­წავ­ლო–სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, მათ შო­რის, "სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი", რომ­ლის რექ­ტო­რი ექს–პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის დედა გი­უ­ლი ალა­სა­ნია გახ­ლავთ.

ჩვენ არ შე­ვუდ­გე­ბით იმის გარ­ჩე­ვას, შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა სი­მარ­თლეს ბოლო დღე­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია გი­უ­ლენ­სა თუ ალა­სა­ნი­ა­ზე. ჩვენ მხო­ლოდ იმ ჩა­ნა­წერს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, რო­მე­ლიც 2007 წლის 9 ივ­ნისს ჩა­წე­რა ქალ­ბა­ტონ­მა ლელა კა­კუ­ლი­ამ და რო­მე­ლიც იმა­ვე წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა გა­ზეთ­ში "ქარ­თვე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ლელა კა­კუ­ლია" (#14 ).

ოღონდ, მა­შინ, გა­გა­ნია "ნა­ცი­ო­ნა­ლო­ბი­სას", რო­დე­საც მთლად უსაფრ­თხო არ იყო სი­მარ­თლის ხმა­მაღ­ლა თქმა, ქალ­ბა­ტონ­მა ლე­ლამ, რე­დაქ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, უფ­ლე­ბა არ მოგ­ვცა, გა­ზეთ­ში ღიად დაგ­ვე­სა­ხე­ლე­ბი­ნა იმ ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი და გვა­რი, რო­მელ­ზეც ამ ჩა­ნა­წერ­ში იყო სა­უ­ბა­რი. თუმ­ცა არ­ქივ­ში, რაღა თქმა უნდა, თა­ვად ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ლას ხე­ლით ჩა­წე­რი­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რი ტექ­სტი დღემ­დე ინა­ხე­ბა, რო­მელ­შიც შა­ვით თეთრზე წე­რია სა­ხე­ლი და გვა­რი: გი­უ­ლი ალა­სა­ნია.

აი, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ეს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა:

2007 წელი, 9 ივ­ნი­სი.

მო­მა­ვალ­ში ძა­ლას კარ­გავს ერთი ძა­ლი­ან პრეს­ტი­ჟუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი.

"ეს ქალ­ბა­ტო­ნი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, თურ­ქე­თის გავ­ლე­ნა გა­აძ­ლი­ე­როს სა­ქარ­თვე­ლო­ში სწავ­ლის მხრივ, ჩაკ­ლას ქარ­თუ­ლი დე­და­ე­ნა, ილია, ვაჟა, აკა­კი..." — ასე შე­ა­ფა­სებს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო სას­წავ­ლებ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლის ქმე­დე­ბას.

მის­თვის ეს საქ­მე, რო­გორც ვხე­დავ, არის მხო­ლოდ დიდი ბიზ­ნე­სი, სხვა არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ უფა­ლი არ მი­ცემს ნე­ბას, რომ წარ­ყვნას პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლო. ვხე­დავ, მას დიდ სა­სა­მარ­თლოს გა­უ­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლო.

იგი ყვე­ლა­ფერს კარ­გავს...

ქარ­თუ­ლი ცოდ­ნის აკ­ვა­ნი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჩაკ­ლეს და გა­ა­ნად­გუ­რეს და თურ­ქებს კი არა­ნა­ი­რი ხელ­შე­წყო­ბა არ მო­აკ­ლდათ. ირ­გვლივ ქარ­თუ­ლი აღა­რა­ფე­რია, მაგ­რამ ვხე­დავ, რომ სა­ქარ­თვე­ლო მალე გა­იღ­ვი­ძებს! ლღვე­ბა გა­ყი­ნუ­ლი ტვი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­სი, მთე­ლი ერი აღ­სდგე­ბა და ამ ძა­ლას ვე­რა­ვინ შე­ა­ჩე­რებს!", - ნათ­ქვა­მია კა­კუ­ლი­ას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში თურ­ქულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აშშ-ში ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი ფე­თჰუ­ლა გი­უ­ლე­ნი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გი­უ­ლე­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ქსელს ფლობს და მისი პარტნი­ო­რი სწო­რედ გი­უ­ლი ალა­სა­ნი­აა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"მას დიდ სასამართლოს გაუმართავს საქართველო" - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ 2007 წელს გიული ალასანიაზე

"მას დიდ სასამართლოს გაუმართავს საქართველო" - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ 2007 წელს გიული ალასანიაზე

ლელა კაკულია 2007 წლის წინასწარმეტყველებიდან ამონარიდს აქვეყნებს, რომელიც ფეთჰულა გიულენისა და გიული ალასანიას შესაძლო კავშირზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხება.

"ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის დედა ქალბატონი გიული ალასანია ბოლო დროს კვლავ მოექცა ქართული მედიის ყურადღების ცენტრში, ვინაიდან მისი სახელი, მოვლენათა გამო, ისლამისტი მქადაგებლის, ფეთჰულაჰ გიულენის სახელს გადაეჯაჭვა.

მოძრაობა "ხიზმეტის" ლიდერი ფეთჰულაჰ გიულენი მსოფლიოს ერთ–ერთ გავლენიან ადამიანად მიიჩნევა, ვინაიდან 160–ზე მეტ ქვეყანაში აქვს დაარსებული უნივერსიტეტები და სკოლები, რომელთა კურსდამთავრებულების საერთო რაოდენობა რამდენმე მილიონს აჭარბებს.

როგორც ირკვევა, ფეთჰულაჰ გიულენის სახსრებით საქართველოშიც არის გახსნილი 14 სასწავლო–საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის, "საქართველოს უნივერსიტეტი", რომლის რექტორი ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის დედა გიული ალასანია გახლავთ.

ჩვენ არ შევუდგებით იმის გარჩევას, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ბოლო დღეებში გავრცელებული არაერთი ინფორმაცია გიულენსა თუ ალასანიაზე. ჩვენ მხოლოდ იმ ჩანაწერს შემოგთავაზებთ, რომელიც 2007 წლის 9 ივნისს ჩაწერა ქალბატონმა ლელა კაკულიამ და რომელიც იმავე წლის სექტემბერში გამოქვეყნდა გაზეთში "ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია" (#14 ).

ოღონდ, მაშინ, გაგანია "ნაციონალობისას", როდესაც მთლად უსაფრთხო არ იყო სიმართლის ხმამაღლა თქმა, ქალბატონმა ლელამ, რედაქციის თანამშრომლების დაცვის მიზნით, უფლება არ მოგვცა, გაზეთში ღიად დაგვესახელებინა იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელზეც ამ ჩანაწერში იყო საუბარი. თუმცა არქივში, რაღა თქმა უნდა, თავად ქალბატონი ლელას ხელით ჩაწერილი ორიგინალური ტექსტი დღემდე ინახება, რომელშიც შავით თეთრზე წერია სახელი და გვარი: გიული ალასანია.

აი, როგორ გამოიყურებოდა ეს წინასწარმეტყველება:

2007 წელი, 9 ივნისი.

მომავალში ძალას კარგავს ერთი ძალიან პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი.

"ეს ქალბატონი ყველანაირად ცდილობს, თურქეთის გავლენა გააძლიეროს საქართველოში სწავლის მხრივ, ჩაკლას ქართული დედაენა, ილია, ვაჟა, აკაკი..." — ასე შეაფასებს მთელი საქართველო სასწავლებლის ხელმძღვანელის ქმედებას.

მისთვის ეს საქმე, როგორც ვხედავ, არის მხოლოდ დიდი ბიზნესი, სხვა არაფერი აინტერესებს, მაგრამ უფალი არ მიცემს ნებას, რომ წარყვნას პატარა საქართველო. ვხედავ, მას დიდ სასამართლოს გაუმართავს საქართველო.

იგი ყველაფერს კარგავს...

ქართული ცოდნის აკვანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი ჩაკლეს და გაანადგურეს და თურქებს კი არანაირი ხელშეწყობა არ მოაკლდათ. ირგვლივ ქართული აღარაფერია, მაგრამ ვხედავ, რომ საქართველო მალე გაიღვიძებს! ლღვება გაყინული ტვინი საქართველოსი, მთელი ერი აღსდგება და ამ ძალას ვერავინ შეაჩერებს!", - ნათქვამია კაკულიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში თურქულმა ხელისუფლებამ აშშ-ში ემიგრაციაში მყოფი ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში გიულენი საგანმანათლებლო ქსელს ფლობს და მისი პარტნიორი სწორედ გიული ალასანიაა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ