პარლამენტარმა თამაზ მეჭიაურმა რუსეთის დუმის დეპუტატთან იგორ მოროზოვთან ერთად გორში რესტორან "ნაჭარმაგევში" მოილხინა. სუფრას ცნობილი გორელი ფალავნებიც ესწრებოდნენ, დელეგაციას კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილიც ახლდა.
წვეულების ამსახველი ფოტოები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს რესტორანში მყოფებმა მიაწოდეს. მათივე თქმით, ჯემალ სეფიაშვილმა დარბაზში მყოფებს ჰკითხა: "აბა, ვის გჯერათ, რომ რუსეთის გარეშე ვიარსებებთ?".
"სცენაზე ავიდა, ჯიბიდან დისკი ამოიღო და მუსიკოსებს მიაწოდა, სანამ იმღერებდა საჭიროდ ჩათვალა სიტყვით მოემართა ჩვენთვის და გვითხრა, დარწმუნებული ვარ გორელები თამაზ მეჭიაურს აძლევთ ხმასო" - ყვება თვითმხილველი წაიკითხეთ ვრცლად