სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქელეხშიც იყო, ჭიშკართან იდგა სამძიმარზე..." - რას ყვებიან ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ახლობლები ბრალდებულზე
"ქელეხშიც იყო, ჭიშკართან იდგა სამძიმარზე..." - რას ყვებიან ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ახლობლები ბრალდებულზე

"ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში მოკ­ლუ­ლი ნონა რო­მა­ნა­ძი­სა და მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გარ­დაც­ვლი­ლე­ბის სამ­ძი­მარ­სა და ქელეხ­ში იყო მი­სუ­ლი" - ამის შე­სა­ხებ მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ყვე­ბი­ან.

იხი­ლეთ ვი­დეო

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის დამ ხა­თუ­ნა თხი­ლა­იშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან გა­ნა­ცხა­და, ბრალ­დე­ბუ­ლი ნონა რო­მა­ნი­ძის მე­უღ­ლეს­თან, ოთარ მამ­ფო­რი­ას­თან და მის ძმას­თან მე­გობ­რობ­და და ოჯახ­შიც ხში­რად მი­დი­ო­და.

"ნონა უმა­მოდ გა­ი­ზარ­და. 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ჩემ­თან თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და. მე ინ­ფორ­მა­ცია მაქვს რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ოთა­რის, მისი ძმის და ბი­ჭე­ბის მე­გო­ბა­რი იყო. ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ამ უბან­ში ქი­რით ცხოვ­რობ­და და შემ­დეგ სხვა­გან გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ყვე­ლა­ზე ამაზ­რზე­ნი კი ის არის, რომ გი­ორ­გი ქელეხ­შიც კი იყო მი­სუ­ლი, ჭიშ­კარ­თან იდგა სამ­ძი­მარ­ზე. ამ სა­ზა­რე­ლი ფაქ­ტის შემ­დეგ გი­ორ­გი ხში­რად მო­დი­ო­და ოჯახ­ში და ოთა­რის ეუბ­ნე­ბო­და - გვერ­დში და­გიდ­გე­ბი, რომ გა­ვი­გოთ მკვლე­ლი ვინ იყოო", - ამ­ბობს ხა­თუ­ნა თხი­ლა­იშ­ვი­ლი.

ნონა რო­მა­ნი­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ყვე­ბი­ან, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ოჯა­ხის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ კარ­გად იცო­და, რა­ზეც გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­შიც ისა­უბ­რა. AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ნონა რო­მა­ნი­ძის რძა­ლი ნატო ჯი­ქი­ძე ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლებს ყვე­ბა და ვა­რა­უ­დებს გა­მოთ­ქვამს, თუ რა მი­ზა­ნი ამოძ­რა­ვებ­და მკვლელს:

"გუ­შინ გა­ვი­გეთ რომ შსს-მ და­ა­კა­ვა მკვლე­ლი. გზა­ში აუყ­ვა­ნი­ათ. მი­ზეზს რაც შე­ე­ხე­ბა, რო­გორც ჩვე­ნე­ბა აქვს მი­ცე­მუ­ლი, მკვლე­ლო­ბა ფუ­ლის გამო ჩა­ი­დი­ნა. ის გა­სა­ქურ­დად შე­ვი­და სახ­ლში, თუმ­ცა ფული ვერ იპო­ვა და მხო­ლოდ 30 ლარი წა­უ­ღია ოჯა­ხი­დან. რო­გორც თვი­თონ ყვე­ბა, ორ­ჯერ მუშ­ტი ჩა­ურ­ტყამს თავ­ში და რო­დე­საც ნონა რო­მა­ნი­ძე ვერ გა­თი­შა, შემ­დეგ ვაზა ჩა­ურ­ტყამს თავ­ში" - აღ­ნიშ­ნავს ნატო ჯი­ქი­ძე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 2016 წლის 22 თე­ბერ­ვალს მომ­ხდა­რი დედა-შვი­ლის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი გახ­სნა. და­კა­ვე­ბუ­ლია წარ­სულ­ში ქურ­დო­ბის, ყა­ღა­ჩო­ბი­სა და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე გი­ორ­გი ხ.

წა­ი­კი­თხეთ: რა გახ­და ფო­ნი­ჭა­ლე­ლი დედა-შვი­ლის მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი - ახ­ლობ­ლე­ბი მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ

ჯონი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ქელეხშიც იყო, ჭიშკართან იდგა სამძიმარზე..." - რას ყვებიან ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ახლობლები ბრალდებულზე

"ქელეხშიც იყო, ჭიშკართან იდგა სამძიმარზე..." - რას ყვებიან ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ახლობლები ბრალდებულზე

"ზემო ფონიჭალაში მოკლული ნონა რომანაძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული გარდაცვლილების სამძიმარსა და ქელეხში იყო მისული" - ამის შესახებ მოკლულის ოჯახის წევრები AMBEBI.GE-სთან საუბარში ყვებიან.

იხილეთ ვიდეო

როგორც გარდაცვლილის დამ ხათუნა თხილაიშვილმა AMBEBI.GE-სთან განაცხადა, ბრალდებული ნონა რომანიძის მეუღლესთან, ოთარ მამფორიასთან და მის ძმასთან მეგობრობდა და ოჯახშიც ხშირად მიდიოდა.

"ნონა უმამოდ გაიზარდა. 15 წლის განმავლობაში ის ჩემთან თბილისში ცხოვრობდა. მე ინფორმაცია მაქვს რომ ბრალდებული ოთარის, მისი ძმის და ბიჭების მეგობარი იყო. ბრალდებული გიორგი ამ უბანში ქირით ცხოვრობდა და შემდეგ სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. ყველაზე ამაზრზენი კი ის არის, რომ გიორგი ქელეხშიც კი იყო მისული, ჭიშკართან იდგა სამძიმარზე. ამ საზარელი ფაქტის შემდეგ გიორგი ხშირად მოდიოდა ოჯახში და ოთარის ეუბნებოდა - გვერდში დაგიდგები, რომ გავიგოთ მკვლელი ვინ იყოო", - ამბობს ხათუნა თხილაიშვილი.

ნონა რომანიძის ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ბრალდებულმა ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შესახებ კარგად იცოდა, რაზეც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაშიც ისაუბრა. AMBEBI.GE-სთან საუბრისას ნონა რომანიძის რძალი ნატო ჯიქიძე ბრალდებულის დაკავების დეტალებს ყვება და ვარაუდებს გამოთქვამს, თუ რა მიზანი ამოძრავებდა მკვლელს:

"გუშინ გავიგეთ რომ შსს-მ დააკავა მკვლელი. გზაში აუყვანიათ. მიზეზს რაც შეეხება, როგორც ჩვენება აქვს მიცემული, მკვლელობა ფულის გამო ჩაიდინა. ის გასაქურდად შევიდა სახლში, თუმცა ფული ვერ იპოვა და მხოლოდ 30 ლარი წაუღია ოჯახიდან. როგორც თვითონ ყვება, ორჯერ მუშტი ჩაურტყამს თავში და როდესაც ნონა რომანიძე ვერ გათიშა, შემდეგ ვაზა ჩაურტყამს თავში" - აღნიშნავს ნატო ჯიქიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის 22 თებერვალს მომხდარი დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია წარსულში ქურდობის, ყაღაჩობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული მოქალაქე გიორგი ხ.

წაიკითხეთ: რა გახდა ფონიჭალელი დედა-შვილის მკვლელობის მიზეზი - ახლობლები მკვლელის ვინაობას ასახელებენ

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ