30 ივლისს Black Sea Arena-ზე კრისტინა აგილერას კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი მატარებელი ინიშნება (#856/855). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
4-ვაგონიანი ელექტრომატარებელი ორივე მიმართულებით 300-300 მგზავრს გადაიყვანს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა დილის 10:25 საათზე, ურეკში კი 14:51 საათზე იქნება.
ურეკიდან მატარებელი 31 ივლისს ღამის 02:00 საათზე გამოვა და თბილისში ჩამოვა 06:10. აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ.
შეგახსენებთ, 30 ივლისს შეკვეთილში საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena პოპის ვარსკვლავის კრისტინა აგილერას გრანდიოზული შოუ-კონცერტით გაიხსნება.