"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. ანგარიშის მიხედვით, დასაქმებულად თავს გამოკითხულთა 36% მიიჩნევს, ხოლო 63% დაუსაქმებლად.
NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები კვლავ სამუშაო ადგილები და სიღარიბეა.
შეკითხვაზე, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები, "სამუშაო ადგილებსა" და "სიღარიბეს" პირველ მეორე ადგილები უჭირავს. ხუთეულში შემდეგი ადგილები უკავია ტერიტორიულ მთლიანობას, ფასების ზრდა/ინფლაციას და პენსიებს.
აღნიშნულ ჩამონათვალში ასევე მოხვდა საკითხები: ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, განათლება, ხელფასები, რუსეთთან ურთიერთობა, სამართლიანობის აღდგენა და ა.შ.
"ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან - 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა.
ფოტო: ნოდარ ცხვირაშვილი