აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრი არტურ მიქვაბია თანამდებობიდან გადადგა. "აფსნიპრესის" ინფორმაციით, ე.წ. მინისტრთა კაბინეტის რიგგარეშე სხდომაზე მიქვაბიამ განაცხადა, რომ გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.
"თქვენთან ერთად დიდი საქმე დავიწყეთ, თანაც არახელსაყრელ პირობებში, რომლებიც გამოწვეულია საზოგადოების დაყოფითა და სოციალური დაძაბულობით. ყველა ზომა, რომელიც მთავრობა იღებდა, სხვა პირობებში უფრო შესამჩნევი იქნებოდა. საუბარია როგორც ხელფასების მატებაზე, ისე პენსიის ოდენობის მომატებაზე. არ მგონია, რომ სხვა რომელიმე მთავრობას შესძლებოდა უკეთესად გამკლავებოდა იმ ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტა ჩევნ მოგვიწია საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში და ეკონომიკაში. ეს აღქმული უნდა იყოს როგორც პოზიტივი", - განაცხადა მიქვაბიამ.
მისივე თქმით, ბრალდებები, რომელიც დეპუტატ ალმას ჯაპუას მიერ მისი მისამართით გაისმა, პროკურატურამ სრულიად უარყო, რასთან დაკაშირებითაც სრული ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
არტურ მიქვამია თანამდებობას 2015 წლის 20 მარტიდან იკავებდა.
ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია, ვინ დაიკავებს პრემიერ მინისტრის თანამდებობას.